შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის საღამოს


26-04-2020, 23:42
ავტორი stellarflower
ნანახია 785

დარბაზში შეკრებილი ხალხის მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა.მოუთმენლობისგან ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდნენ.გვერდით მდგომთან საუბრით ცდილობდნენ ის არასასიამოვნო პროცესი გადაეტანათ,რასაც ლოდინი ჰქვია.საინტერესოა,რისთვის მოიყარეს თავი ქალაქის სხვადსხვა კუთხის მცხოვრებლებმა ამ პატარა სივრცეში...

შემოდგომის უკანასკნელ თვეს,ნოემბრის სუსხიან საღამოს დედაქალაქის მკვიდრნი საყვარელი პოეტისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოზე მოსულიყვნენ.ამინდიც სწორედ რომ შესაფერისი იდგა.სითბო შეპარული სიო სახეზე ელამუნებოდა აჩქარებული ნაბიჯით მიმავალ ხალხს.იმ დღეს ყველას ერთი მიმართულებით აეღო გეზი.მოხუცი,ახალგაზრდა,ბავშვი თუ მოზარდი,მცოდენე თუ უცოდინარი,ყველა ვისაც გალაკტიონის სახელი სმენია,მისი სტრიქონები წაუკითავს,მისი ლექსებით დამტკბარა,ახლა ცდილობდა წინა რიგში დაეკავებინა ადგილი და კიდევ ერთხელ ყური დაეგდო დიდი პოეტის შემოქმედებისთვის,იმ მარგალიტებისთვის,რომლებსაც ოდესღაც გალაკტიონი კალმით ასხამდა ფრთებს და ერს ნამდვილი პოეზიის გაცნობის საშუალებას აძლევდა.

ბიჭმა სწრაფად გადაჭრა ქუჩა და აქოშინებული შევარდა შენობაში.სულის მოსათქმელად მუხლებს დაეყრდო.მას შემდეგ რაც მისი სუნთქვა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,შავი კულულები,რომლებიც არანაკლებ შავ თვალებზე ჩამოჰფარებოდა, სახიდან გადაიყარა და ოთახი მოათვალიერა.მაგიდაზე ფურცლები დაეხვავებინათ,თაროები წიგნებით გაევსოთ.ბიჭმა ძირს დაგდებულ ქაღალდს ხელი სტაცა და გულდასმით დააკვირდა.15-16 წლის იქნებოდა,ალაგ-ალაგ დაფლეთილი,გრძელი ქურთუკი ეცვა.მტვრიანი ტანსაცმლის მიუხედავად,იყო მის გარეგნობაში და ალბათ უფრო მის მზერაში იყო სხივი...სხივი,რომელიც არ აღძრავდა ზიზღს მისდამი.მეტიც!თითქოს მცირედ ნდობასაც კი აჩენდა ბიჭისადმი.

კარი ძლიერად შემოგლიჯეს და სულ მალე ოთახში დაბალი,ტანსრული მამაკაცი შემოვიდა.დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვამ შეაშინა.მცირე ხანს გაკვირვებული უყურებდა ბიჭს.ბოლოს გონს მოეგო და იერიშზე გადავიდა:

-აქ რა დაგრჩენია?-გაცეცხლებულმა ბიჭისკენ გაიწია.

-როგორც ჩანს შეცდომა გაგეპარათ.-ყმაწვილმა მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და ფურცელზე მიუთითა,რომელსაც ცოტა ხნის წინ გულმოდგინედ სინჯავდა.მამაკაცმა მის გაშვერილ თითს მზერა გააყოლა.-”იასამანს.”ამ სიტყვით სრულდება სტროფი.-აუხსნა ბიჭმა და მისი რეაქციის მოლოდინში გაიყურსა.

კაცი გაკვირვებული დაჰყურებდა ნაწერს.არ მოელოდა ბიჭისგან შეცდომის პოვნას.იმ შცდომის,რომელიც წერისას დაუშვეს მისმა მოწაფეებმა.

-წამიკითე.-ბოლოს შეძლო გაკვირვების დამალვა და ყმაწვილს მაგიდიდან აღებული ახალი ფურცელი გაუწოდა.მანაც მხრები აიჩეჩა და კითხვა დაიწყო.

-ახლა წამოხვალ და იგივეს სცენიდან წაუკითხავ ხალხს.-ამ სიტყვებთან ერთად ბიჭს გასასვლელისკენ უბიძგა.-ის,ვისაც ეს საქმე ევალებოდა ვერ მოვიდა.საზოგადოება კი სანახაობას ითხოვს.-საუბარს განაგრძობდა კაცი.ბიჭმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო,მაგრამ ვინ აცალა...-უარი არ მიიღება.წამოიღე ფურცელი და წამოდი,სწრაფა!

-ეს ხომ გალაკტიონის ლექსია...-ღიმილით უთხრა ბიჭმა და შავი მელნით აჭრელებული ქაღალდი უკანვე დააბრუნა.

დარბაზში შვებამოგვრილი ოვაციები გაისმა.სცენის შუაგულში მდგარი სკამი ყმაწვილმა დაიკავა და შეკრებილებს თვალი მოავლო.სულ მალე ჰაერი ჩურჩულის ხმებმა გააპო.ყველას აინტერსებდა ვინ იყო ეს ახალგაზრდა,მათი თქმით ესოდენ საპასუხისმგებლო საქმეს რომ შეეჭიდა.

“ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ,

შუაღამე იწვის,დნება.

სიო,სარკმლით მონაქროლი,ველთა

ზღაპარს მეუბნება...”

თითქოს იმედდაკარგული,გაწბილებული ემოციებით სავსე ჰაერი ყმაწვილის სასიამოვნო ხმამ გააპო.კითხილობდა მთელი გრძნობით.თითოეულ სიტყვაში,ბგერაში ცდილობდა რაიმე განსაკუთრებული ეპოვა და ეს შემდეგ მსმენელამდე მიეტანა.გალაკტიონის შემოქმედების ნაყოფს თავისებურ,ახლებურ ხოტბას ასხამდა.სწორედ ეს იყო ის რაც ნოემბრის საღამოს შეკრებილ ხალხს სჭირდებოდა.ბიწმა მათ სხვა კუთხით დაანახა დიდებული პოეტი.მეტიც,თავიდან შეაყვარა ტაბიძე,მისი “მე და ღამე,”ლექსი,რომლის უკანასკნელი სტრიქონის დასრულებასაც წუთიერი დუმილის შემდეგ გამაყრუებელი ოვაციები მოჰყვა.ბიჭი მადლობას უხდიდა უკან დადევნებულ ხაბაზს,ერთი ნაჭერი პურისთვის ნახევარი ქუცა რომ სდია.მისი წყალობით იყო რომ პირველსავე თავშესაფარში მიაგნო სამშვიოდბოს და რაც მთავარია ტაბიძის ლექსებს,რომლებიც იქ შეკრებილ ადამიანებზე ნაკლებ არც მას ყვარებია.

პოეზიის საღამო დაუვიწყარი გახდა მისი წყალობით.მისი და გალაკტიონის..,



არც ნოემბრის საღამოა,არც დიდებული პოეტის შესაფერისია ადრეულ ასაკში დაწერილი და შემთხვევით აღმოჩენილი(აღმოჩენა ღიმილს რომ მოგგვრის.ნაწერის პრიმიტიულობის გამო ან თუნდაც უბრალოდ სასიამოვნო აღმოჩენისდა გამოისობით)ჩანახატი,მაგრამ...უბრალოდ,სასიამოვნო წასაკითხი და ვორდში ასაკრეფი იყო ჩემთვის:)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent