რა შეიცვალა?!
შენ ისე კარგად მიცნობ.. რომ მახსენდები სულ რაღაცნაირი გრძნობა მიჩნდება. სინანულის?! არ ვიცი... ადრე როცა ცუდად ვიყავი ხომ იცი სულ წერა მინდებოდა ხოლმე, გავიკეთებდი ძლიერ ყავას მოვკალათდებოდი ლეპტოპთან და ვწერდი, ერთგვარი თერაპია იყო ჩემთვის. ახლაც ცუდად ვარ, თბილი პლედი მახურავს და რაც შეიძლება დიდ ფინჯანში გაკეთებული ყავა მიჭირავს ხელში, მაგრამ ვგრძნობ რაღაც ისე ვერ არის როგორც ადრე, თითქოს მიჭირს აზრის დალაგება და ყველაფრის გადმოცემა, არადა იმდენი რამ მოხდა იმდენი რამ შეიცვალა მინდა ყველაფერი მოგწერო თუ ოდნავ მაინც გაინტერესებს. ხშირად არა, ყოველ დღე ვფიქრობ შენზე, მაგრამ ვერ გეტყვი რატომ, რომ გითხრა ისევ ისე მიყვარხართქო მართალი არ ვიქნები. უბრალოდ იმდენად ძლიერი ემოციური კავშირი მქონდა შენთან რომ ასე მარტივად ვერ ვამთავრებ. შენთან დაშორების შემდეგ მარტო აღარ ვსეირნობ, უფრო სწორად ვეღარ თითქოს საკუთარ თავს გავურბივარ. ვეღარც მაკდონალდსში დავდივარ და ვეღარც სახლში ვიძახებ. ვეღარც შავ ჩაის ვსვამ და დილით საუზმეზე კვერცხსაც ვეღარ ვიწვავ. იმ ადგილებში კიდევ სადაც ერთად დავდიოდით ახლა ჩავივლი თუ არა სულ ეს მახსენდება „თუკი ამბავი, რომელიც მოხდა, მხოლოდ მაშინ გახსენდება, როცა ჩაივლი იმ ადგილთან, სადაც ეს მოხდა, საკითხავია, რომელ თქვენგანს ახსენდება- შენ თუ ადგილს?“ არც პასუხი არ მაქვს ამაზე, ვერ გეტყვი. მაგრამ გეტყვი იმას რომ შავ ღვინოს დავუმეგობრდი. გახსოვს?! საერთოდ ვერ ვსვამდი ხოლმე. ეგ კი არა, საკუთარ თავსაც დავუმეგობრდი. სარკეებს აღარ გავურბივარ. პირიქით ხშირად ვუყურებ ჩემს თავს ხან შიშველს ხან ჩაცმულს და მელამაზება კიდეც საკუთარი თავი. არ ვიცი როდის მოვახერხე საკუთარი თავის შეყვარება, მაგრამ ფაქტია მიყვარს. მგონი შენი დამსახურებით.. ეს ალბათ იმიტომ რომ სწორად დამანახე ჩემი თავი. მერე კი წახვედი.. შენნაირი ადამიანები სამუდამოდ ვერ რჩებიან სხვის ცხოვრებაში, მაგრამ სამუდამო კვალს კი ტოვებენ. სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა. უნდა წასულიყავი. ერთმანეთის ცხოვრებაში ყოფნის დრო ამოვწურეთ. ჩვენი როლები კარგად ვითამაშეთ. ხოდა ვეგუები.. წერილს კი გწერ, მაგრამ არ გიგზავნი. ან იქნებ გამოგიგზავნო კიდეც, რას ვკარგავ?! ვნახოთ, ვნახოთ. მადლობა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.