ბავშვთა დაცვის დღე!
ბავშვი სამყაროს საჩუქარია,ყველას,რომ ბედნიერებას და სიხარულს ანიჭებს იმ სიყვარულს განაცდევინებს რაც აქამდე არ უგრძვნია. ბავშვი,სულ სხვა სიყვარულია.გულწრფელი,კეთილი,მოსიყვარულე და ფერადი. ყველაჩვენთაგანის გულს,რომ ათბობს, ახარებს და განსაკუთრებულ სიახლეს სძენს. ის,ქვეყნად მოვლენილი ანგელოზია,რომელიც ამქვეყნად მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს ასხივებს და გარშემომყოფებს ამით ასულდგმულებს.ძალას აძლევს იმისას,რომ ცხოვრება გააგრძელონ და გაიღიმონ.დაივიწყონ ყველა ის სევდა,ნაღველი თუ პრობლემა რაც აქამდე ჰქონდათ.მალამოსავით გულსა და სულს,რომ ედება და ყველა ტკივილს აშუშებს რადგან ის ყოვლიშემძლეა.მას შეუძლია სხვების ცხოვრება შეცვალოს,რა თქმა უნდა კარგის მხრივ,მათ ჩაუნერგოს ის პასუხისმგებლობა და მზრუნველობა რაც მაგალითად მშობლებს ევალებათ.ის მშობლებთან ერთად,ოჯახთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს,როცა ბავშვი ევლინება ქვეყანას მშობელიც თავიდან ჩნდება და ახლიდან იწყება ათვლის წერტილი.ახალი გარემო,ახალი შეგრძნებები ამ დროს თავი სიზმარში გგონია და ღმერთს მადლობას უხდი ამ მშვენიერი არსებისთვის რომელმაც უფრო გაბედული,ძლიერი და მამაცი გაგხადა.გასწავლა თუ რას ნიშნავს იყო დედა და ამავდროულად მისი ერთგული მეგობარი.ყველაფერი იწყება ნულიდან,თვითონ ქმნი ყოველივეს შენს პატარასთან ერთად.მას აძლევ იმდენ სიყვარულს და სითბოს რამდენოც საჭიროა,მის გამო ყველანაირ რისკზე წახვალ მთავარი პრინციპი ის არის,რომ ჯანმრთელად იყოს და მუდამ იღიმოდეს.დავიცვათ,ბავშვები და ვეცადოთ,რომ მათი ყოველი დღე მრავალფეროვანი და ფერადი იყოს რადგან მათო სამყარო,მათივე წარმოსახვაში ასეთია ფერადი ბუშტებით სავსე სადაც მხოლოდ სიყვარულია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.