შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

///ბილი...///


16-05-2020, 10:06
ავტორი belle...
ნანახია 1 306

ამბობენ წყვილში ერთი აუცილებლად იტანჯება, მეორე კი, მოწყენილობისგან კვდებაო. ეგ მეორე მე ვარ, კლაიდი. ოცდაათ წელს გადაცილებული, ცოლით, ორი შვილით და კარგი სამსახურით. ყველაფერი მაქვს, რაც მინდა და თითქმის არაფერი - რაც სიამოვნებას მანიჭებს.
ჩემი ცოლი, კეიტი, სექსუალური ქალია, დიდი ძუძუებით და მაგარი თ, მაგრამ დიდი ხანია მასზე აღარ მიდგება. დიასახლისობამ ქალურობა დააკარგვინა. თავს აღარ უვლის. აღარ იპრანჭება, რასაც ჩემს ასისტენტზე ვერ ვიტყვი.
ასისტენტს ჯეინი ჰქვია. ოცდაშვიდი წლისაა - მოკლე ქერა თმით, ფაიფურივით თეთრი კანით და ტუჩთან პატარა ხალით. გამომწვევად იხრება ხოლმე, საბუთების მოწოდებისას. მეც, მინდა, არ მინდა ძუძუებში ვუყურებ!
დოკუმენტების წარდგენა გადაკეტილი კარით და მისი ფართოდ გაშლილი ფეხებით სრულდება, ჩემს სამუშაო მაგიდაზე. სექსის შემდეგ, ჯეინი აღარ არის მიმზიდველი. ჩვეულებრივი ქალი ხდება. მე - ისევ მოწყენილი.
სამსახურის შემდეგ ჯონს ვხვდები. ბიზნესპარტნიორი და ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთად ვსვამთ და დღის ამბებს ვცვლით ხოლმე. ჯონი ოცდათორმეტი წლისაა. ცოლი ჰყავს, როუზი და ერთი შვილი, ჯერემი.
ჯონს ცოლი უყვარს, მაგრამ მაინც ღალატობს. სიმპათიურია და ქალის მოხიბვლაც არ უჭირს. ჯერ ფლირტაობს, მერე თავბრუსახვევს, ბოლოს კი, ლოგინში იწვენს. ასე მიდის დღეები, მაგრამ არა თვეები. სწრაფად ჰბეზრდება და ახალს პოულობს. ვფიქრობ, ისიც მოწყენილია, ჩემსავით.
თავს უცნაურად ვგრძნობ. ვერ ვხვდები - რა მჭირს?! მარტოსული ვარ და ცარიელი, ბილის მსგავსად. ბილი, ჩემი კურსელი იყო, ხელოვნების სკოლიდან. გოთიკური ტანსაცმლით და შავად ჩახატული თვალებით. მაღიზიანებდა, ეგ უცნაური !
ერთხელ წვეულებაზე ერთად მოვხვდით - მე პუნშით მთვრალი, ის კი, შავი ჯინსებით და უცნაური ჯაჭვებით ყელზე. თვალი ავარიდე, არ მინდოდა ისევ მეცემა.
მთვრალ სტუდენტებში კლარკს მოვკარი თვალი. დაჟინებული მზერით ბილისკენ მიიკვლევდა გზას. წინა კვირას კურსელებმა ჭორი გაავრცელეს, რომ ბილს კლარკი მოსწონდა და კალათბურთის კაპიტანიც არ იყო მისდამი გულგრილი.
ჭორის მიზეზად ჩვენი ჩხუბი იქცა. თამაშის წინა საღამოს ნერვებზე ვიყავი და ბოღმა ბილზე ვანთხიე. კლარკი, რომ არ ჩარეულიყო, მოვკლავდი! ბილი მიწაზე იჯდა და ცხვირგატეხილი უხმოდ ტიროდა. მხსნელმა ხელსახოცი გაუწოდა - შავტრაკა გმირი!
შელახული რეპუტაციის გამო, იმ საღამოს ერთი სტუდნეტი მეორეს სასტიკად გაუსწორდა. არავინ ჩარეულა. შორიდან უყურებდნენ, როგორ ულეწავდნენ სახის ძვლებს „გოთიკას“. მაყურებლებში ერთ-ერთი მე ვიყავი.
ბილის სახე მახსოვს. არ უტირია. ცარიელი თვალებით ხვდებოდა ყოველ მოქნეულ მუშტს სახეში. სისხლს აფურთხებდა და მეორე ლოყას უშვერდა მორჩილად.
აუხსნელი სიძულვილი ვიგრძენი - კლარკის, მომღიმარი სტუდენტების და საკუთარი თავის მიმართ. ბილი არ იყო დამნაშავე ჩვენს პრობლემებში და ყველა მაინც მასზე ვიყრიდით გულისჯავრს.
მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, მდინარემ ახალგაზრდა ბიჭის გვამი გამორიყა. ბილმა თავი მოიკლა...
ყოველ საღამოს ვსვამ ჯონთან ერთად, მაგრამ ბილი არსად ქრება, მუქად ჩახატული ლურჯი თვალებით და შავი ლაქით ფრჩხილებზე...



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

ყველა ასეთი ნაბი'ჭვარი უნდა დავითრიო და ცოცხლად გავატყავო.

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
ყველა ასეთი ნაბი'ჭვარი უნდა დავითრიო და ცოცხლად გავატყავო.

ეს ნამდვილი ამბავია <3

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ახლავე წარმატებებიი

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

Daldoni Daldoni
ახლავე წარმატებებიი

მადლობა დიდი <3 <3 <3 <3

 


№5  offline წევრი დარინა

აუ ცრწმლებიც გადმომცვივდააა, ცხოვრება ძალიან უსამართლოა და გვაქვს თუ არა სურვილი ამ უსამართლობის ეაობში ჩვენც ვეფლობით, აი ძალიან ძალიან დამაფიქრებელი ამბავია, ჩემს გულამდე მოვიდაა, მადლობა შენ ამისთვის.

 


№6  offline ახალბედა მწერალი belle...

დარინა
აუ ცრწმლებიც გადმომცვივდააა, ცხოვრება ძალიან უსამართლოა და გვაქვს თუ არა სურვილი ამ უსამართლობის ეაობში ჩვენც ვეფლობით, აი ძალიან ძალიან დამაფიქრებელი ამბავია, ჩემს გულამდე მოვიდაა, მადლობა შენ ამისთვის.

დავწერე ის... რაც მოხდა ჩემს ახლოს. "ბილისთვის" მეტის გაკეთება არ შემიძლია და ვწუხვარ ამის გამო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent