| ოდეს მოკვდა აბელი
			    
                    შავი სუდარით გადამოსა მთვარემ თეთრი დაღამება , ძმის სისხლში ამოსვრილი ხელები კალთაზე შეიწმინდა და აგონიაში მყოფმა დაიწყო სიარული , აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს , გაფართოებული თვალებით და ცოდვიანი ხელებით დადიოდა ,  რა ჩაიდინე კაენ ? ბოხი ხმა გაისმა , კაენმა ცეცება დაიწყო ცოდვისფერითვალების , რა ჩაიდინე კაენ? ისევ ის ხმა შეეშინდა , მოსწყურდა , ატირდა , მოკალი კაენ ? ხმა არ წყდებოდა კაენში ბოღმამ , შურმა და კიდევ ათასმა უღმერთო გრძნობამ - მოვკალი ჩაილაკარაკა ჩუმად რა გააკეთე კაენ ? - მიწა იყო და მიწად ვაქციე ლაკარაკობდა და ხელებს უემოციო ცოდვისფერი თვალებით უმზერდა მოკალი კაენ? ხმა თავის დანაშაულს ამცნობდა კაენს - მიწა იყო და მიწად ვაქციე ტონს უმატებდა კაენი - მიწა იყო და მიწად ვაქციე მიწა იყო და მიწად ვაქციე მიწა იყო და მიწად ვაქცი გაყვიროდა კაენი და სისხლიან ხელებს უცქირდა , და რატომ კაენ ? ძმა არ იყო შენი ? შენი სისხლი და ხორცი არ იყო იგი ? ხმა არ წყდებოდა , სასჯელს უჭედდა სამსჯვაროზე დამნაშავეს , - მშურდა , შურმა შემიპყრო , მძულდა სიძულვილმა დმატყვევა , გავბოროტდი , ბოროტებამ დამიბრმავა თვალები , ვნანობ , ვნანობ უფალო დანაშაულს ბავშვივით ატირდა კაენი , ძმის მკვლელი , - არ ვიმსახურებ სიცოცხლეს უფალო , ქვითინებდა და მუხლებზე დამხობილი ევედრებოდა ყოვლის შემქმნელს შენდობას , უკანასკნელი ცრემლიც ჩამოუგორდა თვალებზე და წყლის ნაპირას ცოცხალ-მკვდარი მიესვენა , ის ღამე თეთრად გათენდა ...... | 
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
			
 
			ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
			
  
		 
          	
          ყველა გამოკ	  
		  
	.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.
		  
         
            
 
    





 
  
  
 
