მე შენზე ვწერ
მე შენზე ვწერ... შენ მაჩუმებ როცა დაწერილს გიკითხავ. მე შენსკენ ყოველი ნაბიჯის გადმოდგმისას, შენ ორი ნაბიჯით უკან იხევ. მე შენს წინ ვდგავარ, ბავშვივით სახეს ვხრი და გელოდები როდის გამომიწვდი ხელს.. შენ - ზურგს მაქცევ. შენ არ იღლები ჩემი უარყოფით.. მე - შენზე ფიქრით. შენ უარყოფ გრძნობების საჭიროებას.. მე - ყველაფერს, გრძნობების გარეშე. შენ ჯიუტად იმეორებ, რომ სიყვარულს აზრი არ აქვს. მე კი მხოლოდ სიყვარული მჭირდება. შენ მატერიალური გტანჯავს , მისი არარსებობა განგრევს მე - არაამქვეყნიურისთვის ვიბრძვი. შენ ისევ აგრძელებ ჩემზე უარის თქმას.. მე ისევ შენზე ვწერ .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.