შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნისლისფერი


4-06-2020, 00:24
ავტორი Ανάξιος
ნანახია 9 214

ხელები... ხელები , ჩემთვის სულ სხვაა, რადგან მგონია, რომ ყველაზე მეტ სითბოს ხელები იტევენ და ინახავენ და როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ, მის ხელების სითბო მუდამ გახსოვს და ყოველთვის თან დაგყვება...
რას იგრძნობ თუ კვლავ დაინახავ იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც ამ ბნელ და ჭუჭყიან სამყაროში, ერთადერთი სუფთა და ნათელი წერტილი იყო შენთვის? და ერთ დღესაც ადგა და წავიდა ... ჰო ასე უბრალოდ ადგა და წავიდა , წავიდა მაშინ როდესაც გეუბნებოდა, რომ მთელი მისი სამყარო იყავი და რომ შენს იქით გზა არ ჰქონდა...
ისე მიგატოვა, თითქოს მისთვის არც არასდროს არსებობდი... მაშინ როდესაც კარიდან ყველა გადიოდა და ელოდი, რომ ზუსტად მაშინ შემოვიდოდა , შენი იმედი ფუჭი გამოდა და ეს ლოდინი დიდხანს გაგრძელდა
წავიდა და დაგტოვა მარტოდ-მარტო უკუნით სიბნელეშ. ჯურღმულში , სადაც თავს არარაობად გრძნობდი, დაგტოვა და დღემდე ვერ დაგიღწევია თავი სიბნელიდან , ნელნელა კი კიდევ და კიდევ უფრი ეფლობი ჭაობში.
დაწოლილმა, რამდენჯერ წარმოიდგინე თქვენი შეხვედრ, ჩახუტება, კოცნა , ბოლოს კი თვალებში ჩახედვა და იმის კითხვა თუ რატომ?... თუმცა გეშინოდა პასუხის, რომელსაც შეიძლებოდა საბოლოოდ გაეტეხე, ალბათ სხვა შეუყვარდაო, გაივლებდი გონებაში და გული ორმაგად მტკივნეულად იწყებდა ფეთქვას...
და აი ახლა შენგან, რამდენიმე მეტრით შორს დგას და დანისლული თვალებით გიყურებს. ყველა ემოცია ერთად გაწვება , სიყვარული, მონატრება, ტკივილი და ბოლოს ყველაზე მეტად ბრაზი და ზიზღი.
გახსენდება მისი შეხება, კოცნა, მისი ბაგეებიდან წარმოთქმული თითვეული "მიყვარხარ" , გახსენდება და გული გიკვდება...მტკივნეული იყო ის ღამეები , როდესაც გესიზმრებოდა, როგორ გტოვებდა და მიდიოდა
როდესაც ძლივს მოახერხებ სიყვარულის და მონატრების გულში ჩაკვლას, სწორედ მაშინ ჩნდებიან და ტვინს გორევენ ისევ
დადგა მომენტი, როდესაც ყველას, უნდა დაანახო, რომ იმაზე ძლიერი ხარ , ვიდრე მათ ჰგონიათ...


"შენ ამას შეძლებ"
სამჯერ გავუმეორე ჩემს თავს ეს სიტყვები და მისგან 3 ნაბიჯიღა მაშორებს ახლა. თვალები უბრწყინავს სიხარულისგან, და ნაცრისფერი თვალები , რომლებიც ოდესღაც ჩემი სულის სარკე იყო , კიდევ უფრო ნისლისფერი ხდება , თუმცა მხოლოდ მე ვიცოდი, როგორი ამაო იყო მისი ეს სიხარული , იცი ვიდოდი, რომ ჩემი ეს ნაბიჯი გულს ატკენდა და გაანადგურებდა, თუმცა იცით რაა?
მინდოდა ეს გამეკეთებინა და დამენახა გული როგორ ეტკინებოდა , რადგან ისიც ასე მომექცა
ზუსტად ისე გავუღიმე , როგორც უცნობები უღიმიან ხოლმე ერთმანეთს და გვერდიც უცნობიცით ავუარე..
ხელები ,.... ხელები რომლების სითბოთ კვლავ შემორჩენოდა ჩემს ხელებს ოდნავ გამეხახუნა ხელზე და ჟრუანტელიც გამოიწვია ჩემში
ამით დავასრულე მისი საუსრულებელი საქმე, ეს იყო სუნთქვის ხუთ წამიანი შეკავება და გონების გამარჯვება გულზე... როგორ სევდიანად ავღწერე არა? თუმცა , დამიჯერეთ ეს ბევრად მტკივნეული იყო ....



№1  offline წევრი ანმეე

როგორი მართალი... და ამავე დროს ემოციური იყო,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№2  offline წევრი Ανάξιος

ბამმო
როგორი მართალი... და ამავე დროს ემოციური იყო,ძალიან მომეწონა heart_eyes



მადლობა ძალიან დიდი ❤️მიხარია თუ მოგეწონა

 


№3  offline წევრი nini_22

ძალიან კარგია, <3

 


№4  offline წევრი Ανάξιος

nini_22
ძალიან კარგია, <3



მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent