ერთხელ რომში
*სანამ დავიწყებდე რამდენიმე რამის თქმა მინდა. ვარ 12 წლის, მოყვარული და წერა ჩემი ნიჭი დიდად არ არის ამიტომ გთხოვთ ძალიან მკაცრად ნუ შემაფასებთ. ვერ ვიპოვე იტალიური ბევრი სახელი და გადავწყვიტე უცხოური გამომეყენებინა. იმედია მოგეწონებათ* კოკისპირული წვიმა ასველებს გოგონას თმას, ქარი ავისმომასწავებლად ქრის. იტალია. რომი. ქუჩები ცარიელია. 1-2 ეტლი თუ ჩაუქროლებს გოგონას. აბრეშუმის კაბა ამშვენებს მის ლამაზ ტანს. ღამით წვიმიან რომში სეირნობს. იკითხავთ. ვის უყვარს შუღამის წვიმიან რომში სეირნობა? არც არავის. აბრეშუმისკაბიანს ჰგონია, რომ ქალაქში ერთადერთია ვისაც შუაღამის წვიმიან რომში სეირნობა უყვარს. ამ დროს ყველა სახლშია შეყუჟული. ვის უნდა უნდოდეს შუა ღამის წვიმაში გატარება? მხოლოდ ვიოლეტას. დიახაც! ვიოლეტას. აღორძინების ხანაა. და ვინჩი,მაკიაველი, მიქელანჯელო ბუონაროტი... არ გეგონოთ, რენესანსს არქიტექურა გამოეპარა. სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი, წმ. პეტრეს ტაძარი... მართალია ეს ყველაფერი რომში არაა მაგრამ ფლორენციაც ხომ იტალიაა?! სწორედ იტალიიდანაა წარმომავლობით გოგონა. მოიცადეთ! იქნებ არის ვინმე ვისაც ვიოლეტას მსაგვსად უყვარს შუაღამის წვიმიან რომში სეირნობა? უცნაურია არა? როგორ შეიძლება ვინმეს არ უყვარდეს წვიმაში სეირნობა ეს ხომ შეუძებელია. გოგონას თავი ჩაუხრია. ის სხვებს არ ჰგავს. თავადები თავაწეულად და ამაყად დადიან. წამით არ გაიფიქროთ რომ უსახლკაროა. ეს თავშიც არ გაივლოთ. ისიც თავადია, ის ხომ პრინცესაა. შუა ღამეს, სასახლიდან გამოპარული პრინცესა. პრობლემა ისაა რომ ის 1 კვირაში ფლორენციის პრინცზე უნდა დაქორწინდეს. საკუთარი მომავალი გაინადგუროს. გატყუებთ! გაუნადგურონ. თავ ჩაღუნული ფიქრობდა სანამ შემთხვევით მხარზე დიდი ტკივილი იგრძნო აიხედა და... ყმაწვილი გრძელი მხრებით, ვიწრო თვალის ჭრილით, გამოკვეთილი ყვრიმალებით და ულამაზესი თვალებით. ისეთი ლამაზი იყო, გოგოებსაც კი შეშურდებოდათ მისი. -დაიკარგეთ მის? იკითხა უცნაური ტონით და თავი დაუკრა გოგონას. გოგონამაც იგივე გაიმეორა. ძლივს მოაცილა თვალი ამ მშვენიერ ყმაწვილს. -არა ბატონო, მე უბრალოდ შუაღამის რომში მიყვარს გასეირნება. -ოჰ, რა დამთხვევაა ! ტაში შემოჰკრა გახარებულმა. - ან დავინჩიზე რას იტყოდით. ის ჩემი ფავორიტია. იკითხა ყმაწვილმა თავაზიანად. -დიახ, ის ნამდვილად საოცარია ბატონო, მისი "ჯოკონდა" ძალიან მიყვარს. ვფიქრობ საკმაოდ იდუმალი და ცოტა არ იყოს უცნაური ნახატიცაა. უპასუხა აბრეშუმისკაბიანმა და მკრთალად გაიღიმა. -თქვენ სახელს ვიკითხავ, თუ უტაქტობაში არ ჩამითვლით. -არა რათქმაუნდა, ვიოლეტა მქვია. უპასუხა გოგონამ. -და თქვენ? გოგონა პასუხის მოლოდინში იყო, მაგრამ ყმაწვილის სახელი ვერა და ვერ გაიგო. -თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. თქვა ბიჭმა და იქაურობა დატოვა. გამობრუნდა და წავიდა. გოგონას ძალიან გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი და გზა განაგრძო. სეირნობდა შუაღამის რომში. წვიმიან რომში.... ●1 დღის შემდეგ● გოგონამ თმა კარგად გადაივარცხნა, აბრეშუმის კაბა მოირგო და რამდენიმე გადასაფარებელი აიღო, ერთმანეთს გადააბა და შამოძრომა დაიწყო, მალე ჩამოვიდა. თვითონაც არ იცის რატომ უნდა "მისი" ნახვა ასე ძალიან. შეიძლება იმი ტომ რომ ძალიან მოეწონა ის თუნდაც 5 წუთი რომელიც "უსახელოსთან" ერთად გაატარა საუბარი ლეონარდოზე, ის თუნდაც რამდენიმე სიტყვა... იქ 30 წუთის განმავლობაში იდგა. დამთავრდა უნდა დავივიწყო "ის" უბრალოდ ზღაპარია. ჩვეულებრივი ოცნება და ზღაპარი რომ ოდესმე მას კიდევ ერთხელ შეხვდება. ერთხელ უკვე შეხვდა მორჩა, დამთავრდა. გოგონა ნელა გატრიალდა და სასახლის გზას დაადგა მაგრამ უცებ ნაცნობმა ხმამ გააჩერა -მისს ვიოლეტ! გოგონა შეტრიალდა და ყმაწვილი დაინახა. ეჰ როგორ უნდოდა ჩაჰხუტებოდა, მაგრამ თავის შეკავება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. -გამარჯობა ბატონო თავი დაუკრა გოგონამ -გამარჯობა მიესალმა ბიჭიც. -თქვენ ისევ აქ ხართ... თქვა ყმაწვილმა -დიახ ბატონო... -აქ რამ მოგიყვანათ კითხა ყმაწვილმა. გოგონა დაფიქრდა, არ იცოდა, დიახაც არ იცოდა რა უნდოდა იქ. -მე... მე.... პასუხი ვერაფერი გასცა -აჰ... გასაგებია. მომიტევეთ. ბიჭი ყველაფერს მიხვდა. დიახაც! მიხვდა. როგორ უნდოდა გოგონას იქიდან აორთქლებულიყო, გამქრალიყო. -დიახ. დღეს არ წვიმს... მე კი კვლავ მოვედი. მთვარის სანახავად. პასუხი გამონახა გოგონამ. -ოჰ მთვარის? ნუთუ. ყმაწვილი ასეთმა პასუხმა ცოტა იმედგაცრუებული დატოვა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია. -თუ გნებავთ სადმე დავსხდეთ. შესთავაზა ყმაწვილმა. -დიახ, თუ შეიძლება. უპასუხა გოგონამ. ვარსკვლავები ანათებდნენ.... ქალაქს მთვარის შუქი ეფინებოდა. ქუჩაში მხოლოდ ორი ადამიანი იყო. ვიოლეტა და "ის" მკითხველნო, ვინ არის "ის"? რატომაა ასეთი იდუმალი? ნელნელა პატარა კაფეს მიუახლოვდნენ. ყმაწვილმა გოგონას სკამი გამოუწია, გოგონაც დაჯდა. მალე ეს მოკრძალებული კაფე ლამაზმა ვალსმა უფრო გაალამაზა და უფრო მოკრძალებული გახადა. ყმაწვილი წამოდგა ვიოლერს ხელი გაუწოდა და ისიც წამოდგა, სცენაზე გავიდნენ. ტრიალებდნენ, ცეკვავდნენ(ვალსი უფრო გვიან შეიქმნა უბრალოდ კარგად ჟღერს მოთხრობისთვის ბოდიში ამ შეცდომისთვის) -ბატონო. -დიახ. -რა გქვიათ. ბიჭმა ამოიხვნეშა -თეჰიონი. კიმ თეჰიონი. გოგონამ გაიკვირვა -აქაურს არ გავხართ -დიახ, არ ვარ იტალიელი -იტალიურად კარგად საუბრობთ. უთხრა გოგონამ -ნუთუ. -დიახ, კარგად საუბრობთ. -მადლობა. შუახნის ქალბატონი შუახნის მამაკაცდან მივიდა. -ჟორჟ სად არის შენი შვილი? საძინებელში ვერ ვნახე -შენი შვილი არაა? მე საიდან უნდა ვიცოდე. უპასუხა გაბრაზებულმა. -მოიცადე, მამა ხარ, არ უნდა იცოდე შუა ღამით შენი შვილი სად დადის? -მე თუ მამა ვარ შენ დედა არ ხარ? -მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ის ჯერ პატარა გამოუცდელი გოგოა იმისთვის რომ ქუჩაში მარტო ან თუნდაც ვინმესთან ერთად იხეტიალოს! მკაცრი ტონით უთხრა ქალბატონმა -ლინდა, საკმარისია! არ დააკლო ქმარმა. -რამე მოიმოქმედე ჟორჟ! -დაბრუნდება. და მერე ისწავლის როგორ უნდა შუა ქუჩაში ჩვენს დაუკითხავად ხეტიალი. უთხრა ქმარმა. თეჰიონი და ვიოლეტა ვალსს ცეკვავდნენ თან იღიმოდნენ -ესეიგი თეჰიონი. -დიახ გეთაყვა. -ლამაზი სახელია. -გმადლობ ვიოლეტ. უთხრა თეჰიონმა. უცებ ვალსი გაჩერდა. ისინიც დასხდნენ. -ბატონო თეჰიონ -აჰ გთხოვთ ასე ნუ მომმართავთ, უბრალოდ თეჰიონი. -ამ, კარგით.... კარგი. -ამაზე თეჰიონმა გაუღიმა და ჩაის მირთმევა განაგრძო. გოგონამ კი თავი ჩაღუნა. -ოჰ, რად მოიწყინეთ. შესძახა თეჰიონმა -უბრალოდ... მე... რამდენიმე დღეში ფლორენციის პრინცზე მათხოვებენ. -ოჰ, რა უგულობაა, სრული საშინელება. მოიღუშა თეჰიონიც. -მერედა გიყვართ რომ გათხოვებენ? დაამატა ესეც. -ეჰ თეჰიონ, რომ მიყვარდეს თქვენი აზრით ასეთი უბედური ვიქნებოდი? -ვგონებ რომ არა. უპასუხა თეჰიონმა. -რომს უნდა დავემშვიდობო... წვიმიან რომს და ქერათმიან ყმაწვილს. -ნუთუ ასე მოიხიბლეთ ჩემით.... სხვათაშორის იგივეს ვიტყოდი. -მაწითლებთ. სახეზე ხელი აიფარა გოგონამ და კისკისი დაიწყო. შეუძლებელი იყო მის სიცილზე არგაცინება, ისეთი საყვარელი იყო, წამით ყმაწვილს ეგონა მომეწონაო მაგრამ "უაზრო" აზრები გაფანტა. და ტუჩის კუთხე მანაც ჩატეხა, შემდეგ ოდნავ გაიღიმა მერე კი გაიცინა. მან გაიცინა.... ვიოლეტი გაჩერდა და მას მიაშტერდა, საოცარი ღიმილი ჰქონდა. რა ლამაზი იყო მაშინ თეჰიონი. მაინც გაუკვირდა, არასდროს გაუგია მსგავსი სახელი თეჰიონი, თან კიმ თეჰიონი. ●მეორე დღეს● აბრეშუმისკაბიანი ფანჯრიდან ჩამოძვრა სახლთან თქვენი აზრით რა ეცვა? ზუსტად ის აბრეშუმის კაბა, ასე ძალიან რომ უყვარს და სულ აცვია. მალე ხიდთან დადგა და თეჰიონს დაელოდა. თეჰიონიც გამოჩნდა, უკან რაღაც ეჭირა, ვიოლეტმა ეს ვერ დაინახა. მალე თეჰიონმა თვალები მაგრად მომუჭა და ხელები წინ წამოწია, ხელში გვირილა ეჭირა. ვიოლეტმა აიღო, სადაცაა მადლობა უნდა გადაეხადა, თეჰიონი გაწითლდა და გიჟივით გავარდა. ვიოლეტს ჩაეცინა. გვირილა ძალიან ლამაზი იყო. ხელში დაატრიალა მოეფერა და სასახლეში კისკისით წავიდა. მალე მივიდა, ოთახში აცოცდა სადაც დედა და მამა დახვდა. მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ. -ვიოლეტ საყვარელო სად.... მამამ დედას არ დაამთავრებინა. -სად იყავი. -მე... მე... -სად იყავი! გაიმეორა უფრო მკაცრად. -ჰაერზ..ე გავ...ისერი..ნე -ჰაერზე?! შუა ღამით?! იტყუები! -მე... ერრ..თი.. ბიჭი.. მამამ სიტყვის დამთავრება არც კი აცადა, მივიდა და სილა გააწნა. -3 დღეში ქორწილი გაქვს შენ კი ვიღაც ბიჭებს ხვდები?! ლაწირაკო ბავშვო! დღესვე ჩააბარგებ და ფლორენციის პრინცთან წახვალ, ცერემონიალს კი იქ გავმართავთ! შეფურთხების ღირსი ხარ! -მე რომის პრინცესა ვარ, არ გაქვს უფლება ასე მომმართო! -შენ თუ რომის პრინცესა ხარ, მე რომის მეფე ვარ! ჩაალაგე. სასწრაფოდ! ჟორჟი გავიდა და კარი ძლიერად მოაჯახუნა. ვიოლეტი კი დარჩა მარტო.... მის გვირილასთან ერთად.... ●მომდევნო დღეს● კენ,ჯონის ძევ,თანახმა ხართ რომ ცოლად მოიყვანოთ ვიოლეტა, ჟორჟის ასული?(დიდი ბოდიში "კენი" სთვის იმიტომ რომ ამდენი იტალიური სახელი ფიზიკურად ვერ ვიშოვე ????) -დიახ უპასუხა კენმა ვიოლეტ ჟორჟის ასულო.... -დიახ. არ დაამთავრებინა გოგონამ არ უნდოდა, როგორ არ უნდოდა თავისი მომავლის განადგურება. მოუწია. მაინც მოუწია. უზარმაზარი სასახლე, სიმდიდრე, სიმდიდრე და კიდევ ერთხელ სიმდიდრე. გოგონამ შიგნით შეაბიჯა, პირველი რაც გააკეთა ოთახში ასვლა იყო. ქვითინებდა... გვირილას უყურებდა და ქვითინებდა. ენატრებოდა თეჰიონი. ენატრებოდა იგი ძალიან ენატრებოდა. მალე დაღამდა, ისიც დაწვა და დაიძინა. თუ ამას ძილს დავარქმევდით... გაიღვიძა. დაიძინა. გაიღვიძა. დაიძინა. მკითხველნო დააკვირდით, რამდენად მოსაწყენია დღეები თეჰიონის გარეშე. როგორ მოიწყინა ვიოლეტამ. სანამ ერთ დღესაც ფანჯრის რაფაზე წერილი არ დახვდა. გამარჯობა ვიოლეტ გულწრფელად გეტყვი. მენატრები.... ძალიან, ძალიან, ძალიან მენატრები. როგორ მომენატრე. აჰ... შეგიძლია კიდევ მნახო? როგორ მინდა ეგ თვალები ისევ ვნახო. ეგ ტუჩები... წამწამები... ისევ მინდა ვალსი გეცეკვო... ისევ მინდა ლეონარდოზე ვილაპარაკოთ.... ჩაი დავლიოთ... კიდევ მოგიტან გვირილებს გპირდები. მართლა მოგიტან. ვარდებსაც დაგიკრეფ. ოღონდ მოდი. ბოლოჯერ გნახავ. რატომ ბოლოჯერ? ეჰ ჩემო ვიოლეტ... რა უსამართლოა ცხოვრება არა? მალე ომში გამიშვებენ... ქრისტიანებმა მუსლიმებისგან ქრისტეს საფლავი უნდა დავიხსნათ. უი, არასდროს მითქვამს? ქრისტიანი ვარ. ბრძოლაში უნდა წავიდე და აუცილებლად უნდა დავიხსნა. გპირდები დავიხსნი.. ისევ გნახავ. მაგრამ მანამდე? მანამდე მინდა გნახო სანამ ეს მოხდება. პრინცი კარგი ადამიანია? მე ხომ არ მჯობია? ცოტათი ვიეჭვიანე. სუუულ ცოტათი. ძალიან ძალიან ცოტათი. ლეონარდოზე ინფორმაცია მაკლდება, მომიყევი გთხოვ. დღეს ღამით, როცა საათი თორმეტს ჩამოკრავს ხიდთან გელოდები გთხოვ მოდი. მენატრები.... შენი თეჰიონი ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა მასაც ენატრებოდა თეჰიონი. თეჰიონს უყვარდა ვიოლეტი.... ვიოლეტს უყვარდა თეჰიონი.... დიახ, სწორედ მიხვდით, მათ ერთმანეთი უყვარდათ. გოგონა საჯინიბოში შევიდა და ცხენი გამოიყვანა, შეაჯდა და წამოვიდა. სწრაფად მოდიოდა, გზას კი დიდი ხანი უნდოდა. ქერა თმა უფრიალებდა, ცხენს მოაჭენებდა. მივიდა და ხიდთან დადგა. ნაბიჯების ხმა მოესმა და თეჰიონი დაინახა. აი ახლა... ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თეჰიონისკენ გაქანდა და კისერზე მოეხვია თეჰიონმაც მოხვია მისი უზარმაზარი ხელები ვიოლეტს. -ვიოლეტ. -დიახ თეჰიონ. -მიყვარხარ. -მეც თეჰიონ. -თუ ხვალ ჩემი ბოლო დღე თენდება, იცოდე რომ მე აი აქ ვიქნები... ყოველთვის. უთხრა თეჰიონმა გოგონას და ხელი გულზე დაადო. -და კიდევ. ეს შენ. უთხრა თეჰიონმა და კონვერტი გაუწოდა. -მხოლოდ მაშინ წაიკითხე როცა მოვკვდები. გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები გადმოცვივდა. -წადი გთხოვ. უთხრა თეჰიონმა ვიოლეტს. -მე... -უნდა შეეგუო უჩემობას.... გთხოვ... ვიოლეტი ნელა გატრიალდა და მას ნელ ნელა გაეცალა ცხენზე შემოჯდა და მან უკანასკნელად დაინახა მისი ტკივილნარევი ღიმილი. ცხენი გააჭენა და სასახლეში დაბრუნდა.... დიდი ხნისშემდეგ თეჰიონი გარდაიცვალა.... სამუდამოდ გასცილდა ამ ქვეყანას... ტყეში შავებში ჩაცმული ახალგაზრდა გოგონა მიდის, ხელში გვირილა უჭირავს... მეორე ხელში წერილი, მალე მიდის საფლავის ქვასთან სადაც აწერია 1456-1478 კიმ თეჰიონი. გული უკვდება და კონვერტს ხსნის უკანასკნელი წერილი გამარჯობა... თუ შენ ამას კითხულობ ესეიგი უკვე აღარ ვარ... არ მოიწყინო... გთხოვ... ახლავე გაიღიმე. გიბრძანებ! გაიღიმე! ძალიან მიყვარხარ.... ძალიან... პირველივე დანახვიდან, პირველივე ღიმილიდან, პირველივე სიტყვებიდან შემიყვარდი ვიოლეტ.... ვალსის ცეკვა მინდა შენთან, უკანასკბელი ვალსის მაგრამ, აი? ასეთი უსამართლოა ცხოვრება. ახლა ვიღიმი. გიკვირს ალბათ. ხვალ ჩემი ბოლო დღე დადგება და მე მაინც ვიღიმი. იმიტომ რომ შენ გხედავ, ჩემს გონებაში გხედავ, იცი როგორს? მუცელი რომ გაქვს გამობერილი და პატარა ბიჭი რომ გიჭირავს ხელში, მეორე თეჰიონი,ან გვირილით ხელში რომ დგახარ და მიყურებ, ან რომ იღიმი. შენ გხედავ, და კიდევ ლურჯ, ლურჯ ცას. გვირილებს ვარდებს იასამნებს და შენს აბრეშუმის კაბას. მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ და გთხოვ. არასდროს ჩაიცვა შავი... სულ ნათელი და ლამაზი იყავი... და იცოდე მე შენს გულში და გონებაში ვსახლობ. გავბრუნდები. ქვად, ძაღლად, ღრუბლად ... წვიმად დავბრუნდები... აი იმ წვიმად შენ რომ გიყვარს ხოლმე სეირნობა... მზედ დავბრუნდები ყვითელ ნათელ მზედ... ხედ დავბრუნდები... ვაშლად... რაებს ვბურტყუნებ.... მთავარია დავბრუნდები... თუ ცოცხლად ვერა, წვიმად დაგიბრუნდები... ყოველთვის იცოდე... მიყვარხარ... ძალიან ძალიან მიყვარხარ... შენი თეჰიონი კონვერტში გვირილაც იდო ულამაზესი გვირილა.... თეჰიონ... მენატრები. აქ ისეთ ლამაზ ნაწარმოებებს დებთ ცოტათი მეშინია ამის დადება მაგრამ იყოს. გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რჩევებს მივიღებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.