მეტი იცხოვრე ....
არც კი მახსოვს წერა როდის ან რატომ დავიწყე.... სულ ვწერ , რაც თავი მახსოვს , ვწერ და ამით ვთავისუფლდები.... ვიცლები დაგროვილი ემოციებისა თუ სათქმელისგან ! სხვას ვის ? ვის ვანდობ , გავუზიარებ და ვინ გამიგბს ასე ძალიან კარგად ? როგორც სუფთა, ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ საკმაოდ ძვირფას მეგობარს ფურცელს .... ფურცელს რომელსაც როგორც ჩვენც დრო მასაც ულმობელად ექცევა. ერთადერთი რამ რისიც ცხოვრებაში მეშინია ეს დროის უკმარისობაა და ამიტომაც ლოდინს ვერ ვიტან. დრო ! ის ხომ ისე სწრაფად გადის , ისე სწრაფად რომ ხანდახან გვერევა კიდრც ერთი წლის წინანდელი გუშინდელში.... ყოველთვის ძალიან ბევრს ვითხოვთ მისგან , თუმცა არაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ მისი მაქსიმუმი გამოვიყენოთ . ხშირად ამბობენ " დრო ყველაფრის მკურნალიაო " არა და პირიქით , ჩემი აზრით მკრნალი კი არა უბრალოდ მკვლელია ! დიახ ! ცივსისხლიანი მკვლელი !!! რომელიც ყველაფერს გვართმევს და მერე გვანადგურებს ! ხშირად იმასაც ამბობენ ხოლმე " ჩემი დროც მოვა " და მერე ? რა ? თქვენ მართლა გგონიათ რომ თქვენი დროც მოვა ? არამც და არამც ! დრო მხოლოდ მიდის და თან ისე სწრაფად შენ ამას ვერც კი იგებ... და როცა აცნობიერებ რომ სანამ შენ ელოდი ,ის უკვე წასულა , თავს საშინლად გრძნობ , თუმცა უკვე გვიანია ... არა არც ახლა არ არის გვიან , თუმცა სულ მინდოდა მეტი მეცხოვრა ... ბევრისთვის ალბათ მეტი ცხოვრება , მატერიალურზე გადის და მიილტვის კიდევაც ამისკენ , ბევრსაც უკვე აქვს ეს მატერიალური კეთილდღეობაც და ჰგონია რომ როცა უთხრეს ან სადმე გაიგო იმის შესახებ რომ მეტი ეცხოვრა დადგა და დრო და მისი ეს ცხოვრება უფრალოდ გაფლანგა , გაფლანგა რომ დღეს მატერიალტად ყოფილიყო კარგად .... იმას კი ვერ აცნობიერებს რომ მას თითქმის არც უცხოვრია .... და როცა აღმოაჩენს ამას სადღაც შიგნით რაღაც ჩასწყდება გულში.... ნუ დავკარგავთ დროს , დროს იმის ფიქრში თუ რა იქნება ხვალ ... ამიტომ იცხოვრეთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ! იცხოვრეთ მხოლოდ დღევანდელი დღისთვის ! იცხოვრეთ მხოლოდ სიამოვნებისთვის ! იცხოვრეთ მხოლოდ წამებისთვის ! იცოვრეთ ! იცხოვრეთ ! რათა ღიმილით დატოვოთ აქაურობა და არ დაგწყდეთ არაფრზე გული! უბრალოდ იცხორეთ ! იცხოვრეთ ! მეტი იცხოვრეთ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.