შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმად მოსული წვეთები


5-05-2020, 16:08
ავტორი imagination37
ნანახია 785

ბოლოს საათს რომ დავხედე, შვიდის ოცდაცამეტი წუთი იყო. ჭერს ვუყურებ. მასზე გრძელი და უფორმო ლაქა არის, ოდესღაც წვიმად მოსული წვეთებისგან დამჩნეული. გარედან ჩიტის ჭიკჭიკი მესმის. მისი ხმა მახსენებს რომ რეალობში ვარ.
ბავშვობაში შემეძლო ლაქები სხვადასხვა ადამიანებად, ფიგურებად ან ნივთებად გადამექცია. წარმომედგინა, რომ სუპერ-ძალა მქონდა. შემეძლო ლაქებისთვის შინაარსი და არსებობის უფლება მიმენიჭებინა.
ახლა, ნამდვილად მონაცრისფრო ლაქას შევცქერი. ჩიტსაც ვუსმენ. დიდი ხანა ვგრძნობ, რომ ჩემშიც არის უფორმო ლაქა. ჭერის წვიმის ლაქისგან განსხვავებით, არ ვიცი რისგან ან როდის გაჩნდა. ამას ჩემი ქვეცნობიერი საგულდაგულოდ ინახავს და არ მიმხელს.
ახლა, დილის შვიდ საათზე, საღებავი რომ მომცე, დაუზარელად, გულმოდგინედ გადავღებავ ჭერს. წვიმის ლაქეი უდავოდ გაქრება და მალე მისი არსებობაც ყველას დაავიწყდება...
- გონებას საღებავი ვერ უშველის.
- იქნებ მწვანე?
- ვერა.
- არც ვარდისფერი?
-არც ვარდისფერი. თეთრია საჭირო!.. მაგრამ აქ ფერს არ აქვს მნიშვნელობა. მაინც აჭრელდება ან დალაქავდება..
კიდევ ცოტა ხანს ვიფხიზლებ. იქნებ გაფრინდეს ჩიტი. მეც გავშლი ფრთებს და ავიჭრები ცაში, ან გამომებმება ფარფლები და ოკეანის სიღრმისაკენ გავცურავ.იქნებ ბავშვობაში ერთგულმა "სუპერ-გმირმა", ფაქიზად შენახული საიდუმლო ამ წვიმის ლაქაში ჩამიხატოს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent