ოცნება, ოცნებად დარჩა...
შენ კვლავ ვერ ხვდები რამდენად ამაზრზენია ეს სამყარო... ვერ ხვდები, რადგან ჯერ კიდევ არ შეგხებია მისი მარწუხები, რომელიც ტყვიაზე სწრაფი და ხმალზე მჭრელია... გული ნაწილებად მეშლება, როდესაც იმას მაკადრებენ, რისი კადრებას, ხელის გაწმენდაც ასე უბრალოდ არ შეიძლებოდა, თუმცა რა მიკვირს... ბოროტი ადამიანის გზა ყოველთვის ხსნილია. ჩემი თითოეული სიტყვა... თითოეული აზრი, ჩემი სულია, რომელსაც არავის მივცემ უფლებას შეეხოს და ნაცარი შეაყაროს... მთელი წლების ნაშენი ოცნებები, როდესაც მიწაზე მომენტალურად, არაფრის გამო ეცემა, იცით ეს რა გრძნობაა? ისეთი... მილიონი წლები და ვერანაირი პიროვნება, რომ ვერ ამოავსებს ღრმა იარებს. ახლაც აკანკალებული თითებით ვწერ თითოეულ აბზაცს და თან ვაყოლებ, იმ უთქმელ ტკივილს, რომელსაც არავინ იზიარებს... ჩემი ოცნება მხოლოდ ერთი იყო, თუმცა ისიც ჩაქრა... საზოგადოების მახინჯი სულის პატრონმა, მოსპო იგი. თვალებდაუხუჭებლად გაანადგურა, ისე რომ არც დამეკითხა... ახლა კი?!.. გაგიგონიათ სული მიზნების გარეშე? ოცნებების გარეშე? ახლა გაიგებთ... ერთადერთი მიზეზი, თუ რის გამოც მიფერადდებოდა ნაცრისფერი, გახუნებული სამყარო... ახლა კი?! ვდგავარ მის ნანგრევებზე... ცრემლებს ვღვრი იმ შესაძლო მომავალზე, რომელიც არასდროს იქნება რეალური... და განა ღირს ასეთი ცხოვრება, სადაც ოცნება ოცნებად რჩება?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.