40+ დიონისე
40+ დიონისე მესამე დღე იყო,რაც მთვრალი "დიონისე" ღამის ქალაქის ქუჩებში უმისამართოდ დაეხეტებოდა, მესამე დღეა შეუჩერებლად სვამდა და დარდს ალკოჰოლით იკლავდა გულში.ფიქრი მოეძალა დარდიანს.მშობლების საყვედურებს ყველაზე მეტად გაურბოდა: სად დაეთრევი, ერთი სამუშაო ვერ იშოვე,ცოლი მოიყვანე,ვინ გაყვება ამ უსაქმურს...ბლა ,ბლა,ბლა.." არადა გულის რაღაც ნაწილში ამართლებდა კიდეც მათ. მართლაც რად ვერ შედგა კარგ კაცად, რად ვერ მიაგნო თავის ადგილს?! არავის ატყუებდა,არ ღალატობდა, ყველასთვის იხარჯებოდა, ყველა უყვარდა, თუმცა სადაც არ მოიკითხა სამუშაო, მხოლოდ პირდებოდნენ, მხოლოდ პირდებოდნენ... იდგა ასე ქუჩაში მარტოდ მარტო და ათას აბდა-უბდაზე ფიქრობდა. გამვლელ-გამომვლელ გოგონებს აფრთხობდა თავისი უადგილო და უკბილო კომპლიმენტებით. ბევრი იარა თუ ცოტა ერთ სახლთან შეჩერდა, თითქოს ეცნო სახლი,მაგრამ ვერ გაიხსნა საიდან ამოუტუვტივდა გონებაში.კედელს მიეყრდნო არ წაქცეულიყო,ამ დროს კორპუსის ჭიშკარს ქალი მოადგა მძიმე ტვირთებით,ორივე ხელში ჩანთები ეჭირა და ძლივსღა მოაბიჯებდა.დიონისე გულგრილად უყურებდა მომავალს დედაკაცს,წაშველება არც უფიქრია, ვერ იტანდა ასეთი "ტანჯული სახის" ქალებს, "დაათრევენ ჩანთებს და ყველანაირი ქალური მიზიდულობა დაკარგული აქვთ".კომპლიმენტიც ვერაფერი მოაფიქრდა ,ზურგი აქცია ქალს და სიგარის ამოღებას ამაოდ ეცადა. მოულოდნელად ქალი კედელთან მდგარ მამაკაცთან გაჩერდა,ჩანთა მიაწოდა და "მიდი,მიდი აიტანე ზევითო" უბრძანა. კაცი მოჯადოებულივით დაემორჩილა ქალის ხმას , მოკიდა ხელი მძიმე ჩანთას და რწევა- რწევით მიყვა უკან. ბინაში ავიდნენ.ქალმა შუქი ჩართო, ნივთების განლაგებაზე ეტყობოდა მარტოდ ცხოვრობდა. - ჩანთა იქ შეიტანე! ისევ უბრძანა კაცს და სამზარეულო ოთახი გაშლილი ნიკაპით მიანიშნა. -აი ხალათი და პირსახოცი,სააბაზანო იქაა, გამოფხიზლდი წყლის ქვეშ! "დიონისე" ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა.ხალათი და პირსახოცი აიღო, სააბაზანოში შევიდა,წყლის ჭავლს სახე მიუშვირა, სასიამოვნოდ მოადუნებულმა ფიქრი გონებიდან განდევნა,მერე ქათქათა საწოლისკენ ჩქარი ტემპით გაექანა, თავი ბალიშზე დურთა და ღრმა ძილს მიეცა. დილით საწოლთან ყავა დახვდა. სამზარეულოდან გამოსულმა სურნელმა კი ფეხზე წამოაგდოდა სამზარეულოში შეაგდო . ქალი რაღაც კერძს ამზადებდა.როგორც კი იგრძნო სტუმრის შემოსვლა, მოუტრიალდა ,გაუღიმა და დაჯექიო ისევ უბრძანა . დაჯდა "დიონისეც" სკამზე კმაყოფილი სახით, უყურა,უყურა ქალს. ან და რატომ არ იქნებოდა კმაყოფილი?! აბანავეს,დაასვენეს,ყავა მიართვეს, გემრიელი კერძი... ზურგიდან აკვირდებოდა გამოცხადებულ ანგელოზს და საუბარს ვერ ბედავდა.ეშინოდა არ გამქრალიყო ეს ბედნიერება. როგორც კი ხმის ამოღება გადაწყვიტა, ქალი მობრუნდა მისკენ,ხელში ფურცელი ეჭირა,წინ დაუდო და უთხრა: - ამ ნომერზე დარეკავ , მისამართს გეტყვიან,იმ მისამართზე მუშაობ დღეიდან. გასაგებია ხომ? კითხა და გემრიელად გაუღიმა. "რა თბილი თვალები აქვს" ფიქრობდა კაცი, "საუბრის დროს ლოყებიც რა საყვარლად ეჩრუტება,ნაოჭები მზის სხივებივით ეფინება ლამაზ თვალებთან,ესეც უხდება" მერე სხეულის დათვალიერებაზე გადავიდა. უკეთესი იდეალური წყობა ალბათ არც არსებობს ამ ასაკის ქალისთვის,არადა "დიონისესთვის" რომ გეკითხათ ოცდაათი წლის ზევით ყველა ქალი ბებერი იყო. "საცოლეც" ყავდა ოცდახუთი წლის კაპრიზებიანი გოგო,რაც დაგროვილი ფული ქონდა საჩუქრებში გადაყარა და ერთ თბილ ღიმილს ვერ ეღირსა მისგან, "სხვებიც მჩუქნიან უკეთესებსო", რომ უთხრა მაშინ გამოფხიზლდა და "შეეშვა" ქალს.სამაგიეროდ დასალევს გადაეკიდა,"სიყვარულს ვინელებო", უხსნიდა მოკეთეებს . ახლა კი აქ იყო,თავის ტოლ ქალთან და თვითონაც უკვირდა ,როგორ დამუხტულივით იჯდა და მოწონდა,ღმერთო როგორ მოწონდა და იზიდავდა ეს "უცნობი" ქალი. უხმოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,ტელეფონის ნომრიანი ფურცელი გამოართვა და მითითებულ სამუშაოზე წავიდა ჩქარი ნაბიჯით. ქალი ტელეფონის ყურმილს მიუტრიალდა: "ძალიან გთხოვ,ერთი კვირა ამუშავე,შეხედე,დრო მიეცი,იცის საქმე,სულ წავიდა ხელიდან, წუხელ ისეთი ნასვამი შემხვდა,ვეღარც მიცნო.ხომ გახსოვს კლასში ყველაზე ნიჭიერი იყო,ყველა მისგან ვიწერდით დავალებებს... ხანგრძლივი პაუზა ... - ისევ გიყვარს?! -მიყვარს! ალბათ ამ კვირაში ქორწილიც გვექნება. თავისივე ნათქვამზე გადაიკისკისა "ევამ", მორჯულებულ "დიონისეს" ფანჯრიდან გადახედა და "ეშმაკის მირთმეული ვაშლი " გაუთლელად ჩაკბიჩა... (მ.აბულაძე) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.