შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინანებ ერთ დღეს უჩემობას ვიცი ინანებ


24-12-2016, 14:52
ავტორი Nini Nini_2
ნანახია 2 653

ინანებ, ერთ დღეს უჩემობას მართლა ინანებ! მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ... ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი, აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი! ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე, ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე... გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე, სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე! ინანებ იმ დროს, რომ მიყვარდი თავდავიწყებით, არ მოგასვენებს ფიქრი, დარდი, წარსულის ხმები... დაგესიზმრები, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები, გაგეღვიძება და მე შენთან აღარ ვიქნები! ინანებ იმ წამს, პირველად რომ ჩემს ტუჩს შეეხე და შეიგრძენი სიყვარულით აღსავსე ვნება... დაგტანჯავს ფიქრი, იმ მომენტის მე, რომ შემეხე, მაგრამ ოდესღაც თურმე ყველა შუქურა ქვრება... ინანებ წარსულს, შენ აწმყოზე ხელჩაქნეული, იმ ძველი გრძნობის მოტრფიალე, გიჟად ქცეული... და დანთებული სანთელიც კი ჩუმად ჩაქრება, თურმე ოდესღაც ყველაფერი წარსულს ბარდება. ავტორი: ნინი ხარიტონაშვილი



№1  offline ადმინი მწარე

ვახ ! მომწონს რაღაცნაირად ჩემებურია
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№2 სტუმარი ნემო

მართლა ინანებს...ვოტ

 


№3 სტუმარი zuri F.C.B

Kargiaa...

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent