მთვარის სარწეველა
მომხიბვლელი ღამეა. სიბნელიდან ხანდახან ზოგიერთი ფრინველის ლაღი ხმაური ისმის და მთვარეს ნახევრად ეღიმება, რადგან ბრწყინვალებისგან გაძარცვული დანარჩენი ნაწილი თვალისთვის ძნელად შესამჩნევი ფერით აქვს მზაკვრულად ჩამუქებული. ან თავად მოიპარა ის კაშკაშა ფერი, რომლითაც ახლა მიელვარებს თავის ალესილ, კალათის ფორმის კბილებს, სადაც ჩემი სევდაც ეტევა და კიდევ მილიონობით ადამიანისაც. გროვდება ყველა ჩუმი ოცნება ამ კალათაში, რომელიც უძირო აღმოჩნდა ადამიანთა მოდგმის ფსიქოლოგად შექმნილი ღამის მნათობის ჩუმ სარწეველაში და, ალბათ, არასდროს აივსება იმ კრიტიკულ ზღვრამდე, როდესაც ვულკანებივით მთქნარების გარეშე მოუწევს გაღვიძება. მჯერა, შორსაა ეს წითელი ხაზები და ისევე ვერ დასანახი, როგორც შეიძლება, რომ ასტრონავტის მზერამ ვერ დასაზღვროს კოსმოსის უსასრულობა. ვცრუობ და ნუ დამიჯერებთ! თვალთმაქცია მთვარე და საშინელი მსმენელი. რაც მეტს უყვები, უფრო ღრმას ხდის მტანჯველ წყლულებს. არ იცინის. მზისკენ მიშვერილი ტრა*კი ან სახე უბზინავს და მხოლოდ ასე ახერხებს, რომ ჩვენამდე მოაღწიოს, რადგან მთვარე ღმერთი არ არის და ვერ დავიჯერებთ, რომ ნამდვილად არსებობს, თუკი თვალებს არ ავაპყრობთ ღამის მომნუსხველ სილამაზეში ბოროტი განზრახვებით შემოჭრილ ფორმაცვალბად და სხვისგან მოპარული სინათლით აკიაფებული მისი სხეულისკენ. არასაიმედო და დესტრუქციული, ყოველთვის სფეროსებური სხეული აქვს, მაგრამ მაინც წრესავით მრგვალი ჩანს პერიოდულად და სხვა დროს - ნამგლისებური და კიდევ სხვა დროს - ბიპოლარული აშლილობით დაავადებულივით ვექტორული ნახევრები. მაინც მიყვარს. ვერ ველევი იმ მდგომარეობას, მის სარწეველაში მკვდარივით მისვენებული რომ დავცურავ ღამის სი*რინოზულ ტალღებში და ფიქრებს ვერ ვაჩერებ ერთად ადგილას, რომლთაც ძალიან უნდათ გულწრფელობის თამაშში მთავარი ჯილდო მოიგონ და დამარცხებული დატოვონ საუკუნეების მანძილზე მოგებას შეჩვეული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული და უმოწყალოდ ვერაგი მთვარე. ადამიანებისგან განსხვავებით, ღმერთივით სამართლიანი და პრინციპულია, მაგრამ ადამიანივით კანონმორჩილიც კი შეიძლება, რომ ეწოდოს. არავის გამოარჩევს თავისი შვილების გარდა. აი, ეს კი სხვა რამეა და აქ უნდა გავჩუმდე. წერა კვლავ დამეზარა. ვდუმდები. ფიქრები საჭეს დაუბრუნდა და მენტალურად მუნჯი გავხდი. ნახვამდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.