შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიმნიანი ჩაი

10-04-2020, 20:01
ავტორი guroo
ნანახია 1 218

-ნეტავ, ალმოდებული ძვლები თუ იწვის?
დღეს მაცივარში ლიმონი აღარ დამხვდა და ჩაი ვერ დავლიე. მის გარეშეც მიცდია, რომ შუადღის ტრადიცია არ დამერღვია და ცხელი სითხე სიცოცხლის ნაპრწკლებივით შთამენთქა, მაგრამ წყლისა და არყის ნაზავი არცთუ გემრიელია. მე კიდევ ალკოჰოლზე დამოკიდებული არა ვარ. იმიტომ, რომ სამაგისო ფული არ მაქვს. თორემ ხელი რაზეც მიმიწვდება, მათ შორის გონებაცა და გულიც, ყველაფერზე მიჯაჭვული ვხდები. რას ვამბობდი? არაყი ოდნავ მოსადუნებლად მჭირდება, ალკოჰოლი არ მიყვარს-მეთქი. არადა, ბევრი რომ მქონდეს, მეყვარებოდა.
ანუ ჩაი ვერ დავლიე. უცნაურია და უჩვეულოც. გუშინ ვიყავი მაღაზიაში და ბევრი ვიყიდე იმიტომ, რომ მიყვარს და კიდევ იმიტომ, რომ სამაგისო ფული მქონდა. უჰ, გამახსენდა! კატები მეზიზღება და მაგათი მოდგმიდან ერთ რბილბეწვიან, თაფლისფერთვალება და მჩხავანას უკლებლივ ყველა ლიმონი ვესრულე და მაშინღა აღმოვაჩიე, რომ რამდენიმე ყვითელი სიმრგვალე ძალიან მწიფე იყო და ისე გაყარა შხეფები, თითქოს სპეციალურად ამ ვიზუალური ეფექტისთვის დაამზადესო.
-ლემო, დღეს დაისჯები.
ეგ არ მადარდებს. უკვე დავისაჯე იმით, რომ ჩაი ვერ დავლიე. გეგონება, რუტინა აფეთქებამ გაარღვია. მოიცა, აფეთქებაო? ცეცხლი მიყვარს, ოღონდ ბევრი არ მაქვს. სამაგიეროდ უნდა გავაჩინო, რომ მქონდეს.
-სისულელეს ამბობ.
მართლია. და იცი, რა? არც ლიმონზე დამოკიდებული ვარ. უბრალოდ გემო მომწონს.
-შენი არ მჯერა, ლემო.
მაშინ დავნიძლავდეთ. აი, ნახე, თვის ბოლომდე თვალსაც კი არ შევავლებ, არათუ დავაგემოვნო კიდეც.
-დავნიძლავდეთ, ლემო. მე რაღაც შეგამჩნიე. გაგიხარდა ვიღაცამ ყურადღება რომ მოგაქცია.
მე სულ ასე მიხარია ყველაფერი. მაგრამ უნდა გამოგიტყდე, რა. ფული აღარ მაქვს და ძალიანაც რომ მინდოდეს, ლიმონს ვერ ვიყიდი. ჰოდა, ნიძლავს მე მოვიგებ.
-ვიცი, ლემო.
შენ რომ იცოდე, წყალიც არ მიყვარს. ხშირად მხოლოდ არაყში ჩაწურული ლიმონი შემიღებავს ჩაის მუქი ფერით და ის დამილევია. ახლა არც წყალი მაქვს და არც არაყი, ლიმონზე ხომ უკვე მოგიყევი?
-ყველაფერი ვიცი, ლემო.
ისიც გითხარი, რა გემრიელი იყო ლიმნის წვენში მოზელილი ცომისგან გამომცხვარი ბისკვიტი? საერთოდ არ ვნანობ, გუშინ რაც კი ლიმონი მქონდა, სულ ბისკვიტს რომ დავახარჯე.
-დღეს დაისჯები-მეთქი!
ვაჰ, მერამდენედ გითხრა, რომ ეგ არ მადარდებს?! უკვე დავისაჯე, რადგან იმ ბისკვიტზე კრემის წასმაც არ დამცალდა, ისე უცებ შემისანსლა მეზობლის ფუმფულა კატამ. გემოც არ მქონდა გასინჯული და იმან სულ ერთიანად შეჭამა. ბოროტია, რა.
-გინდა, მე გიყიდო ლიმონი?
რას მეუბნები, მეთვითონ ვიყიდი. ფული არ მაქვს თუ რა? გუშინ მეზობელი გამოვლანძღე, კატას მიხედე-მეთქი. იმან მომცა ფული. გეგონება, ასე გამოისყიდის თავის დანაშაულს, რომ კატისთვის ყურადღება ვერ მიუქცევია და ის მსუქანა მოსუნსულე ბანჯგვლიანი კიდევ ჩემ სამზარეულოში დასმუსნაობს გემრიელად. თანაც ლიმნის ნაირ-ნაირ გემოებს ჩემ რეცეპტორებამდე არ უშვებს. პირში ჩადებულ ლუკმას ისე ოსტატურად გამომაცლის, მეც ვერ მივხვდები.
-ლემო, საკუთარ სასჯელს შენთვითონ ხომ არ მოიფიქრებდი? ძალიან გყვარებია ფიქრი, როგორც ვხედავ.
ეგ არ მადარდებს, ადამიანო! რატომ ვერ გაგაგებინე, რომ სასჯელი ვერ მაფორიაქებს?! ისეკი, ფიქრი არ მიყვარს და არც მაგაზე დამოკიდებული ვარ, რადგან ბევრი არა მაქვს.
-ჩაი დამალევინე, რა. არ მოგბეზრდა ეს ლაყბობა? ვიცი, გეზარება მომზადება.
აზრი არ აქვს ხომ? მაინც ვერსად გავექცევი იმ ფაქტს, რომ წინა თვეში, ზუსტად ბოლო დღეს ბევრი ლიმონი მოვიმარაგე და მაცივარში გამოვკეტე დასჯილივით. დღეს მაცივარი არ გამომიღია. დამეზარა. ფუჰ, ვერ ვიტან ამ მარტოობით დამძიმებულ და გაუსაძლის დღეებს.
-ჰო, ლემო. უნდა გაიღვიძო ან დაიძნო, ჭამო ან დალიო, ილაპარაკო ან დადუმდე, იცოცხლო ან მოკვდე.
უიჰ, მართლა აღარ მაქვს ლიმონი.
-დროს ნუ ვწელავთ. გასარკვევი გვაქვს, იწვის თუ არა ალმოდებული ძვლები.
ეგ არ მადარდებს! ათასჯერ გითხრა? ფიქრი არ მიყვარს-მეთქი და აბა, როგორ გავრკვევ მაგას? ან ეგ რა სასჯელია? დავჯდე და ვუკირკიტო შენს სულელურ კითხვებს? წადი, რა. თავი გამანებე.
-ლემო, ყველაფერი ვიცი. მეც ათასჯერ გითხრა ეს? თუ ოდესმე, შეიძლება, რომ გაიგო?
მოდი, ჩაის მოგიმზადებ.
***
გაგრძელება მეზარება...

№1  offline მოდერი guroo

ფუ, რა იდიოტიზმია

№2  offline წევრი Anya10

საშინელი ნაწერია. უშინაარსო. გრამატიკულად გაუმართავი. თითქოს, მხოლოდ, საიტზე ქულების მოსაპოვებლადაა ატვირთული. საერთოდ, რატომ დებენ ესეთ ნაწერებს?! მაგრამ, მადლობა მცდელობისთვის.

№3  offline მოდერი guroo

Anya10
საშინელი ნაწერია. უშინაარსო. გრამატიკულად გაუმართავი. თითქოს, მხოლოდ, საიტზე ქულების მოსაპოვებლადაა ატვირთული. საერთოდ, რატომ დებენ ესეთ ნაწერებს?! მაგრამ, მადლობა მცდელობისთვის.

რომ იცოდე, რა ზუსტად გაშიფრე ყველაფერი❤️

№4  offline მოდერი Mary Drey

წავიკითხავ ცოტახანში, უბრალოდ ახლა იმიტომ ვწერ ამ კომენტარს, რომ ლიმნიანი ჩაი არ არის გრამატიკულად სწორი... ლიმონიანი ჩაია

ამმმმ... მოდი პირდაპირ ვიტყვი, გურო რადგან პირფერობა არ მჩვევია.
კარგად ვიცი, როგორი ნიჭიერი ბიჭიც ხარ და ისიც ვიცი რეალურად რა შეგიძლია, რისი გამკეთებელი ხარ.
ეს ჩანახატი საშინლად არ ჰგავდა შენს ნაწერს. თითქოს გონებაარეულმა დაწერე თითოეული სიტყვა. (ტყუილ ტაშის კვრას სიმართლე მირჩევნია გითხრა, გურო და არ გეწყინოს.)
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წერა არ შეგიძლია.
ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა კალამი გვიმტყუვნის.

მე მჯერა შენი!
მე მჯერა შენი ნიჭის!
სოუ, ქამ ოოონ! wink heart_eyes
და როგორც ყოველთვის, ველი შენს "ნიუსებს".

№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

ვერ დაგიმალავ და არ მომეწონა :(((
შენი შემოქმედებიდან უკეთესებიც წამიკითხავს...
--------------------
When nothing goes right, go left!

№6  offline მოდერი guroo

Natsrisferi_grdznobebi
წავიკითხავ ცოტახანში, უბრალოდ ახლა იმიტომ ვწერ ამ კომენტარს, რომ ლიმნიანი ჩაი არ არის გრამატიკულად სწორი... ლიმონიანი ჩაია

ამმმმ... მოდი პირდაპირ ვიტყვი, გურო რადგან პირფერობა არ მჩვევია.
კარგად ვიცი, როგორი ნიჭიერი ბიჭიც ხარ და ისიც ვიცი რეალურად რა შეგიძლია, რისი გამკეთებელი ხარ.
ეს ჩანახატი საშინლად არ ჰგავდა შენს ნაწერს. თითქოს გონებაარეულმა დაწერე თითოეული სიტყვა. (ტყუილ ტაშის კვრას სიმართლე მირჩევნია გითხრა, გურო და არ გეწყინოს.)
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წერა არ შეგიძლია.
ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა კალამი გვიმტყუვნის.

მე მჯერა შენი!
მე მჯერა შენი ნიჭის!
სოუ, ქამ ოოონ! wink heart_eyes
და როგორც ყოველთვის, ველი შენს "ნიუსებს".

მეც გულწრფელად გიპასუხებ.
ამ ჩანახატს ტაში არ სჭირდება. საკუთარი თავის გამხნევება უფროა. კომენტარები რომ მომენატრა, აი, ამის დასტურია და მეტი არაფერი.
მადლობა, რომ ყოველთვის მზად ხარ, წაიკითხო ჩემი ნაწერები.

№7  offline მოდერი Mary Drey

guroo

ვფიქრობ, რომ შენ ყოველთვის გეყოლება მკითხველი და კომენატრებიც შესაბამისად.

№8  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
ვერ დაგიმალავ და არ მომეწონა :(((
შენი შემოქმედებიდან უკეთესებიც წამიკითხავს...

მე მაინც ვფიქრობ, რომ უდა მოგეწონოს. თუ ამ კომეტარს ნახავ, შემატყობინე. შევეცდები, ისეთნაირად წარმოვაჩინო ლემო, რომ მისი სახე მოგეწონოს. თორემ ნაწერი არაფრად ვარგა.

ელპინი
რა დონის დაცინვაა? :))))))
ელოდები, რომ მკითხველი კონტროლს დაკარგავს და გაგლანძღავს, შენ ამით სიამოვნებას მიიღებ, არა? - წონასწორობა არ დაგავიწყდეს.

მე შეურაცხყოფად მივიღე ეს თამაში, რომელიც ყურადღების მისაქცევად წამოიწყე. დაიჭირე შენი თავი, გაგექცა.

საღოლ, გურამ, კარგად გაერთე. აუუუუ, რა მაგრად დასცინე ყველას. მარტო შენ შეგიძლია მსგავსი იდიოტიზმი. :დ :)

ბოდიშს ველოდები. ვე-ლო-დე-ბი. ნაგავო. :)))))

ვაიმე, ცოტა შევშინდი და თავი დებილადაც ვიგრძენი.
ბო - დი - ში!
ვის დავცინე? სარკის წინ ჩამოჯექი, დაიწყე ლაპარაკი და არაფერი გამოტოვო. სახალისო გამოვა :დ
როგორ გამასაზიზღრე, დამპალო!

აუუ, ვიხალისე ძაან ბევრი, ძაან უაზრო ისტორია იყო, ოღონდ მართლა, ეს არც უნდა გეწყინოს და არც უნდა გაგიხარდეს, სამაგიეროდ მე გამაცინე smile, მე შენ გჩუქნი წარმატებებს joy მიუხედავად იმისა, რომ მეც მჭირდება, გაგინაწილებ joy joy

№10  offline წევრი angry strawberry

მისთვის, ვინც კარგად აკვირდება , არაფერი არაა უმნიშვნელო.. ხალხი ცოტას ფიქრობს, დაუდევრად კითხულობენ, სულსწრაფად განსჯიან და იღებენ აზრებს, როგორც ჯიბეში ნაპოვნ სასწრაფოდ დასახარჯ ხურდებს. იდიოტიზმიც იდიოტიზმია და იდიოტურად მომწონს, შემეცით თუ გინდათ ????????

№11  offline მოდერი guroo

ყველას მადლობას გიხდით. მიხარია, რომ თქვენ კომენტარებს ვხედავ. ეს ჩანახატი არაფრად ვარგოდა, მაგრამ არაუშავს. გადამივლის. :დ

№12  offline წევრი Ann_eO

ყველა ამბობს საშინელებააო,შენგან მეტს მოველოდიო.
პირველად შემოვედი წლების შემდეგ აქ,პირველად წავიკითხე შენი როგორც "მწერლის" ჩანახატი..
ცუდ ხასიათზე ვიყავი და მინდოდა ფანჯრის რაფაზე დავმჯდარიყავი და სიბნელეში რამე სასიამოვნო ხმამაღლა გამეჟღერებინა ჩემს ოთახში.
სათაურმა დამაინტერესა,დავიწყე კითხვა თავდაჯერებულმა და ბოლოსკენ მივხვდი,რომ ხმა ძალიან დამისუსტდა.. თითქოს სევდა შემეპარა..
ვეცადე თავი მყარად დამეჭირა და ბოლომდე ჩამეკითხა..
ჩავიკითხე ბოლო წინადადება - "მოდი ჩაის მოგიმზადებ"..
მოვიწმინდე ცრემლები და სამზარეულოსკენ გავეშურე ჩაის მოსამზადებლად.

№13  offline მოდერი guroo

Ann_eO

ალბათ, თავისი განწყობა აქვს ამ ჩანახატს. თუ საკმარისად სევდიანი არ არის მკითხველი, ვერ იგრძნობს სიმძიმეს, რომელიც ნამდვილად მოვიხსენი და მაქსიმალური შენიღბვით ჩავაცურე სიტყვებს შორის.
მადლობა წრფელი ემოციების გაზიარებისთვის.

№14 სტუმარი უსახელო,

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გინდა, ვიღაცამ უთქმელად ამოიცნოს შენი სათქმელი და მერე მასთან ბოლომდე დაიცალო, გამოწურული ლიმონივით.. სიმჟავის მოშორებას ნუ ცდილობ. ეგ აძლევს ცხოვრებას არომატს დდ ♡♡♡ მეჩემნაირები

№15  offline მოდერი guroo

უსახელო,
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გინდა, ვიღაცამ უთქმელად ამოიცნოს შენი სათქმელი და მერე მასთან ბოლომდე დაიცალო, გამოწურული ლიმონივით.. სიმჟავის მოშორებას ნუ ცდილობ. ეგ აძლევს ცხოვრებას არომატს დდ ♡♡♡ მეჩემნაირები

სულ მინდოდა გვერდით ისეთი ადამიანი მყოლოდა, ვისაც უბრალოდ ჩავეხუტებოდი და ამ მდგომარეობაში საამურად გავიყუჟებოდი; არ მკითხავდა რა მჭირს ან რა დამემართა... დამელოდებოდა მეთვითონ როდის გადავუშლიდი გულს. ვიცი, უსამრთლობაა, მაგრამ არ შემიძლია ვინმესთან მთლიანად გავიშიშვლო სული. არ მინდა, იცოდნენ რა ხდება ჩემ შინაგან სამყაროში, როგორ ირხევა და მეჭიმება გრძნობების უხილავი ძაფები, რას განვიცდი... არ მინდა, მარტივად ვიშიფრებოდე!
მინდა ისეთი ადამიანი, რომელიც თბილი საწოლის მაგივრობას გამიწევს, რბილი და ფაფუკი ბალიშივით იქნება. დაღლილი, დაქანცული, დასტრესილი ჩავწვები და მომეფერება თავისი სინაზით, რაც დამამშვიდებს. მჭირდება ფსიქოლოგიური და სულიერი კომფორტი... ეს განმარტოების საშუალების მოცემა იქნება. ვერ გავძლებ იმგვარ ურთიერთობაში, რომელშიც ვერ შევძლებ საკუთარ თავთან დავრჩე. გულწრფელი და გულახდილი ვიქნები, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად გადავწყვეტ ჩემი განცდების შესახებ ლაპარაკს.
ზოგადად, ადამიანებს სიყვარული ერთგვარ თავშესაფრად აქვთ ქცეული. საიმედოდ ამოფარებულან მის დიდებულებას და რეალობისგან მალულად ბედნიერები არიან. აბედნიერებთ ყველაფერი, ყველანაირი სილამაზე — ვიზუალური, სულიერი, აბსტრაქტული. სურთ, რომ სიხარულის უშრეტი წყარო დაისაკუთრონ ან მინიმუმ თვითონ შექმნან ეს უკანასკნელი. ამას რაღაც უხილავი და ძალიან ძლიერი კარნახობთ. ეს სიყვარულია...
ოცნება... ადამიანები ოცნებობენ. სიყვარული ოცნებას აიძულებთ. წარმოსახვაში ლამაზ სურათებს ხატავენ. ოცნების კვალს მკვეთრად ტოვებენ რეალობაშიც. წარმოდგენილი თვალწინ ბუნტად უდგათ. მის ყოველ კუთხე-კუნჭულს აკვირდებიან. შთაბეჭდილებებს თავს უყრიან. შემდეგ ზმანების ერთიან სურათს უყურებენ და ღიმილით შემოსილი სახით და რაღაც ამამაღლებელს ჩაწვდომილი თვალებით ირგვლივ ყველაფერს ნათელს ფენენ, ასხივოსნებენ. ბრწყინავენ სიყვარულისაგან.
მაგრამ მე ვცდილობ გრძნობები ჩემთვისვე შევინახო. ხელებს მაგრად ვჭიდებ. უამრავ მუქ ზეწარს ვაფარებ. მხოლოდ ასე თუ ვმშვიდდები. ვიცი, რომ მათ ვერავინ და ვერაფერი წამართმევს...
და რა შუაშია ახლა სიყვარული? ან რომანტიკული პარტნიორი?
რეალობაა ისაა, რომ მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული, მზრუნველ ალერსსა და სითბოს დავეძებ, სიყვარულს დავეძებ, ბედნიერებას და სიხარულს... ყველაფერი მაკლდა თავის დროზე. სულ ეს არის.
და მეშინია, რომ თუ მათ მოსაპოვებლად აშკარად და გამხელილად გამოვვარდები ჩემი ბაბლიდან, მაშინ რაღაც ძალიან მეტკინება. ამიტომ არ ვრისკავ, კიარადა, ვერ ვრისკავ.
ღმერთო, ნუ დამსჯი იმისთვის, რომ ასე გულწრფელი ვარ ხანდახან!

№16 სტუმარი უსახელო,

და ამ ყველაფრის შემდეგ შენ გინდა თქვა, რომ გრძნობებზე საუბარი გიჭირს? ძალიან საყვარელი ხარ ♡

№17  offline წევრი Chocolate from White Hell

არ ვიცი, ნახავ თუ არა ამ კომენტარს, მაგრამ მაინც დავწერ...სულის წიოკი რომ დავაქიფქოლმო:დდდ
მოგატყუებ, რომ გითხრა გიცნობ და შენი შემოქმედების მოტრფიალე ვარ-თქო...დღეს მოვფრინდი აქ, შენთან და სიმართლე გითხრა, მეზარება რამე დიდის წაკითხვა.
ჩამოვსქროლე და ლიმონს წავაწყდი...ლიმონს და მე, ფლირტი გვაქვს სერიოზული;დდდ ვჭამთ ხოლმე ერთურთს და ვიფიქრე-რატომაც არა?
და წაგიკითხე...
აღარ უნდა ჩემი დამატება, რომ სრული ქაოსი და აჯაფსანდალია(კი მიყვარს, რაღა დავმალო და...:დდდდ)
დარწმუნებული ვარ, რომ შენი სხვა დიადი ქმნილებანი, უფრო საინტერესო და ტვინიერი სიმშვიდიის საბოლოოდ ამშლელი და წამშლელი იქნება...
ფორლავჯიკურ სიტყვას ვდებ, რომ ერთ მშვინიერ დღეს, ან ღამეს-წაგიკითხავ....
ჩამოვჯდები ლიმონთან ერთად და მის მჟავე გემოს, შენი ისტორიების ტკბილ გემოს შევურევ...(არა და რაღაც ლამაზობა მინდოდა მეთქვა:დდდ)
მოკლედ, შენი და კომენტარების სიყვარული, ფბდან ვიცი და გილოცავ:დდდდ(მაინც რა მოსალოციააა.....)აწი აღარ მოგაკლებ, თუმცა როდიდან დავიწყებ, ნი ზნაიუ...

...შეხვედრამდე!❤️

№18  offline მოდერი guroo

Chocolate from White Hell

სცადე და წარმოიდგინე, რა გამომეტყველებით ჩავიკითხე შენი კომენტარი :დდ ალბათ, ჯიმ ქერის შეშურდება.
დაგელოდები. ძალიან გამახარე❤️

№19  offline წევრი Chocolate from White Hell

წარმოვიდგინე:დდდდ
მოვალ...ცოტა ხანში, აუცილებლად მოვალ❤️
ან დიდ ხანში...:დდდდ
მაგრამ მთავრია, რომ მოვალ❤️❤️

№20  offline წევრი ელენე (ნენე)

მოვედი.
უახლესი ნაწერებიდან აქამდე ჩამოვედი და გავხსენი, ლიმონმა მიმიზიდა, რომელიც, სამწუხაროდ, არასწორად წერია.
წავიკითხე ჩანახატი, წავიკითხე კომენტარებიც და მინდა გითხრა, რომ ვგრძნობ, რაოდენ ცუდად იყავი, როდესაც ამას წერდი. შენი თქმის არ იყოს, სევდისგან უნდა იფიტებოდე, სისხლი უნდა გეყინებოდეს, რომ ეს ჩანახატი რამედ მოგეჩვენოს. სიმართლე რომ ვთქვა, ერთადერთი ის მივიღე, რომ დამანახა სხვაც იტანჯება, სხვასაც უდის შიშისა და სევდის სუნი, თუმცა მე ამაზე მეტი მინდოდა. საერთოდ, მართალი გითხრეს, როდესაც დაწერეს, რომ ბევრად უკეთესებიც დაგიწერია. თუმცა, ერთი მხრივ, ასეთების წერაც საჭიროა, რომ ემოციებისგან დაიცალო და არ გაგიჟდე.

გრამატიკას რაც შეეხება, სწავლა არასდროსაა გვიანი, გადახედე და დახვეწე. ვვარაუდობ,რომ ბერვი შრომა არ დაგჭირდება. (აბიტურიენტი ვარ და საკუთარი გამოცდილებით ვწერ)

წარმატებები, გურამ! როგორც ხედავ, პირობა შევასრულე და აქ ვარ.

კვლავ დავბრუნდები.

№21  offline მოდერი guroo

ელენე (ნენე)

ვაჰ, რა სიურპრიზია! მოულოდნელი და სასიამოვნო ერთდროულად♥️
უკვე ბევრმა მითხრა, რომ ლიმონის ხათრით წაიკითხეს. რაღაც ჯადოსნობაა, ხომ? მე ვიცი, რომ რაღაც მხრივ ელ პინის დამსახურებაა ლიმონის ამ დონეზე გაკერპება.
რაც შეეხება განწყობას, რომელიც ამ ჩანახატის კითხვის დროს სასურველია, რომ გქონდეს, კი ბატონო, სევდაა უმთავრესი. მაგრამ მე თუ მკითხავთ, აქ ალაპარაკებული პირველი პირი სიგიჟემდე სასოწარკვეთილია და მხოლოდ ის სჭირდება, რომ აქ გათამაშებული სპექტაკლი დადგას. ან კიდევ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, შეთხზული მონოლოგი ამოარწყიოს. უცაბედად, ექსპრონტად რომ მოაწვა.
გრამატიკაზე არ ვიცი რა ვთქვა. ზოგი შეცდომა, აქ რომ დავუშვი, ახლის დაწერის დროს აღარ გამეორდება. ზოგი - ჯერ იმდენიც ვერ გამიაზრებია, რომ შეცდომაა.
მადლობა ამ სასიამოვნო გამოჩენისთვის.
მიყვარს კომენტარები და სხვებსაც მოუთმენლად დაველოდები.
აქვე, წარმატებას გისურვებ ეროვნულებზე!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent