გაზაფხულამდე
ქუჩას ოქეოსფერი ფოთლების ფოთოლცვენა აპკურებდა შემოდგომის სურნელს , სუსტი ქარი ორიოდე ფოთოლს ძლივს არხევდა , გამხმარი ბალახი ღრუბლებში მიმალულ მზეს ეჩურჩულებოდა , ხეები დარდიაგან ჩამომხმარიყვნენ , ჭაღარ შეჰპარვოდათ და ნელ-ნელა ცვიოდნენ . მზის ორიოდე მსხივი ნაზად ეალმუნებიდა ზამთრის შემყურე დედამიწას , ემშვიდობებოდა , ტოვებდა შემდეგ გაზაფხულამდე . ქუჩა ფოთლებით აივსო , ყოველი ეს საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა , ჯერ კიდევ თბილოდა , აქა-იქ ტოტებზე ბეღურები იჯდნენ და ცაში მფრინავ მერცხლების გუნდს გაჰყურებდნენ - ისევ ხომ დაბრუნდები ? იმედიანად ამოიხავლა მოხუცმა ხემ და ქარს გაატან მისი ჭაღარ ფოთლები - არსად მივდივარ ბეეურამაც ნაზად დაიჭიკჭიკა და მოიბუზა - კი მაგრამ ზამთარი მოვა გაყინავს ყოველივეს გაკვირვებისგან ხემ ტოტები მოდრიკა და სახწ უფრო გაუსწორა საკუთარ ბუმბულში ჩაყუჭულ ბეღურას , - ზამთარი მოვა , თოვლს დადებს , გათეთრდება ყოველივე , შემდეგ პირველი იები ამოიწვერება , ეს ყველაფერი დარჩენად ღირს , კიდევ დაიჭიკჭიკა და იქვე მდგარ სახლს გახედა , - იმ სახლში ბიჭი ცხოვრობს , სულ ეტლში ზის , მასთან მივდივარ , ის მაჭმევს , შემდეგ იმედიანად მიჩურჩულებს "შემდეგ გაზაფხულზე გავივლი" და გამომიშვევს ხოლმე , მეც ველოდები გაზაფხულამდე თქვა და საკუთარ ბუმბულში კიდევ ჩაიმალა , ხემ უკანასკნელი ფოთლებიც გაატანა ქარს და ზამთრის შეააგებრად მოემზადა , იმ სახლში ბიჭი ცხოვროს გაზაფხულა ელოდება , და მაინც მოვა რომ შემდეგი გაზაფხული ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.