შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობა რომელსაც გადარჩენა შეუძლია


22-04-2020, 17:38
ავტორი lortkia
ნანახია 1 082

მე ადამიანი რომელიც გავიზარდე საოცარ ოჯახში,მყავს საოცარი მშობლები და გარშემო საოცარი ადამიანები, ვგრძნობდი საოცარ სითბოს და სიყვარულს ეშმაკმა მაინც გადამიბირა და გამაკეთებინა ის რაც ყველა ადამიანს დაღუპავს.ჩემი სახელის თქმა დამავიწყდა მე გიორგი მქვია,ვარ ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი,ყოველგვარი ტრაბახის გარეშე ვიტყვი რომ მე გოგონების გულისწასვლის მიზეზი ვხდებოდი,საოცარი მეგობრები მყავს რომლებმაც არასდროს არ მიმატოვეს და მუდამ გვერდში მიდგანან.ძალიან ბედნიერი ვიყავი ყველაფერი მქონდა რაც კი ადამიანს ბედნიერებისთვის სჭრდება მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა....
ჩემი მეგობრის დაბადების დღიდან მოვდიოდი ოდნავ შეზარხოშებული,სიგარეტისთვის მქონდა მოკიდებული და ვტკბებოდი სამყაროს მშვენიერებით რომელსაც სიგარეტის კვამლის საოცარი სუნი აორმაგებდა,ვაკის პარკში შევედი ვიფიქრე დავისვენებ და ჰაერის ნაკადს კარგად შევიგრძნობთქო და სწორედ იქ დაიწყო ჩემი თავგადასავალი.პარკში ბიჭები იყვნენ შრიდან ვერცერთი ვერ ვიცანი მაგრამ როცა მივუახლოვდი მათ ჩემი მეზობლები აღმოჩნდნენ,თითქმის მთელმა თბილისმა იცოდა ვინ იყვნენ ეს ბიჭები თბილისის მთელი საძმოები მათ უთანხმდებონდენ ყველაფერს,მათ გარეშე არაფერი წყდებოდა.ვიფიქრე მივალ მივალ მივესალმები არ იფიქრონ შეეშინდა ან უზრდელიაო.მივედი მათთან ცოტა ვისაუბრეთ და როცა დამშვიდობებას და წამოსვლას ვაპირებდი ერთ-ერთმა მათგანმა მსუბუქი ნარკოტიკი შემომთავაზა მე მანამდეც მქონდა გასინჯული მსგავსი ნარკოტიკი და დავთანხმდი მაგრამ ცოტა ხანში ვიგრძენი რომ რაღაც სხვა იყო მაგრამ იმდენად დიდი სიამოვნება მომანიჭა აღარ ჩავძიებულვარ დავემშვიდობე მათ და წამოვედი.მეორე დღეს რაღაც დაუკმაყოფილებლობის სურვილი გამიჩნდა მთელი ოლოფი სიგარეტი მოვწიე,ძალიან გაღიზიანებული ვიყავი დედაჩემს რომელსაც ჩემგან ბავშვობაშიც კი არ ახსოვს ხმის აწევა იმხელა ვუყვირე რომ მთელმა კორპუსმა გაიგონა.წამოვედი მივხვდი რომ მე მხოლოდ ის რაღაც მჭირდებოდა რაც გუშინ გავსინჯე.ისევ ვაკის პარკში წავედი საძმო ადგილზე იყო ჩემი დანახვისას მსუბუქად გაიღიმეს და ზარზეიმით შემხვდნენ.როგორც კი მომცეს ნარკოტიკი და გავსინჯე მაშინვე თავი უკეთ ვიგრძენი და ვთხოვე მათ რომ კიდევ მოეცათ.ნელ-ნელა მე ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო თუ ნარკოტიკი არ მქონდა მაშინვე ჭკუიდან გადავდიოდი ყველაფერს რაც ჩემს გარშემო იყო ვანადგურებდი ჩემი მშობლები,მეგობრები,გოგონები ყველა გაოცებული იყო ჩემი ასეთი რადიკალური ცვლილებით ისინი ვერ ხვდებოდნენ თუ რამ გამოიწვია ჩემი ასეთი შეცვლა.მე ვეღარ ვხვდებოდი რას ჩავდიოდი.წონაშ დავიკელი,სკოლაში აღარ დავდიოდი,მეგობრებს აღარ ვნახულომდი მხოლოდ საძმოსთან "ვმეგობრობდი".
და დღე რომელიც ჩემი გადარჩენის დღედ შეიძლება ჩაითვალოს.რაღათქმაუნდა ნარკოტიკით გათიშული მოვუყვებოდი ქუჩებს და უცებ ჩემს წინაშე ანგელოზი აღმოჩნდა მე მსგავსი სილამაზის პატრონი არავინ მენახა ვაკვირდებოდი ამ გოგონას და გულში ვამბობდი აი სწორედ ეს გოგონაა ნესტან-დარეჯანი რომელიც რუსთაველმა მოგვითხრო,ეს გოგონაა ესმერალდა,ეს გოგონა ხომ უბრალოდ ანგელოზია.ნატიფი სხეული,კუპრივით შავი თვალები,გრძელი სწორი თმა,ოდნავ წითელი ღაწვები,დიდი წამწამები და თხელი ტუჩები.მან გზა გადმოჭრა და კაფისკენ დაიძრა მე განძრევის თავი არ მქონდა ნარკოტიკი არაფერ შუაში იყო მე ამ გოგონას სილამაზემ დამატყვევა და ძეგლად მაქცია.უცებ აზრზე მოვედი თითქოს ჩემმა სულმა და გონებამ გაღვიძება დაიწყო გულმა რაღაც საოცრად ჩქარა დამიწყო ძგერა,გოგონა კაფეში შევიდა და მეც ცოტა ხნის შემდეგ შევყევი.მი ახლოს დავჯექი.ის თავის დაქალებთან ერთად იყო ერთადერთი რაც ეხლა მინდოდა მისი სახელის გაგება იყო და უცებ მას თავისმა მეგობარმა მიმართა ო მისი სახელიც კი ისეთი მშვენიერი იყო ელენე,მისი სახელი უკვე ვიცოდი ეხლა სახლი უნდა გამეგო სადაც ის ცხოვრობდა.გოგონებმა ოფიციანტს უხმეს მალე ისინი გარეთ გავიდნენ და რაღათქმაუნდა მეც მათ გავყევი ელენეს მეგობრები გამოემშვიდობნენ,ელენემ კი გზა განაგრძო,მეც გავყევი ნელ-ნელა ისე რომ არ შევემჩნიე გზაში მივხვდი რომ ეს არ იყო უბრალოდ მოწონება არ ეს სიყვარულის ნაპერწკალი იყო და უცებ ელენე უკან შემობრუნდა მე გავშეშდი არ ვიცოდი რა მომემოქმედა,ის გაოცდა შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა ჩემი გული კიდევ უფრო სწრაფად ცემდა მისი ყოველი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგმული უფრო და უფრო აღვივებდა ჩემს გრძნობას და ის ჩემს წინ დადგა,ცოტა ხანს ჩუმად იყო შემდეგ მკითხა თუ ვინ ვიყავი ღმერთო ჩემო ასეთი მშვენიერი ხმა ბულბულსაც კი არ აქვს.მე ცოტა ხანს გაოგნებული ვიყავი ვერაფერი ვუთხარი,ის მოთბინებით მელოდა თუ როდის ამოვიღებდი ხმას,ის მიხვდა რომ მასზე შეყვარებული ვიყავი მაგრამ სხვა გოგონების მსგავსად კი არ დამცინა ან ყვირილი დამიწყო გამიღიმა და მე მივხვდი რომ ამ ღიმილისთვის დავიბადე.როგორც იქნა მე ხმა ამოვიღე და ახსნა დავიწყე თუ რას ვაკეთებდი მისი სახლის წინ მან კი ისევ გამიღიმა და მითხრა რომ არ იყო საჭირო,შევთავაზე ცოტა გაგვესეირნა და ის დამთანხმდა ვსეირნობთით მე მას სასცილო ისტორიებს ვუყვებოდი ის კი ნაზად იცინოდა.ბოლოს როცა დავიღალეთ სეირნობით ელენე სახლთან მივაცილე,იქაც ვილაპარაკეთ ცოტა ორივე ვგრძნობდით რომ რაღაც მოხდა ჩვენში ბოლოს ელენე სახლში ავიდა და მეც ჩემი სახლისკენ წავედი.კი არ დავდიოდი დავფრინავი მე ჩემს თავს დავუბრუნდი ადრინელი გიორგი გავხდი.მშობლები სიხარულისგან ცაში დაფრინავდნენ,მეგობრებიც ვნახე და ბოდიში მოვუხადე მათ,სკოლაში სიარულიც დავიწყე.სურვილიც კი არ გამჩენია ნარკოტიკის.ჩემი და ელენეს ურთიერთობა იმ დონემდე მივიდა რომ მე გადავწყვიტე მისთვის მეთქვა რომ ნარკოტიკის მოვიხმარდი მეშინოდა რომ ის ვერ გამიგებდა მაგრამ მან გამიგო ხელი ხელზე დამადო და მითხრა რომ დამეხმარებოდა ამ სენის დაძლევაში და მე გავიმარჯვე დავამარცხე ეშმაკი რომელც ჩემში იყო ჩასახლებული.მე სიყვარულმა გადამარჩინა.ჩემი და ელენეს წყვილზე თბილისში ლეგენდები დადის,ელენე ჩემი სულის ნაწილია მე ვიპოვე ჩემი თავი მასში.ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთშ ყოველდღე ვეუბნებით რომ შენ ჩემთვის ჰაერივით ხარ,სიყვარული ხომ ჰაერია.მე სიყვარულმა მიხსნა,"სიყვარული დედამიწას ატრიალებს"გვეუბნება დოჩანაშვილი.დედამიწის არ ვიცი მაგრამ სიყვარულმა ჩემი ცხოვრება შემოატრიალა.



ბედნიერი დასასრული.. მშვენიერი იყო აიი გულს რომ გაგითბობს ისეთი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent