შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და Შენ მოკვდები


13-05-2020, 03:49
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 799

- და Შენ მოკვდები.
- და Ჩვენ ვიცეკვეთ პონტში არა?
- არა.
- აბა. ჯერ დაიხოცნენ Შემდეგ იქორწინეს?
- არა.
- აბა?
- უპატარძლო ქორწილი Შედგება ლინა.
- არა, მეღადავები.
- მე ექიმი ვარ, არა კლოუნი.
- სჯობდა კლოუნი ყოფილიყავი.
- Ძალიან ვცუხვარ ლინ.
- ოდესღაც ყველანი დავიხოცებით.
- ეტყვი?
- არა რა საჭიროა.
- ერთ კვირაში ქორწილია.
- ერთ კვირაში მე მოვკვდები, ამიტომ ქორწილს გადავდებ.
- შენ ეს სახუმარო გგონია?
- არა რა სისულელეა.
- მას უნდა უთხრა, ცოდოა. იცოდე შენ თუ არ ეტყვი მე ვეტყვი.
- გოგა შენ ჯერ ჩემი ექიმი ხარ, ხოლო შემდეგ კი ჩემი "მომავალი" ქმრის მეგობარი. შენ არ გაქვს უფლება, ექიმის და პაციენტის დიალოგი ვინმეს გაანდო. როგორც მოძღვარს არ აქვს უფლება გათქვას აღსარება. მე შენი პაციენტი ვარ, მე კი არ მსურს ამის შესახებ ვინმეს ვესაუბრო.


- და მაინც რა არის ცხოვრება? ძალიან ბანალურად გამომივა, თუ ვიტყვი. 25 წლის ვარ და ჯერ ექიმთან არ ვყოფილვარ თქო, მაგრამ რა ვქნა ასეა. ეხ ლინა, ლინა და შენ მოკვდები. ოცნება გისრულდება ლინ, თუმცა გვიან. 15 წლით დააგვიანე სიკვდილო, თუმცა მაინც მოხვედი, მაგრამ არა იმ დროს როცა გელოდი. ახლა ხომ ბედნიერი ვარ? არა რა, მართალია რომ ამბობენ, წამია ეს ცხოვრებაო. ხომ ასე ამბობენ? თუ მე ვბოდავ უკვე.
მოკლედ მე ლინა ვარ. გვარს, პროფესიას, ოჯახს მნიშვნელობა არ აქვს მე მალე მოვკვდები. ფილტვის კიბო მაქვს, არ ვიცოდი. მართლა არ ვიცოდი. უჰაერობა მაწუხევდა, მეგონა უბრალო გაციების ბრალი იყო, მაგრამ არაო. ერთი ფილტვი საერთოდ დამშლია, მეორე სადღაც წერტილშია მიკინკილებული.
მანამ სანამ მოვკვდები მოგიყვებით პატარ, პატარა რაღაცეებს ჩემს არ შემდგარ ქორწილზე და კაცზე რომელსაც უნდა გავყოლოდი.
მას კობა ჰქვია, სახელი თავიდან არც მე მომწონდა. ვამბობდი, შვილი ასე როგორ უნდა გძულდეს კობა რომ დაარქვა თქო. თუმცა არა, ის ჩემი კობა ადამიანი რომელმაც ცხოვრება თავიდან შემაყვარა. ყველაზე, ყველაზე კარგი ადამიანი დედამიწაზე.
და მაინც როგორია ჩემი კობა? მისი თვალები არც შავია არც ყავისფერი, სადღაც შუაში. თუმცა ყველაზე სუფთა და გულწფელია. ორი წლის წინ გავიცანი ივენთზე. არ დაიჯერებთ თუ გეტყვით, რომ სიყვარული იმ დღესვე ამიხსნა. ჰო ასე იყო, რაღა დაგიმალოთ და მეც იმ დღესვე გავუმხილე Თუ რას ვფიქრობდი მის სახელზე. გაბრაზდა, არ შეიმჩნია თუმცა მე შევატყვე. გაწითლდა, ეს ყავისფერი კაცი ისე გაწითლდა მეთქი ახლა აქ გასკდება თქო. თუმცა ჩემი სიყვარული არ შეუწყვეტავს. ყოველ დილით, აივნის კართან დიდი გვირილების თაიგული მხვდებოდა. ერთი არა უამრავი. მე კი ისე ვერ ვიტანდი მის სახელს, ჩემს საყვარელ გვირილებს აივნიდან ვყრიდი. ერთი თვე ესე გრძელდებოდა, შემდეგ გვირილები შეწყდა. პირველივე დღესვე გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ არ ვიცოდი რა. ყველგან მას ვეძებდი, ჩემს გვირილებთან ერთად თუმცა, ის არ ჩანდა.
მივხვდი, რომ მიყვარდა. არა, სიგიჟემდე მიყვარდა. არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ ერთ თვეში შეძლო და სიგიჟემდე შევიყვარე. მისი არ ნახვით გამოწვეულმა ტკივილმა, დეპრესიაში ჩამაგდო. სახლიდან არ გავდიოდი, სამსახურიდან წამოვედი. მთელი დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ორი თვე, ის ორი თვე არ ჩანდა. ბოლოს ძალიან დავიღალე, საღამო იყო ღამის სამი საათი. ნერვებმოშლილი გავედი აივანზე, დავიყვირე.
- შენ და შენი იდიოტური სახელიც ძალიან, ძალიან მიყვარხართ თქო.
გამოჩნდი გთხოვ.
_ მეორე დილით მთელი სახლი, აივანი და ჩემი ოთახი გვირილებით იყო მორთული. ის კი საწოლის თავთან იჯდა, ჩემს თმას ეთამაშებოდა. თავიდან მეგონა მელანდება თქო, რომ დავრწმუნდი ის იყო ისე ძლიერ ჩავეხუტე ლამის მოვახჩვე.
იმ დღეს ხელი ჩამკიდა, დაიფიცა ხელს არასოდეს გაგიშვებო, პირობას ასრულებ. თუმცა მე, მე ვეᲦარ შევასრულებ.
მტკივა, ჩემი სიკვდილი არა. მისი ტკივილი მტკივა, გაუჭირდება. ვიცი ჩემს გარეშე ვერ გაძლებს, ს დააპირებს.
" ჩემო სიყვარულო.
თუ ოდესმე ამას წაიკითხავ იცოდე, თავისმოკვლა არ გაბედო. მხოლოდ შენ მყავხარ, ჩემო სიყვარულო. შენ თუ აღარ იქნები, ჩემს საფლავს გვირილები არ ეღირსება. მე კი მინდა, ყოველ დილით ახალ- ახალი გვირილები მომიტანო, როგორც ამას ჩემი სიცოცლის პერიოდში აკეთებდი.
არ მოკვდე, ჩემი საფლავისთვის და ჩემი გვირილებისთვის იცოცხლე ჩემო სიყვარულო.
მე ყველაზე მეტად მიყვარს შენი სახელი ამ ქვეყნად. არავის არ უხდება ეს სახელი ისე როგორც შენ. მიყვარხარ ჩემო სიყვარულო.
ვერ დაველოდები ჩვენი ქორწილის დღეს, დღეს როდესაც ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად ყველაზე უბედური იქნები.
_ წერა დაასრულა, ფურცელი ოთხათ გადაკეცა და მისი საქორწინო კაბის ყუთწი ჩადო. სამზარეულოდან ყველაზე ბასრი დანა აიღო, აბაზანა წყლით გაავსო მანამ სანამ ჩაწვებოდა ვენაზე ორჯერ გადაისვა და ღიმილიანი სახით ცივ წყალში ჩაწვა.

- და შენ მოკვდები.
- და ჩვენ ვიცეკვეთ პონტში არა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent