შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თერაპია. პათოლოგიური სიყვარული


12-01-2017, 17:27
ავტორი Sabinio
ნანახია 1 777

თუ ხმას ვერ გაწვდენ დილეგში,
ჩაის მოგიტან ლოგინში.
ცუდს ნუღარ ეძებ ლოდინში.
ისევ და ისევ ბოდიში.

დარდით დავსებულ თვალებში,
ცრემლს ბორკილებით ვაოკებთ,
ამდენ უზნეო, მთვრალებში,
ამდენ მწუხარე ქალებში,
შენ და მე ბევრჯერ ვაკოცებთ.

კვლავაც უკვალოდ ვაოცებთ,
ვიცი ბრბოსა და ერისკაცს ,
მაგრამ ფიქრები მომდევნო,
ელის მშველელს და ელის კაცს .

შენთან ვიქნები მანამდე ,
სანამ სრულყოფას შეიცნობ ,
შენი ფიქრები გამანდე ,
ღმერთი მიცნობს და შენ მიცნობ.

შენ ფიქრობ, რომ შენს გარშემო,
ხალხი ქაოსით ამაყობს,
მოსავალს ყველა შესტირის.
დროზე კი არავინ ამყნობს.

მე კი მოგიგებ სულელო:
შენთვითონ ნერგი ვერ დარგე
და ამდენ სულებს რო,
რჩევას აძლევ და უთითებ
რომ გკითხონ შენ რას იქმნიო?
შენს პასუხს რაღას უპირებ?

შენ სიბნელეში იღვიძებ,
იძინებ მთვარის პირეულს,
ვიღაც აბრაგმა მზის კალთა,
მოგპარა ღამის მილეულს.

მიწის ქვეშ გვირაბს პოულობ,
ფიქრებთან ერთად იხრწნები,
თუ არ გიშველე დროულად,
მუდამ ასეთი იქნები .

დროდადრო მზეს ამოხედავ ,
მუქი სათვალით, ფრთხილად.
შეხედავ და ხედავ:
არ ვარგიხარ შვილად
და გარბიხარ მშვიდად,
შაბათს იქმნი შვიდად,
არც გადარდებს დიდად.

შიში, დარდი, სევდა,
ალბათ სულ თან გდევდა
და ვერც ძმა და დედა
ვეღარც სხვა, ვეღარც მე და
ვეღარც მედდა, ღმერთიც ვეღარ ბედავს
შველას.
ნუ გგონია ვეტყვი ყველას...



№1  offline წევრი mariami_2

კარგია heart_eyes kissing_heart
heart_eyes ყოჩაღ

 


№2  offline წევრი Sabinio

მადლი :)))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent