შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმიანი ლონდონი


22-05-2020, 22:46
ავტორი belle...
ნანახია 1 962

გამომშრალ ბაგეებში მოქცეული მორიგი ღერი, მერყევი ალით მოალერსე ცეცხლის მოწითალო ენა, სიგარეტის წვერზე დანთებული არეული ფიქრები და ისევ უმიზეზო, ნაცრისფერი სევდა. ვუღრმავდები ქვეცნობიერს, ვცდილობ გავიგო რაზე მესაუბრება, მასაც მოუწყენია, ხმაურიანად დუმს, მაგრამ რაზე ბუტბუტებს გაუთავებლად? არ მესმის, მგონი საბოლოოდ დამეხშო, ეს დედა'ნატირები გონება!... მისი სევდის მიზეზი, ჩემთვის უცნობია, ჩემი ფარული სადარდებლის კი უკვე ცხადზე უცხადესი, მისი რომ აღარ მესმის მგონი ეგ მაგიჟებს, აი ასე, გამაღიზიანებლად გამომწვევი!
ისევ ვატან თავს ძალას, ისევ ვცდილობ გავუგო, არა სხვას, არა შენ, არამედ საკუთარ თავს, მაგრამ შიგნიდან კარი ისე უხეშად მომიკეტეს, ვეჭვობ ჩემმა მცდელობებმა შედეგი გამოიღოს, ისევ ასე, გამაღიზიანებლად და თან დამსახურებულად.
ყოველთვის ვამბობდი, ყველასთან შეიძლება ადამიანმა შეცდომა დაუშვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტივი და ამავე დროს მძიმე გამართლება გვაქვს მოკვდავებს : „ვერაფერს იზამ, ადამიანი ხარ!“, მაგრამ თუ საკუთარ თავთან შეცდები და მას ერთხელ მაინც გაუშვებ ხელს, მერე მთელი ცხოვრება მისი ძებნა მოგიწევს იმ შეგნებით, რომ შეიძლება, ის სულაც არ დაგიბრუნდეს, როგორც გაქცეულ ადამიანებს სჩვევიათ გაკვალულ ბილიკზე უკან, ტაატით და ხანდახან დამნაშავე გამომეტყველებით, მობრუნება.
ტუჩის კუთხეში ჩატეხილი ირონიული ღიმილი და უშედეგო დიალოგი, არა სხვასთან, არა შენთან, არამედ საკუთარ თავთან. ჩუმი ოხვრა, დახუჭული თვალები, დამძიმებული კეფა და მობეზრებული ქვეცნობიერი, უკვე ყელში რომ აქვს ამოსული, შენი ჩუმი და მაინც ხმაურიანი ბოდვა. თითებში ჩამწვარი უკანასკნელი ღერი და ბაგეებს შერჩენილი მშრალი, მწარე, უსიამოვნო უკმარისობის გრძნობა. თბილ სხეულს მოდებული უცხო ათინათი, დღემდე რომ ვერ ვუწოდე, რაიმე კონკრეტული ახსნა, იქნებ განმარტება. ისევ ქირქილებს ოთახის კუთხეში, ცოტათი გაღიზიანებული და მაინც კმაყოფილი ჩემთვის და შენთვის კარგად ნაცნობი, ცივი, მოწყენილი, ნაცრისფერი სევდა...



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

ბელს, ჩემი "ელანა" და "მე და შენ - ბი" წაიკითხე.

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
ბელს, ჩემი "ელანა" და "მე და შენ - ბი" წაიკითხე.

ახლავე <3333

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ეს ნაცრისფერი სევდა გვიტირებს დედას :/

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

lullaby
ეს ნაცრისფერი სევდა გვიტირებს დედას :/

ბაზარი არა...

 


№5 სტუმარი სტუმარი Nasia

ლონდონთან ისედაც ტკივილიანი მოგონებები მაკავშირებს და ეს მინდოდა კიდე?
შენ, საოცარი გოგო ხარ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი კატო

კაი ხარ, კაიიი <33333

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი Nasia
ლონდონთან ისედაც ტკივილიანი მოგონებები მაკავშირებს და ეს მინდოდა კიდე?
შენ, საოცარი გოგო ხარ <3

გაგიზიარე... და მიხარია, რომ გაიზიარე... <3 <3

სტუმარი კატო
კაი ხარ, კაიიი <33333

ჩემი კატო <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

ბელ, ფბზე დაგსტალკე ( სორი) ჰოოდა ზუტად ერთნაირი გემოვნება გვქონია, მუსიკაში და აქამდე ხომ მევასებოდი , ეხლა კიდე ვაბშე მევასები <3
ხო, და ეს დედანატირები ნაცრისფერი სევდა...

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ლიკა
ბელ, ფბზე დაგსტალკე ( სორი) ჰოოდა ზუტად ერთნაირი გემოვნება გვქონია, მუსიკაში და აქამდე ხომ მევასებოდი , ეხლა კიდე ვაბშე მევასები <3
ხო, და ეს დედანატირები ნაცრისფერი სევდა...

ჰოდა თუ დამსტალკე ჩატშიც შემოგეხედა მერე მეგობრებში რავიცი გამიხარდებოდი შე ქალო ;დდდდ <3 <3 <3 მეც მევასები <3 <3

 


№10  offline წევრი ნან

ნაცრისფერი რომელსაც ფერე ვერ შეუცვლი..ვერასდროს :(
ძალიან შემაყვარე თავი ♥♥

 


№11  offline ახალბედა მწერალი belle...

ნან
ნაცრისფერი რომელსაც ფერე ვერ შეუცვლი..ვერასდროს :(
ძალიან შემაყვარე თავი ♥♥

გეთანხმები საყვარელო... (( მეც მიყვარხარ და გაფასებ ძვირფასო ^_^ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent