შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ჯამბაზი !


30-04-2020, 01:56
ავტორი one girl lara
ნანახია 809

ადამიანის უმადურობას საზღვარი არ აქვს,
რაც უფრო მეტს თმობ ?მით უფრო და უფრო მეტს გთხოენ , საკუთარ მესაც კი გაკარგვინბენ , მხოლოდ იმიტომ რომ არ მოსწონთ შენი მე.
თმობ , ძალიან ბევრ რამეს თმობ, მაგრამ ეა არ არის მაინც საკმარისი !
აცნობიერებ რომ უკვე იხრჩობი, გახრჩობს ის სუნი რაც ხრწნას ახავს თან !
დიახ ! იხრწნები ! იხრწნება ის "მე " რომელიც უკვე დიდი ხანია დათმე
რომლისთვისაც შენ თითიც კი არ გაგინძრევია , მხოლოდ იმიტომ ,რომ ის შენი " მე " არ იყო მისაღები სხვსთვის
გაწირე , ისე , რომ არც კი დაინტერესებულხარ რას გრძნობდა , რა უნდოდა და საერთოდ რისთვის იბრძოდა.
შენ ის მოკალი !
დიახ ! მკვლელი ხარ !
მკვლელი ,რომელმაც უმიზეზოდ მოუსპო სიცოცხე სრულიად უდანაშაოლოს , თავისუფლებისთვის მებრძოლი და ცისარტყელას ფერებით შემკულ საკუთარ "მე" -ს და როდესაც შენ აცნობიერებ შენს დანაშაულს და გრძნობ გახრწნის სუნს , ცდილობ მოიშორო თავიდან გვამი , მაგრამ ეს არც თუ ისეთი ადვილია .
მდენი ხანი გავიდა მას შემდეგ , სინამდვილეში ის უბრალოდ დიდი ხნის წინ გაიხრწნა და აღარ არის , მაგრამ მისი სუნი არ გამქრალა , მთელს სხეულში გაგიჯდა და უკვე ძალიან ყარს .
სრულიად მარტო ხარ , ვერავის უმხელ დანაშაულს , ვერ ამხელ რომ გვამის სუნი გდევს თან იმ გვამის რომელიც დიდი ხნის მოკლული გყავს .
ან ვის რა უნდა უთხრა ? რა გაქვს სათქმელი ? ვის უნდა გაუზიარო ეს ყველაფერი ? როცა გამზიარებელიც კი აღარ დაიტოვე გვერდით ....
და როცა მიხვდი, აღარავინ გყავდა და საკუთარი "მეც " აღარ დაგრჩა ცოცხალი სინანულის ცხარე ცრემლები ღვარე....
მაგრამ , არაფერი შეცვლილა ამით .
ბევრჯრ იტირა , იღმუვლა , გემუდარა რომ არ დაგეღუპა იგი , შეცდომას უშვებდი და რომ თავს იღუპავდი შენ მას უბრალოდ ხელი ჰკარი და უღრიალე " თავიდან მომწყდი , უგუნურო ! მე უკეთ ვიცი " და ისიც დაღლილი უბრალოდ მოწყვეტით დაეცა კედლის კუთხეში და მას შემდეგ არც წამომდგარა , რადგან შენ უღონოდ დარჩენილს წიხლით შესდექი და იქვე მოკალი
ახლა კი ნანობ ... ნანობ როცა მარტო დარჩი , გააცნობიერე , რომ აღარახარ საჭირო , აღარ იბრძვი და დაგანებეს თავი , რადგან უკვე გაქციეს სათამაშოდ , რომელსაც თოკები აქვს გამობმული და როცა დასჭირდებათ მაშინ აამოძრავებენ თითებს ამ ძაფიან თოჯინას აათამაშებენ..
შენ კი ისევ ხრწნის სუნს გრძნობ , გრძნობ მაგრამ არ შეგიძლია დაიჩივლო და რომც დაიჩივლო გიჟად ჩაგთვლიან ან უარესი ... მკვლელობის მუხლით გაგასამართლებენ და ეს გასამართლებაც იქნება მათთვის შოუ , რომელიც მორიგ დღეს გაართობთ ...
შენ კი გული გეტკინება !
და ახლაღა მიხვდები , რომ ჯამბაზად გაქციეს , მაგრამ შენ არ გაქვს უფლება გააპროტესტო .
შენ ხომ წლებია ისედაც ჯამბაზობ ?
სხვების ჯამბაზად იქეცი ,რომელსაც ღიმილი მოჰფენია სახეზე და აი შიგნით გვამის სუნად ყარს ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent