მე ეს არ მითხოვია...
რატომ? მე ეს არ მითხოვია! მე დედამიწა არ მითხოვია! არც სიცოცხლე მითხოვია! მე საერთოდ არაფერი მომითხოვია! სიცოცხლე თავად მომეცი, თავად ჩამბერე და რატომ ცდილობ ასე მალე დაგიბრუნო? ადამიანები ითხოვენ მას უსასყიდლოდ, მაგრამ მე არა, გესმის? მე არა! ეს არ გამიკეთებია. შენ გადაწყვიტე რომ ცხოვრებისთვის მზად ვიყავი მაგრამ, შეცდი. არ უნდა გამოგეგზავნე. ვფიქრობ რომ ყველას უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს როდის დაიწყებს ცხოვრებას, სუნთქვას ან არსებობას. მასწავლიდნენ რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამაა და მისი ხელყოფა არ შეიძლება. მე მათ ვეთანხმები. არამგონია სიცოცხლის ყიდვა შეძლო. მაგრამ მე პირობა არ დამიდია, არავისთან, არაფერთან გესმის? ნუ დამაძალებ გავაკეთო ის რაც არასდროს მინდოდა. ნუ დამაძალებ ვიცხოვრო სხვისთვის, რადგან ჩემთვის არასდროს მიცხოვრია. ნეტავ, ნეტავ შემეძლოს ყველა ადამიანის გონებიდან წავშალო ჩემი თავი. ეს ხომ დამეხმარებოდა?ეს ხომ გაადვილებდა ყველაფერს? ნეტავ როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება უჩემოდ? ბედნიერებით თუ ტკივილით სავსე? ალბათ უკეთესი. არავისთვის არ მითქვამს რომ დედამიწა ჩემი გამოსავალი იქნებოდა, რომ თუ ამ სამყაროში უბრალოდ ვიქნებოდი ან ვიარსებებდი ეს დამეხმარებოდა. ვინ გაიფიქრა რომ შეცდომები ყველას არ მოსდის? იქნებ მე ვიყავი შეცდომა? იქნებ ზუსტად მე ვარ შენი შეცდომა? აქ, ამ დროს, რატომ ვხვდები ამდენს. 15 წელი რატომ არ მიფიქრია? ან იქნებ ბევრი პრობლემისა და გაუცემელი პასუხის ბრალია. საიდან იწყება სიცოცხლე და სად მთავრდება? იქნებ ეს გამოსაცდელი ვადა იყო და ვერ ჩავაბარე? ჩავიჭერი? მოვკვდი? არც წესები აგიხსნია, არც მიზეზები, უბრალოდ ხელი გამიშვი და აქ დავეცი. მწარედ დავეცი. ამდენი ხანი მჯეროდა რომ დედამიწა საჩუქარი იყო ახლა კი ის თამაშად მეჩვენება სადაც თვითმკვლელლობა დამარცხებაა, სადაც ხალხი სხვისი უბედურებით და მათი დამარცხებით იღებს ჯილდოს. ისინი აგრძელებენ ჩვენ კი ვჩერდებით, სამუდამოდ ერთ ადგილას ვტრიალებთ .არ შეგვიძლია ლაბირინთიდან გასვლა რადგან არც კი აქვს გასაგვლელი. მე არ გამიმართლა. მე ამ ლაბირინთში აღმოვჩნდი. სასაცილოა სატირალო რომ არ იყოს. დამარცხება თუ გამარჯვება ახლა სულ ერთია. მე ვეცადე, ვეცადე ყველაფერი გამომესწორებინა მაგრამ ...გინდა მითხრა რომ ვეცემი? და ვეღარ წამოვდგები? ეს აღარ მანაღვლებს. ყველაფერმა აზრი დაკარგა. მე გითხარი ჩემი სათქმელი. ახლა კი მინდა თავიდან დაგისვა შეკითხვა რატომ? მე ხო ეს არ მითხოვია! მე დედამიწა არ მითხოვია! მე სიცოცხლე არ მითხოვია!მე ხომ საერთოდ არაფერი არ მითხოვია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.