შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთო, იწვიმოს!


1-03-2020, 14:03
ნანახია 1 114

ღმერთო, იწვიმოს, აღარ მინდა თვალზე სიმშრალე,
შტორმად ავარდეს ზღვა-გრიგალი, ოხრავდეს ქარი,
ოხ, რამდენ ცოდვას ვივიწყებ და რამდენს ვიბრალებ;
ვეცემი მიწას, ცოტა შემრჩა მუხლებში ძალა.

ღმერთო, იწვიმოს, ნაადრევი აპრილი მინდა,
ნაგიჟარ მარტებს რომ გაურბის იასამანი,
ვგრძნობ, თავსხმა მელის, დაიღვრება ღრუბლები მიწად
და სულის ტკივილს ცის ცრემლები მოიპარავენ.

მე არქმნილ სიზმარს ნიაღვრები სულიდან მგლეჯენ,
დავხუჭავ თვალებს, არაფერზე ვფიქრობ და მესმის:
სუსტი ქარები ბროლის ჭურჭლის მძივებად მტეხენ
და თითო ნატეხს, სანუგეშოდ, ლექსები ებმის.

ღმერთო, იწვიმოს, აღარ მინდა თვალზე სიმშრალე,
ტკივილი მახრჩობს, დამიდუმდნენ გემზე აფრები,
მის ცოდვებს ვითხოვ და გულჩვილი მევე ვიბარალებ
და ორჯერ სწრაფად მიწად ქმნილი მიწად გავქრები.

პირველი წვეთის ქვაზე კვალი და როგორც იქნა!
მეორე წვეთზე ნიაღვრები ბილიკს ჰკვალავენ.
ღმერთო, იწვიმოს, ნაადრევი აპრილი მინდა,
ნაგიჟარ მარტებს რომ გაურბის იასამანი.
~ ბ.ბ. ~



№1  offline წევრი Stranger things

მომეწონა, ყოჩაღ heart_eyes

 


№2  offline წევრი დაჩი

სუპერ!!! ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent