შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შობას გილოცავთ


25-12-2017, 00:19
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 477

ჩემო მუშამბებო, ჩემო მურაბებო
დროს შემოვერცხლია თმები,
ჩემო ხოხბებო და ჩემო კაკაბებო
ჩვენი მეგობრობით ვტკბები..

დიდი სიხარული, დიდი სიყვარული,
მიწად მოგვივლინა ზეცამ,
მაშ მრავალს დაგვასწროს ტკბილად, მხიარულად,
შობას ღმერთმა თქვენც და მეცა.

ჩემო გვირილებო, ჩემო ღიმილებო,
რომ მიმეგობრებთ და ქრებით,
დადუმდნენ, დამუნჯდნენ ან სულაც გაუქმდნენ
მონატრებული პროფილები.

თბილებო, ტკბილებო, მე ყველა მიყვარხართ,
გახსენით, დახსენით ჩუმ დუმილს პირები,
ალბათ ბედს უკეთეს ბილიკით მიყავხართ,
და მერე მე თქვენი მომწერენ შვილები.

თუ შვილიშვილები, მაგას რა აჯობებს,
მაგრამ მე ჯერ თქვენი ღიმილიც მიხარის,
ვიცი რომ კარგია, მე არ ვწერ ქაჯობებს,
თავად როგორა ხართ ახლა ის მითხარით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent