მერამდე ფურცელი ამოვხიე..
მერამდე ფურცელი ამოვხიე... მანამ სანამ მხოლოდ ყდა არ შემრჩა ხელში.. მერამდენედ ვერ დავწერე ვერცერთი ასო.. მერამდენედ ვეცადე რომ გადმომეცა.. მერამდენედ უნდა გითხრა.... მერამდენედ გამიცრუვდა იმედი.. უკვე ისიც აღარ ვიცი რა ვთქვა... ვტირი და მაინც ვიღიმი არ ვიცი საერთოდ რა დარჩა ჩემგან. ისიც აღარ ვიცი მელოდება თუ არა ვინმე. ან კი შეამჩნევენ ჩემს გაქრობას? ჩემს გახრწნას? ფერფლად დარჩენას? ვამბობ არ მტკივა და თითქოს მეც ვიჯერებ ამას, ღამის მისვლამდე. და მერე ბალიშს ვაბარებ აღსარებას. ისიც მორჩილად მპატიობს ცოდვებს და ვიცი ბოლოს ისიც ვერ დაიტევს ყველაფერს. მოხუცის ხელებივით დამჭკნარია თითქოს გრძნობებიც. ზაფხულის სიცხეში უწყლოდ დარჩენილი ყვავილივით მეხუთება სულიც. მთაში გამეფებული არწივის თვალებით დავეძებ ნუგეშს და ისიც მგელ დადევნებული შველივით გამირბის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.