შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ და მე, მე და შენ


27-04-2020, 18:54
ნანახია 903

სიზმარი, რომელიც გეზიზღება,
შენ ხარ!

რეალობა, რომელიც განუცდელია,
შენ აღარ გტკივა.

გაღვიძება, რომელიც გიმღერის ბავშვობის ნანას,
შენ თვლემ.

ჩაი, რომელსაც ადუღებ,
შენ სულს უბერავ. (ჰჰჰჰფჰფფფ)
არ დაიწვა ენა, იგი გახურდება და ნათურასავით გადაიწვება.

-არ შეუქმნა საფრთხე რეცეპტორებს!

ვინ ანათოს ჭეშმარიტი სიტყვებით არავინ?!
ვინ გააბას კავშირგაბმულობა სიტყვასა და სიტყვას შორის?!
ვინ გაუსინჯოს გემო ტყუილსა და სიმართლეს?!

-კავშირებს, რომლებსაც ენდობი, ქარმა დაუბერა, თანაგიგრძნობ!

შეხება, რომელიც აღარ იწვევს ღიმილს.

ჟრუანტელს+ჟრუანტელი აღარ უდრის პეპლებს მუცელში.

სად წავიდა ღიმილსმოყოლილი ტკივილები?

-იგი გახელოვნურდა!

ხელოვნება, რომელიც ბიზნესია.
ხელოვანი, რომელიც ხელოსანია.

-შენ იქეცი საბაზრო ურთიერთობების მონად!

მზეს სხივები დაუჯდა ელემენტივით.

-ხომ არ გცივა?
შენ ამბობ არას და იყინები.

წყალი ისე დაშრა, ვერ დააგუბე.

-ვეღარ გათავისუფლდები პასუხისმგებლობისგან, ვერც პირს გამოივლებ, ვერც წმინდა ფეხებზე შემოიცვამ ვისიმე პრიალა ტყავს და ივლი, შენი ხელები განწირულია ჭუჭყისთვის, შენი სხეული ვეღარასდროს განიცდის სისველის კათარზისს!

ჭექაც შენ ხარ და ქუხილიც!

-უკუ-იქეცი და უკუ-მშობე არ არის ერთი!

მთაც შენ ხარ და ბარიც!

ტიტა, რომელიც მოკვდა, გამარადიულდა საგნებში.

-ყვავილებით ვეღარ გამოხატავ გრძნობებს, დამოკიდებულებებსა და პატივისცემას!

სიზმარი, რომელიც გეზიზღება,
შენ ხარ!
...
შენამდე ვერმოღწეული კოდექსები, მე ვარ.

ვიცი შენ ხარ, გავიგე მე.

სურნელი, რომელიც იფრქვევა მე ვარ.

დაყნოსე!

ვმრავლდები არა რიცხვებზე, არამედ სხეულებზე.

დროს ბრწყინვალედ გამოდის გაყოფა.

ვკონდენსირდები.

ჭექაც შენ ხარ და ქუხილიც, მე მხოლოდ და მხოლოდ კავშირი ვარ, ნაგულისხმევი, შეცვლილი და შემაერთებელი.

ანტიკური ინსტიქტი და კულტურული კოდი მე ვარ.

შენ გეზიზღები მე, რადგან მე გესიზმრები შენ,
როგორც წინაპრებისა და პირადი გამოცდილების შექცევადობა.

ვმკურნალობ ომში დაჭრილ ღმერთებს და არა ადამიანებს.

მე ვარ გამოსახულება, ყაყაჩო, რომელიც ძილს გგვრის!
...
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინაობას, ორივეს გვესიზმრება სიზმრები, რომლებიც გვეზიზღება და ჩვენ ვართ.



№1  offline მოდერი Mary Drey

აუ არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან ცუდი წასაკითხი იყო. ძალიან ცუდად წყვეტდი სიტყვებს. თითქოს ლექსის დაწერას ცდილობდი და არა ჩანახატის. :/

 


№2 სტუმარი ......

რისი თქმა გსურდა ამ ჩანახატით?
რა გითხრა რავიცი...
ზოგიერთი სიტყვა საერთოდ არ ჯდებოდა კონტექსტში, შესაბამისად სასიამოვნოდ არ იკითხებოდა. ადგილ-ადგილ იყო რაღაც, რის გამოც ღირდა ამის წაკითხვა. ვფქირობ ბევრი მუშაობა გჭირდება და შენგან რაღაც გამოვა.
მწერლისათვის საუკეთესო მასწავლებელი, ისევ სხვა მწერალია. თუ მართლა მოგწონს ის რასაც აკეთებ, მაშინ სხვა მწერლების ნამუშევრები წაიკითხე და დააკვირდი, როგორ თამაშობენ სიტყვებით, როგორი დახვეწილი ლექსიკა აქვთ და ასე შემდეგ....
წარმატებებს გისურვებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent