შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პეპლები თეთრ ხალათში"


21-05-2020, 02:01
ავტორი -კასე
ნანახია 975

სამყაროს მიღმელთა სასოწარკვეთის სუნია.
თეთრხალათიანები.
თეთრი!
თეთრი!
თეთრი !
წამალი …
წამალი თეთრი, მწვანე, გრძელი, მრგვალი, მჟავე, მწარე, საზიზღარი ...
და ...
და ეს არეული ექთნები.
ხელები მტკივა.
ხალათის ხელებში გახვეული ხელები მტკივა. მკერდზე მიბჯენილი ხელებით ვეხუტები საკუთარ თავს.
შიშია ყოველ კუთხეში.
იცით როგორი საწყალია ?
იატაკზე ზის მოკეცილი და თვალებში არავის უყურებს. ერთხელ ყველა ჩვენგანმა თითო-თითოჯერ ჩავხედეთ თვალებში და მას მერე ჩვენი საკუთრება გახდა. ყველამ ჩვენი შიში წამოვიყვანეთ თან და კუთხეებში უმისამართოდ დავფანტეთ. ერთმანეთში აგვერია და ახლა ვერავინ ვპოულობთ ჩვენსას. ყოველ ჯერზე ერთმანეთისას ვაწყდებით და ახალ-ახალ შეგრძნებებს ვცდით.
ჩემი შიში ვიპოვე. ბევრი ვეძებე. ვისას აღარ ჩავხედე თვალებში, ვისი არ გამოვცადე და საბოლოოდ ჩემი მაინც ვიპოვე.
კირით შეღებილი, ჩამოქერცლილი და სიბინძურისგან ჭუჭყიანი, ნაცრისფერი კედლები ! ფუ, როგორი ამაზრზენია !
ამაზრზენია თავის ექთნებთან ერთად, რომლებიც მთავარი ექიმების საყვარლები არიან.
აქ გიჟები მარტო ჩვენ არ ვართ.
ექთნებიც, ექიმებიც, რეზიდენტებიც, დამლაგებლებიც, დაცვაც, ყველანი გიჟები არიან ! უბრალოდ ჩვენგან გასხვავებით არ იმჩნევენ. ჩვენ არ გვეშინია ბუნებრივები ვიყოთ ისინი კი, საღ აზროვნებას ამოფარებვული უნიჭო მსახიობები არაინ. საცოდადვად შეშლილი ნორმალურები !
აი, შეხედეთ ლილის. ბაღში ფეხშიშველი დარბის, რაღაცას დასდევს, აი ისე პატარაობაში რომ საჭერი ბადით დავდევდით პეპლებს. ლილი ბუნებრივია და სიგიჟის მიუხედავად ბედნიერი.
ახლა კი შეხედეთ მებაღე ჯიმის.
ჯიმი ლილიზე გიჟია.
აბა დააკვირდით .
ნაცრისფერი თვალებით, სისხლჩაქცევებით ქვედა ქუთუთოსთან და თვალის გუგამდე მისული გაწყვეტილი წითელი ძარღვებით. თმაგაცვენილი თავით, ჭაღარა თმით და მუდამ გახეული ხელთათმანებით. არასდროს იღიმის. მხოლოდ ზიზღის ემოცია გააჩნია. ყველაფერი ეზიზღება მცენარეების ჩათვლით, არადა მათ მოსავლელად მუშობ აქ.
ლილი ლამაზია. ქერაა. ქერა ლამაზი კულულებით. მართალია პუტკუნაა, მაგრამ ის არ ჰგავს ტიპიურ გოგონას ან ქალს რომელიც მის ფორმებზე წუწუნებს, ის მხოლოდ იმაზე წუწუნებს რომ დღეს ნაკლები ვარდისფერი მტვერი შეაგროვა.
ლილი გიჟია, მაგრამ ბედნიერი.
ჯიმი ნორმალურია, მაგრამ გიჟი.
აბა, ახლა რომელია ნამდვილი გიჟი ?
საუკუნეა ჩემი კაბა, სინამდვილეში კი ხალათი არ გაურეცხავთ. იმდენი ლაქა აქვს ზედ რომ თავისი პირვანდელი ფერიც დაკარგული აქვს. ახლა თეთრხალათიანი გიჟები კი არა ჭრელხალათიანი გიჟები ვართ. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ეს ლაქები ამოქარგული ლამაზი მინდვრის ყვავილებია. ზუსტად ასეთ კაბებს ვიცვამდი მაშინ. ჯერ კიდევ „ნორმალური“ რომ მერქვა, მაშინ.
ლამაზ კაბებზე ყოველთვის ის მახსენდება. უყვარდა ლამაზად რომ ვიცვამდი. ყოველთვის ლამაზ კაბებს მჩუქნიდა. იმდენი მქონდა...ახლა კი ერთი ცალი მაქვს და ეს არის ჩემი საგარეოც და საშინაოც.
სახლის სუნი მომენატრა.
აბაზანის კარის ჭრიალიც კი მომენატრა, რომლის შეკეთებასაც სულ გთხოვდი. ონკანიდან რომ წყალი წვეთავდა ხოლმე იმის ხმაც მენატრება. წვიმა რომ მოდის ფანჯარასთან ვჯდები და წარმოვიდგენ, თითქოს ონკანია მოშვებული და ნიჟრაში წვეთ-წვეთად იცლება მონატრებული ჩემი სახლი.
აქ სარკე არ გვაქვს. აღარ მახსოვს როგორი ვიყავი. არც ის ვიცი ახლა როგორი ვარ.
თმები საშინელ დღეში მაქვს. აღარ ვიცი ბოლოს როდის დამვარცხნეს.
თმას აქ ექთნები გვჭრიან ... საშინლად !
ხშირად გვაბანავებენ, მაგრამ ზოგჯერ თბილი წყალი არ მოდის. ბევრჯერ გავცივდი, მაგრამ აქ ეს არავის პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა ჩემ თავს არ ვგულისხმობ.
- რომელი საათია ?
აქ არც საათი გვაქვს.ნეტავ ახლა რას აკეთებ ?
ყოველ დღე თითო წერილს გწერ და მიყვარხარ.
როგორ მომენატრა შენი თვალები და მერე შენი ტუჩები. წელზე შენი მკლავების სიცარიელე მაწუხებს. შენი ჩახუტება ალბათ გადამარჩნდა კიდეც.
მითხრეს, აქედან ჩვენს სახლამდე სამი დღის სავალი მაინც იქნებაო. მე კი ყოველ დღე გწერ დავინახავ, იმედით, რომ ვინმეს ვიპოვი ვინც შენამდე მათ მიტანაში დამეხმარება, მაგრამ ვერა. ვერავინ ვიპოვე.
ერთ დღესაც როცა წერილები არც უჯრაში და არც გაცვეთილი ლეიბის ქვეშ აღარ დამეტევა, გპირდები პეპლებად გავქრები. იმდენ პეპელად რამდენი წერილიც მექნება შენთვის. მერე თითოეულ სამ დღეს შენთან დავხარჯავ. შენ გვერდით და შენ ირგვლივ.
ყოველთვის მშურდა პეპლების.
ზოგისთვის სამი დღე, ზოგისთვის მთელი თავის’უფლება.
„მინდა ვიყო პეპელა, რომელიც შენამდე მოვა“.



№1  offline მოდერი Mary Drey

* ტიპიური არა-- ტიპური

მოკლედ, მეც ძალიან ბევრჯერ შევხებივარ ამ თემას და უამრავჯერ ვუბრუნდები ასეთ ისტორიას... თავიდან ემოციები საშინლად დამაკლდა, თითქოს რასაც წერდი შენთვითონვე კარგად განცდილი და შეთვისებული არ გქონდა. შუა ნაწილში რაღაც აღმავლობა შეინიშნა, ბათ ისევ ჩამოვიდა... ბოლო აბზაცის სიტყვები, ძალიან მომეწონა. ზედმეტადაც კი. აქ იგრძნობოდა ის თავისუფლების მონატრება, რაც შესაძლოა საგიჟეთში მყოფ ადამიანს დაეუფლოს.
ზოგი გიჟი ვერ ხვდება, რომ გიჟია.
და თუ ხვდება,რომ გიჟია მაშინ სხვა ფსიქიკურ აშლილობასთან გვქონია საქმე. ცოტა უზუსტობებია ამ მხრივ. იმედია არ მიწყენ, რადგან მათლა იმდენჯერ მაქვს "ჩაკირკიტებული" ამ თემას და იმდენი ფსიქიკური აშლილობაა არის ჩემთვის ნათელი, რომ ვინც ასეთ ისტორიას ეჭიდება მეც ჩემებურად ვთხოვ რაღაცებს.

საბოლოო ჯამში კარგი იყო!
ბოლო ეპიზოდი განსაკუთრებით!
გუდ ლაქ! <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent