სასიცოცხლო ყვავილი
ბაბუაწვერა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული ყვავილია.განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ყვავილს რომელსაც ბევრი სიმბოლო აქვს.თითქოს ამ ცხოვრებას და ადამიანების სამყაროს, მათ ქმედებებს გადმოსცემს...ისეთი სულიერი არსებაა რომელსაც უამრავი საიდუმლო გააჩნიაო, ასე იფიქრებთ როცა მას შეხედავთ და იმასაც გაიფიქრებთ, მას ესმის ჩემი საუბარი და ყურადღებით მისმენსო ალბათ, გაგეცინებათ მაგრამ რეალურად არაა სასაცილო რადგან, ეს ასეა.ყველა ყვავილს აქვს თავისებური გრძნობა, მათ სხვაგვარი მოპყრობა და ზრუნვა სჭირდებათ...ბაბუაწვერა კი სულ სხვაა, შენს შინაგან გარემოს ეხება, სულში გწვდება, დარდს და ტკივილს ყველაზე უკეთ გიგებს.შენს ბედნიერებას და სიხარულსაც იზიარებს, როცა რაღაც გიხარია მასაც უხარია, რომ იღიმი და სული მშვიდად გაქვს.იფიქრე ბევრი, ბაბუაწვერასთან ერთად ის, გაგიგებს, დაგარიგებს და სწორ გზას დაგანახებს.სული შეუბერე მის ფუმფულა, მჩატე, სოკოსებრ, პარაშუტივით მშვენიერ და ბავბასავით ღუნღულა წვერებს.როცა სულს შეუბერ რომელ მხარესაც წავა მისი წვერები, იმ მხარეს გაყევი და იპოვი გსაღებს, აიღე გასაღები და შემდწგ მოძებნე ის კარი, რომელსაც ამავე გასაღებით გააღებ ასე, რომ ყველაფერი შენს ხელშია როგორც ყოველთვის.იცით, რატომ ჰქვია ამ ყვავილს ბაბუაწვერა? იმიტომ, რომ ბრძენია და უხუცესი...დრო გადის მაგრამ, ბაბუაწვერა არ ქრება სადღაც მინდორში მაინც იპოვი და სულსაც შეუბერავ...ბევრიმათგანისთვის ეს, ოცნებებთან და სურვილებთანაა დაკავშირებული თვალებს ხუჭავენ და სულს ისე უბერავენ...დიახ, უფროსწორად შენთვის რა დატვირთვაც თუ სიმბოლიკაც აქვს ყველანაირი ვერსია სწორია.მთავარია, რომ ეს ყოველივე გულით გააკეთო და გწამდეს მისი.დამიჯერე რწმენა ძალზედ მშვენიერი რამაა, როცა გჯერავს და გწამს ქვეყნად შენზე იმედიანი და ბედნიერი არავინ არის.ბაბუაწვერა, როგორც ბედნიერება.ადამიანის წარმატების დასაწყისი და წარმატების გასაღები.მინდვრად შენ გელის, რომ მის სიბერეს სული შთაბერო შემდეგ კი როგორც ახალგაზრდა ისე წარმოიქმნას.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.