შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიძლება!


23-04-2020, 23:40
ავტორი landoffreedom
ნანახია 1 003

არ შეიძლება, გული უნდა გადშალო ხოლმე, უნდა ისაუბრო, უნდა გიხაროდეს, გრძნობების გადაცემა უნდა შეგეძლოს, სხვანაირად არ შეიძლება, მოკვდები, გული დაგემსხვრვა, ნაკუწებად გექცევა,ბოლოს კი ინანებ მაგრამ უკვე გვიანი იქნება, ზედმეტად გვიანი იმისთვის, რომ ყველაფერი გამოასწორო, თუნდაც რომ ეცადო, აზრი აღარ ექნება, არც თვითონ გექნება ამის დიდი სურვილი, მერე დარჩები მხოლოდ შენ და შენი ის ფიქრები, გრძნობები, განცდები, რომლებმაც ამ სიტუაციამდე მიგიყვანა, ფსიქოლოგია შეგირყია და გაგანადგურა. არ უნდა დამალო! დამიჯერე, შენც დაემატები მათ რიცხსვს, ინანებ! დამიჯერე ინანებ! მერე ვეღარ შეცვლი, სიკვდილს მოგანდომებს, განანებს რომ წინა სუიციდის მცდელობა ბოლომდე ვერ მიიყვანე, მოგინდება მოკლა ის ვინც გადაგარჩინა, ყველა შეგზიზღდება, სულ ყველა შენს გარშემო! საკუთარი თავიც კი! ინანებ რომ გაჩნდი, ცხოვრების აზრს ვერ იპოვი, ვერ მიხვდები რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას, დიდ გაურკვევლობაში იქნები, გაგიჟდები, დამიჯერე გაგიჟდები! იმის მოსმენა მოგიწევს რომ გიჟი ხარ, შენ კი უბრალოდ გაუღიმებ მათ, პასუხის გაცემის თავიც არ გექნება, ცხოვრებისგან გადაღლილს იმის უფლებაც არ გექნება რომ საკუთარი სრულყოფილება დაამტკიცო, და ის რომ იღიმი სიგიჟე კიარა დაკარგული დროის ანაზღაურების მცდელობა იყო, ამას ვერავის მოუყვები, შეეცდებიან გიმკურნალონ, გაგაბრუონ, პირადი შეგრძნებები დაგაკარგვინონ, წამლებით გაგჭყიპონ და პირადი ღირსებები, ღირებულებები და პირადი სივრცე დაგიკარგონ.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

არ მინანია.
არ მინანია, რომ მათთან გული არ გადავშალე და არ ვილაპარაკე. რადგან მაინც ვერ გაიგებდნენ. არ გეგონოს, რომ არ მიცდია.
ვცადე.
გიჟიც ვარ.
წამლებით გაჭყეპილიც მქვია.
და ვიღიმი კიდეც.
მაგრამ არ ვნანობ. არც არასოდეს ვინანებ. იმიტომ, რომ ისინი ღირსნი არ არიან იმისა, რომ მე მათ გავუზიარო ჩემი.
ბინძური თითებით მომიტალახონ ჩემი სამყარო? არ ეყოთ, რაც გააკეთეს, რაც მოსვარეს?!
არა, ძვირფასო, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent