სუნთქვა-მდე
დილით, შეგიძლია გაიღვიძო. გახვიდე სახლიდან დასიებული სახით. გაატარო დღე საქმეში და დღის ბოლოს გადაწყვიტო, რომ არ გსურს უკან დაბრუნდე. თამამად! შეგიძლია სახლისკენ მიმავალ ბილიკს აცდე. გადაუხვიო და მთელი ღამე საპირისპიროდ იარო. არ გაჩერდე! ფეხებში ძალას დაკარგავ და შემდეგ გაჩერდები იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხარ. წლები უალკოჰოლოდ და ახლა აივსო ამით. შეწყვიტო ფიქრი, მოძრაობა, ემოციები. დღეს შეგიძლია არავის შეხედო. მუსიკას არ მოუსმინო. ხალხმრავლობა სიჩუმედ აქციო, იარსებო მარტომ. და დღეს როცა არ ცდილობ, არ გსურს, ვერ გრძნობ, "ის გიპოვის". "შემოგიერთდება", კუთხეში მჯდომს. გადაიკვეთება მზერა და უსიტყვოდ გაიგონებ ხმას, მოჩურჩულე ხმას. მაგიდა გაივსება ცარიელი ბოთლებით, სხვადასხვა ზომის ჭიქებით, ფერადი წ....ბით. დღეს დაბუჟდები, ოთახი დატრიალდება. მუსიკა შენში აჟღერდება... ვერ ემალები მზერას? არ ეცადო! თითქმის გათუშილს ერთი აზრი არ დაგტოვებს. რომ გააღწიო აქედან დილის სუსხამდე. ბარბაცით დგები, "მას მარტო ტოვებ", ანგარიშს ასწორებ და კვლავ ნაბიჯარეული ტოვებ ადგილს, რომელიც აღარ გემახსოვრება... დღეს გაუყვები ქუჩას. ვერ იცნობ ფილებს. გაიაზრებ, ეს ღამის სიჩუმე გაგიჟებს. შეამჩნევ თმის ნაცნობ ფერს, რომელიც ჩაგიჯდა გონებაში დათრობამდე. დაივიწყებ სახლს, საბოლოოდ და უბრალოდ გაყვები. შეგამჩნევს, დაგიცდის და მიახლოებულს, ისევ იმ მზერით, "გაკოცებს". დღეს შეგრძნება დაკარგული, ისევ იგრძნობ. დაინახავ მოვლენების ვარიანტებს, აღიქვავ მის განვითარებას.. როგორია სიყვარული და მისი გემო. კისერი, ყურები, ტუჩები, კოცნა, ენა, კბენა... დღეს ერთად გავიღვიძებთ... ერთის ვიქნებით, ერთად ვითვლებით... ოღონდ დღის ბოლოს, სახლის გზის დაკარგვა არ დაგავიწყდეს! იპოვი გზას, იპოვი ბარს, ამ სკამს, მაგიდას. დაჯექი კუთხეში და დათვერი. რომ შემდეგ ჩამოვჯდე. გამომყევი, რომ სრულად გაგიჟდე... გაუშვი ყველაფერი. შეწყვიტე ფიქრი, გაიღვიძე და დღეს გამოდი სახლიდან, დასიებული სახით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.