ჯერემი ბეიკერი
განა არსებობს იმაზე უკეთესი რამ როცა ვინმეს მთელი გულით უყვარხარ? არამგონია, მაგრამ რა გრძნობაა? როცა იმას მოგიკლავენ, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა და ყველაზე მეტად უყვარდი. ბავშვობიდან შეყვარებული ვიყავი მასსზე. ჩემი უბნელი იყო. ერთად ვიზრდებოდით, სკოლაშიც ერთად დავდიოდით, ერთად ვთამაშობდით, ერთად ვერთობოდით, ვსწავლობდით ვჭამდით... ის ჩემზე ერთი წლით დიდი იყო, ჩემი კარის მეზობელი. მთელი ბავშვობა როგორც მეგობარს ისე ვუყურებდი, მაგრამ 13 წლის ვიყავი, როცა თამაშის დროს მოულოდნელად მაკოცა და მივხვდი, რომ საერთოდ არ მიყვარდა ისე, როგორც მეგობრებს უყვართ ერთმანეთი. ის არც ისე თბილი იყო ჩემ მიმართ, მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ მთელი გულით ვუყვარდი. რაც არ უნდა იყოს, ვგრძნობდი რომ ის ჩემი ადამიანი იყო. 15 წლის ვიყავი, როცა სიყვარული ამიხსნა. მითხრა, რომ მთელი გულით ვუყვარდი და არასდროს მიმატოვებდა. რათქმაუნდა ხშირად ვჩხუბობდოთ, მაგრამ კამათის დროსაც ველაპატაკებოდით ერთმანეთს. ზოგი მთელი ცხოვრება ვერ პოულობს მეორე ნახევარს, მე კიდევ 13 წლიდან ვიცი ვინ უნდა იყოს და 15 წლიდან ის უკვე ჩემი მეორე ნახევარია. ჩემი პრინცი იყო. ის იყო ჩემი ყველაფერი. სკოლაში სულ გვერდი-გვერდ ვისხედით, გზაში ყველაფერზე ვლაპარაკობდით და ერთმანეთის გარდა არავინ გვაინტერესებდა. მისნაირი მეორე არ არსებობდა. როცა მის სიახლოვეს ვიყავი, სუნთქვა მეკვროდა და ენა მივარდებოდა. მისი სუნით და ვნებიანი თვალებით ვტკბევოდიხოლმე. 21 წლის ასაკში, ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მის გარდა არავინ და არაფერი მჭირდებოდა. ეს მანამდეც მასე იყო, მაგრამ 21 წლის ასაკში თავს დამოუკიდებლად, ჩამოყალიბებულად და თავისუფლად ვგრძნობდი. ამ ხნის მანძილზე, მე და ჯერემი ერთად ვიყავით. ჯერემი: მაღალი, დაკუნთული, შავგვრემანი, თმა გადაპარსული, მწვამეთვალება ბიჭი იყო, დიდი ტუჩებით, გამოკვეთილი ყბებით და უხეში ნაკვთებით. ის ცივი იყო, მე ზედმეტად თბილი. ღია ფერის კანი მქონდა, მაღალი და გამხდარი ვიყავი, საშუალო ზომის ტუჩებით, გრძელი, სწორი წაბლისფერი თმით, ყავისფერი თვალებით და პატარა აწეული, სწორი ცხვირით. ჯერემი 7 წლის იყო, როცა მამამისი ციხეში ჩასვეს. იქ კაცებმა გააუპატიურეს და ამ ფაქტის შემდეგ თავი მოიკლა. საშინელი ისტორიაა. ამ ამბის შემდეგ გაცივდა ჯერემი და არც მიკვირს. მიუხედავად იმისა რომ მამამისი ნარკობარონი იყო, მაინც პატივსაცემი ადამიანი გახლდათ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ღირსეული კაცი იყო. როცა ჯერემი 18 წლის გახდა, ეს საქმე გადაიბარა. რაც მთავარია იცოდა, რომ არასდროს უნდა გამხდარიყო იმის მომხმარებელი, რასაც ყიდდა. ჯერემი საქმეს შესანიშნავად უძღვებოდა. 22 წლის რომ გავხდი ცოლობა მთხოვა. დიდი ქორწილი გადავიხადეთ და მდიდურულ სახლში ვცხოვრობდით. ყველაფერი იდეალური და ძვირადღირებული გვქონდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა იქნებოდა: მანქანა, სახლი, ტანსაცმელი, თუ რა. ჯერემი ამით კარგ ფულს შოულობდა, თვეში მინიმუმ 80 000$ს. სიმართლე გითხრათ, მისი სამსახური არ მომწონდა. ყოველთვის ვთხოვდი, რომ თავი დაენებებინა, მაგრამ ჯერემი ჯიუტი იყო, თითქმის არასდროს, არაფერს არ მიჯერებდა. ამ საკითხშიც მეწინააღმდეგებოდა და მეუბნებოდა, რომ ასეთ შემოსავლიან სამსახურს ვერსად იშოვიდა. მითუმეტეს როცა ადამიანს, საშინელი პირადი საქმე გაქვს: მშობლები განქორწინებულები, დედა სიმსივნით გარდაცვლილი, მამა კრიმინალი და ციხეში გაუპატიურებული. მეც ვჩუმდებოდი, მაგრამ არ მჭირდებოდა მისი ბინძური ფული, თუ ის ჩემ გვერდით არ იქნებოდა. ყოველ კვირა საზღვარგარეთ, ძვირადღირებულ სასტუმროებში დავდიოდით. "ბრაბუსები", "რენჯ როვერები"... თავზე საყრელად გვქონდა. იმდენი, რომ ჯერემი ერთი დღის გაცნობილ ხალხსაც კი ჩუქნიდა. ამდენ შემოსავალს, რათქმაუნდა მხოლოდ სულელი თუ გაფლანგავს: კომფორტში, სასტუმროებში და სისულეებში. ჯერემის მერსედესის ფირმის ცენტრი ჰქონდა გახსნილი. იდეალური, ბოლო მოდელის მანქანებს ყიდდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი მანქანების ცენტრი, ნებისმიერი ადამიანისთვის. ამპარტავნულია, თუმცა ბიზნესი დაუნდობელი. აქ მხოლოდ ელიტარული ხალხისთვის იყიდებოდა მანქანები. ისეთებითვის იყო ეს ცენტრი, ვინც მოვიდოდა, ნაღდ ფულს გადაიხდიდა და რამდენიმე მანქანას ისე იყიდდა არც დაფიქრდებოდა. ჯერემის ისეთი კავშირები ჰქონდა და იმდენად გავლენიანი იყო, პერსონალურადაც კი უკვეთავდა მანქანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კლიენტს თითებზეც კი უღებდნენ ზომებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი კომფორტულად მოეკიდა საჭესთვის. ცოტა სულელური, უცნაური და ამპარტავნულია მაგრამ, ჩვენ სულელი მდიდრებისგან დიდ ფულს ვაკეთებდით. ამ ბიზნესს მე ვხელმძღვანელობდი, ნარკოტიკების ბიზნესს ჯერემი. ქორწინებიდან 6 წელიწადში ბიჭი გვეყოლა სახელად ჯუნიორი. ამ დროს კონკურენტი ნარკობარომები ნელ-ნელა ასპარეზზე გამოდიოდნენ მაგრამ საგანგაშო არაფერი მომხდარა. დილით მე და ჯერემი ტელეფონის ზარმა გაგვაღვიძა ჯერემის ხელი ჩემ თავქვეშ ედო მე მის უხეშ, დაკუნთულ სხეულს ვეხუტებოდი. ზარი კლიენტისგან აღმოჩნდა ეუბნებოდა რომ რამდენიმე კილოგრამი კოკაინის, ჰეროინის, მეტამფეტამინის, ს და ფენციკლიდინის გადატანა უნდოდა საზღვარზე და სამმაგს გადაუხდიდნენ, თუ ამას მოახერხებდა. საზღვარზე გადატანა სარისკო საქმე იყო. ვეუბნებოდი, რომ არ ღირდა, თან როცა ამდენი სახის ნარკოტიკს ითხოვენ, გარისკვა დიდი სისულელე იქნებოდა, მაგრამ ჯერემისთვის მატერიალური მხარე მნიშვნელოვანი იყო. ყოველთვის მიისწრაფოდა სქელ საფულეზე და სავსე სეიფებზე. მას არ უყვარდა: სპორტული ტანსაცმელი, ტყეში, ხის სახლში ცხოვრება, შეშის ღუმელით გათბობა და ჩვეულებრივი საჭმელების ჭამა. ის მიჩვეული იყო: მდიდრულ რესტორნებს, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებს, კლასიკურ ტანსაცმელს, აუზს ძვირადღირებულ მანქანებს, სახლებს... ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ღებულობდა, ამიტომ ამ საქმეზე უარი არ თქვა. მითხრა, რომ ეს მისი სამსახურია და თუ არ გარისკავდა გავკოტრდებოდით და ყველაფერის გარეშე დავრჩებოდით. ეს კი ამას არ დაუშვებდა. მეორე დილით, ყველა შეკვეთილი ნარკოტიკი დაქირავებულ თანამშრომლებს, გემზე დაალაგებინა და საზღვრისკენ წავიდა. დაახლოებით 5 საათი უნდა ემგზავრა. მთელი გზა ტელეფონით ვლაპარაკობდით, მაგრამ იქ რომ მივიდა არავინ დახვდა, პოლიციის გარდა. აიყვანეს და დაკითხვის ოთახში წაიყვანეს. ჯერემიმ ნარკოტიკების ადგილმდებარეობაზე არაფერი თქვა. უთხრა, რომ ამ საქმეში დაიქირავეს, იმიტომ დათანხმდა, რომ მამამისი ვალში იყო და რადგან ის გარდაიცვალა, პასუხისგებლობა ამას დაეკისრა. წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც მოკლავდნენ და მის ოჯახსაც. თუ დამქირავებელს ჩაუშვებდა, ამ შემთხვევაშიც მოკლავდნენ. პოლიციელებს უთხრა, რომ თავს მანქანების ბიზნესით ირჩენდა, რომელიც მემკვიდრეობით, კანონიერად, ნარკობარონი მამამისისგან ერგო. პოლიციელებმა 14 საათი დაკითხვის ოთახში ამყოფეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ არაფერს იტყოდა, სცემეს. რამდენიმე საათი გაუჩერებლად სცემდნენ, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჯერემი დაიჭირეს, მაშინვე ოჯახის პირად თვითმფრინავში ჩავჯექი და მასთან წავედი. ბავშვი ძიძებთან მაქსიმალური დაცვის ქვეშ დავტოვე, თან კამერებით ვაკვირდებოდი რა ხდებოდა. როგორც ჩამოვედი მაშინვე პოლიციაში მივედი და ჯერემი ვნახე. მის დანახვაზე ენა ჩამივარდა, რამდენიმე წუთი შორიდან ვუყურებდი: მის გახეთქილ წარბს, დასიებულ და ჩასისხლიამებულ თვალებს, გახეთხილ ტუჩებს და სხეულზე ჩალურჯებებს. მაიკაც შემოახიეს ძაღლებმა. დასაკითხ ოთახში გავიქეცი და ჩავეხუტე. რამდენიმე წუთი ვკოცნიდით და ვეხუტებოდით ერთმანეთს, თან ვტიროდი, ასეთ მდგომარეობაში რომ იყო. ცემა იკრძალებოდა, ამიტომ მეორე დღესვე საჩივარი დავწერე, პოლიციელების წინააღმდეგ. სასამართლომ ყველა თანამშრომელი მოხსნა. პროფესიით იურისტი ვიყავი, ამიტომ პროცესსზე ჯერემი, ჩემს გვერდით დავისვი და ადვოკატის მოვალეობას ვუწევდი. მას არავინ დაიცავდა ისე, როგორც მე. კანონი ამ შტატში ასეთი იყო, რომ თუ დამნაშავეს სცემდი, შენ მის წინაშე აშავებდი და გიშვებდნენ. ბევრი ნერვიულობის და მოსამართლის ყოყმანის შემდეგ, სასამართლომ ჯერემი გაამართლა და გამოუშვეს. ჯერემი ამ დროს ისეთი თბილი იყო, არ მავიწყდება. ყოველთვის მკოცნიდა, მეხუტებოდა და ყველაფერი, მაგრამ ყოველთვის სახელით მომმართავდა. დღეს "სიყვარულო" რომ დამიძახა, თავიდან გამიკვირდა და მერე სიცილი ამიტყდა. აქამდე მხოლოდ მე ვეძახდი ასე. ჯერემის სამსახურის გამო, მეგობრები არ მყავდა, მაგრამ არც მჭირდებოდნენ. რადგან ჯერემი ჩემი ყველაფერი იყო. ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. არ მეგონა მისნაირი ადამიანებიც თუ არსებობდნენ, მაგრამ ალბათ ერთი იყო და ისიც მე შემხვდა. მისი საქმიანობის მიუხედავად, ვამაყობდი ჯერემით. ფულის გამო კი ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ რასაც იძახდა სწორი იყო. ეს ისეთი სამუშაოა, პატარა შეკვეთაზეც კი დიდი რისკია, ამიტომ თუ არ გარისკავდა, მართლა გავკოტრდებოდით. ვაღმერთებდი მას, განსაკუთრებით დილა მიყვარდა, რომ ეძინა და მთლიანად შიშველი მეხუტებოდა. ძილში ვაკვირდებოდიხოლმე, ვეფერებოდი და ვკოცნიდი. განსაკუთრებით ის მომენტი მიყვარდა, თავს რომ გადაწევდახოლმე. მაგ დროს თავს ვერ ვაკონტროლებდი, გაუჩეტებლად ვკოცნიდიხოლმე ყელში. ჯერემი შოკოლადივით ტკბილი, დედისერთა ბიჭი იყო. მშობლებს სითბოს მოკლებული, მაგრამ ცოლის სითბოთი დაღლილი. ეს რათქმაუნდა ხუმრობით, მაგრამ ხანდახან მართლაც ვღლიდი ამდენი კოცნით. ის ხმას მაინც არ იღებდა, მეფერებოდა, ხანდახან ჩემი მოფერებით ტკბებოდა. ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, უმეტესად ბრაზობდა, მაგრამ ჩემთან ყოველვთვის თბილი და მზრუნველი იყო. არ მავიწყდება: მისი სუნი, უხეში და ლამაზი ტანი, იდეალური სახე და უკონტროლო და არაპროგნოზირებადი ხასიათი. ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი მასსზე. ერთ დილას ადრე გამეღვიძა. ჯერემი ისე მეხუტებოდა, ტელეფონის აღება და საათის ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, ამიტომ მეც ჩავეხუტე. ფეხები შემოვხვიე და მის ყელში თავი ჩავდე. ვკოცნიდი, ვლოკავდი და სიყვარულისგან ცოტას ვკბენდი. ჯერემის გაეღვიძა, გამიცინა, მომეფერა და კოცნა დამიწყო. რა დროსაც ისევ ტელეფონმა დარეკა, ამჯერად მუდმივი კლიენტი რეკავდა, გარკვეული დოზა სთხოვა... ჯერემიმ უთხრა რომ ახლა დაკავებული იყო და 2 საათში დაურეკავდა... ჯერემის დარეკვა დაავიწყდა, ამიტომ ისევ კლიენტმა დაურეკა. დროზე შეთანხმდნენ და მაქსიმალურად მოფარებულ ადგილას მიტანაზე შეთანხმდნენ. საქმე წარმატებით დასრულდა, ფული მაშინვე ჩაერიცხა. საღამოს ჯერემიმ დამირეკა და მითხრა, რომ გავმზადებულიყავი, კაზინოში უნდა წავსულიყავით გასართობად. ჯერემის აზარტული თამაშები დიდად ვერ ითრევდა, ამიტომ მაშინვე დავთანხმდი და გავემზადე. მოკლე საღამოს კაბა ჩავიცვი, გამჭირვალე ფეხსაცმელები დიდი მრგვალი საყურეები გავიკეთე და თმა გავიშალე. ჯერემის შავი შარვალი, კოსტუმი და პერანგი ეცვა. შავი კლასიკური ფეხსაცმელით და ქამრით. შავი საათი გამაკეთებინა. კაზინოში ხომ საათები არაა, დრო რომ ვერ აკონტროლო და აზრტს შეჰყვე. ყველაფერი ძალიან უხდებოდა, ბრაბუსით მივედით, წელზე ხელი შემომხვია და კაზინოში შევედით. ყველამ იცოდა ვინ იყო და რას საქმიანობდა. მომსახურე პერსონალმა მეორე სართულზე აგვიყვანა და მაგიდასთან დაგვსვა. ჯერემის პოკერი უნდა ეთამაშა, ყველაზე ფულიან, გავლენიან, დაუნდობელ და კრიმინალ ხალხთან. თამაშის დროს დაძაბული ვიყავი და ათას რამეზე ვფიქრობდი. ეს ხალხი ყველაფერს გააკეთებდა, ფულის გამო, ისევე როგორც ჯერემი. მნიშვნელობა არ აქვს რა იქნებოდა, ადამიანის მოკვლა, თუ რა, ამ მაგიდასთან ყველაფერზე წამსვლელი საზოგადოება იჯდა. არ ვიცოდი ჩვენ თუ პოკერის სათამაშოდ მოვდიოდით. როგორც წესი, მხოლოდ სლოტების სატრიალოდ და ჯერემის კოლეგებთან თუ მოვდიოდითხოლმე. დღეს აშკარად განსაკუთრებული შემთხვევა იყო. თამაში 2 საათში დასრულდა, ჯერემიმ დიდი ფული მოიგო. პოკერს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კარგად თამაშობდა. იმდენად კარგად, რომ ლას ვეგასსში საკუთარი კაბინეტიც კი ჰქონდა. ყველა მთვრალი იყო. 2 საათი გაუჩერებლად ვისკის წრუპვამ დაათროთ. ზოგს თვალები ჩაწითლებოდა, ზოგს ბოღმა ახრჩობდა, ზოგი ირონიულად იცინოდა... ცოტა არ იყოს ამ სიტუაციის შემეშინდა. კაზინოს წითელი შუქი ოდნავ ფარავდა მათ გაცეცხლებულ სახეებს. ჯერემი ძლივს დადიოდა, ვუთხარი, რომ სახლში წასვლის დრო იყო. კაზინოს მმართველმა, ყველას თანდასწრებით ბარათი გადმოგვცა, სადაც ხვალ გარკვეული თანხა ჩაგვერიცხებოდა. შემდეგ კი ჯერემიმ ხელი გადამხვია და ბარბაცით ბრაბუსამდე მივიყვანე. მანქნამდე არ ვიყავით მისულები რომ ერთ-ერთმა მოთამაშებ იარაღი ამოიღო და ჯერემის მოულოდნელად ზურგში 4 ტყვია ესროლა. ხელიდან გამომეცალა, დავარდა, დამნაშავე მოვარდა, ბარათი ხელიდან გამოგლიჯა და გაიქცა. მე ვყვიროდი და ხმამაღლა ვტიროდი, თან ხელებს სახეში ვულაწუნებდი და მკერდის კუნთზე ხელებს ვარტყავდი. სასრაფო მალევე მოვიდა, უკან გავყევი. ჯერემი უგონოდ იყო. პოლიცია მოვიდა. საავადმყოფოს მისაღებშივე დამკითხეს და მალევე გაეცალნენ იქაურობას. ჯერემის მოსანახულებლად მისი თანამშრომელიც მოვიდა. ჯერემი კვლავ უგონოდ იყო, მე კი თვალებჩაწითლებული და აზელილი მაკიაჟით მისაღებში ვიყავი და დაბალ ხმაზე ვტიროდი. ჯერემის კოლეგა ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ დამნაშავე დაუჭერიათ. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია მთავარია ჯერემი ყოფილიყო კარგად. ღამე იქ გავათენე. ჯერემი ოპერაციიდან მეორე დღეს გონზე მოვიდა და თვალები გახელილი არ ჰქონდა, რომ მიკითხა. თვალებიდან სიხარულის და სიმწრის ცრემლები ერთდროულად გადმომცვივდა. მივვარდი და ვკოცნიდი, ისიც მეხუტებოდა და მკოცნიდა შეძლებისდაგვარად. გადაადგილება და მოძრაობა უჭირდა მაგრამ მაინც გულიანად მეფერებოდა. მითხრა, რომ თავისი ბიჭის ნახვა უნდოდა. რათქმაუნდა მაშინვე დავრეკე და ჩამოვაყვანინე. ჯუნიორს ეუბნებოდა, რომ ეს საქმე არასოდეს გაეგრძელებინა და არც კაზინოში შეესუნა. შემდეგ ბავშვი უკან დავაბრუნებინე, მე მის პალატაში დავრჩი. მთელი ღამე ვლაპარაკობდით, არცერთს მოგვიხუჭავს თვალი. მეუბნებოდა, რომ როგორც ფეხზე ადგებოდა, მაშინვე უნდა წავსულიყავით სამივე ერთად სადმე კარგ ადგილას დასასვენებლად. შემდეგ ჩვენზე ვილაპარაკეთ. იმ ღამეზე, აუზთან რომ ვიწექით ღია ცის ქვეშ და ვარსკვლავებს ვათვალიერებდით. მასთან მხოლოდ კარგი მახსენდებოდა. ბოლოს სიყვარული ამიხსნა და მეუბნებოდა, რომ რაც თავი ახსოვს, ყოველთვის მე ვუყვარდი. არასდროს ჰყოლია ჩემს გარდა სხვა შეყვარებული და ჩემთვის არასდროს უღალატია, თუნდაც ერთი ღამით. მითხრა, რომ მაღმერთებდა და ჩემი ბედნიერების გამო, ყველაფერს იზავდა, ჩავეხუტე, მის მკერდზე მედო თავი და მის სუნთქვას ვუსმენდი ნელ-ნელა უფრო უძნელდებოდა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ კარგად იყო. მოულოდნელად გული გაუჩერდა, მაშინვე ექიმებს დავუძახე, მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იმ ღამეს არც კი მახსოვს რა ხდებოდა, მინდოდა, მაგრამ ჩვენ შვილზე, ჯუნიორზე ვფიქრობდი. იმ ღამეს 3ჯერ მაღებინა, არც მიფიქრია ეს რისგან მოხდა. იმ დროს ისე ვტიროდი, საავადმყოფოს კედლები შეძწუნებულები მიყურებდნენ. თითქოს ცა ჩამოიქცა და ყველაფერი ჩამობნელდა. თითქოს სამოთხედან გამომაძევეს და სამუდამოდ ჯოჯოხეთში გამომკეტეს. ჩემზე უბედური ადამიანი, მეორე არ არსებობდა. ვტიროდი... რამდენიმე ღამე ვფიქრობდი, როგორ მომეკლა თავი, ბავშვისთვის რა მექნა, როგორ შევხვედროდი ისევ ჯერემის და როგორ ჩავხუტებოდი მას. რამდენიმე თვე ჩემი და ჯერემის ოთახიდან არ გამოვსულვარ, ჯუნიორის ტირილიც მესმოდახოლმე, როცა ჩემთან შემოდიოდა, არაფერს იმჩნევდა, მაგრამ მისი თვალები ელვას ჰგავდა, საშინლად ქუხდა და წვიმდა. მინდოდა მისთვის ტკივილის შემსუბუქება, მაგრამ არ გამომდიოდა. საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, რომ იმ ღამეს კაზინოში წასვლაზე დავთანხმდი. ჯერემი ჩვენი სახლის ეზოში დავასაფლავებინე და გვერდით ერთი ადგილი დავტოვე, ჩემთვის. ჩვენი სახლის დამლაგებელს ექიმი გამოუძახია. მითხრა, რომ ამდენი ღებინება და თავბრუსხვევა, შეიძლება ნერვიულობით გამოწვეულია, მაგრამ მაინც უნდა გავსინჯულიყავი. არაფრის თავი მქონდა, არც დავთანხმებურვარ და არც შევწინააღმდეგებივარ. მინდოდა რომ ჯერემისთან მალე წავსულიყავი, ერთი სული მქონდა მას მეორედ როდის შევხვდებოდი. მის გარეშე ცხოვრებას, ცხოვრება არ ერქვა. ექიმმა გასინჯვა დამიწყო და მითხრა, რომ მუცთან გულის ცემა ესმოდა. დამლაგებელმა დაიყვირა, რომ ორსულად ვიყავი. ბედნიერება და შიში ერთდროულად მომაწვა. მიხაროდა რომ ჯერემის სისხლის მეორე ბავშვი მეყოლებოდა. 9 თვის შემდეგ გაჩნდა ბიჭი. რომელსაც სახელად ჯერემი დავარქვი. ძალიან ჰგავდა მამამისს. მიხაროდა რომ ახლა ორი ჯერემი მეყოლებოდა. ორსულობის დროს ბევრ დამამშვიდებელს და წამალს ვსვამდი. ბავშვს ნერვები რომ არ გაფუჭებოდა, ან არ მომცილებოდა. ჯერემის მეორე საჩუქარს ვერ დავკარგავდი. 2 ბიჭი გავზარდე, ორივეს მამამისის გარეგნობა და ხასიათი ჰქონდა მე არაფრით მგავდნენ და ძალიან მიხაროდა. 56 წლის ვიყავი როდესაც ნერვიულობისგან კიბო გამიჩნდა. რამდენიმე თვე ვიცოცხლე და მალევე მეც ჯერემის მივყევი. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი სიკვდილი იყო, როცა ვიცოდი რომ მეორედ შევხვდებოდი მას და აღარასოდეს დავემშვიდობებოდი. ჯუნიორი ცოლით და 1 შვილით დავტოვე, ჯერემი მხოლოდ საცოლეთი. ჩემი შვილიშვილიც ძალიან ჰგავდა ბაბუამისს მაგრამ ის ერთადერთი იყო, რომელიც ვერარასოდეს განმეორდებოდა. 56 წლის ასაკში ამიხდა ეს ოცნება და მართლაც შევხვდი მას და ჩვენ, ახლა უკვე ზემოდან ვაკვირდებოდით ვარსკვლავებს, რომლებსაც ჯერემი და ჯუნიორი ერქვათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.