კასკადი
სამყარომ უბედურად ის ადამიანი შექმნა, რომლის ემოციური ფონი არასტაბილურია და მფეთქავ არტერიას ჰგავს. თუ ლოგიკა მიზეზს მოითხოვს, გეტყვი, რომ ემოციური ადამიანი კარგავს კონტროლს ყველა მცირე დეტალზე და მისი სამყოფელი ავტოპილოტით იმართება. განგიცდია? ბრაზისაგან ყურის დაგუბება, კეფაზე სისხლის მარათონი, ენის ვერმოტრიალება და ფაქტი , რომ აწყმოს ამ კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანს ადამიანობის ცდაც კი არ შეგიძლია. ბუნებრივი გადარჩევა უზუსტესი ცნებაა და მის მარცხენა მხარეს იმფატიური არსებები ექცევიან. ცხოვრება ჩვენი არჩევანია. ზოგიერთი არჩევანი კრისტალირებულ ნეხვს ჰგავს.არ უღრმავდები, კრისტალები გაბრმავებს, მოგწონს, ძალიან მოგწონს, ისაკუთრებ და უეცრად ბრწყინვალე აფეთქების ხმა გაყრუებს, შენი არჩევანი - კრისტალირებული ნაგავი მისიას ასრულებს, სკდება და ცხოვრების გარკვეული პერიოდი თავზე გემხობა. 47იანი, დატენილი ნაგავი, შელაკული თმით დაფარულ შუბლზე რომ გებჯინება, რისი ბრალია? ვგრძნობ როგორ ტრიალებს ჰაერში ჩემ მიერ გამსკდარი ნეხვის ბურთულა და იცი?! ცხოვრება თავზე მემხობა. სიკვდილისთვის გაზაფხულის უღიმღამო დღის არჩევა არც ისე რომანტიკულია. ყველა სიცოცხლე დასაფასებელია, მაგრამ ყველა არა. შენი წარსულის ემოციური გადაწყვეტილებები ამ მომავალზეა ასახული. ბოლო სიტყვები მიქაელ! - შენი დედაც მოვტყან, ! -მე შენი, ელ! ემოციის დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.