შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ან გავიმარჯვებ ან მოვკვდები (2)


13-06-2020, 21:44
ავტორი nini_22
ნანახია 688

მახსოვს ერთხელ ბებია მეუბნებოდა,რომ მძიმე დღეები ყველა ადამიანს აქვს,სიძლიერე ის კი არ არის რომ არ დაეცემი,არამედ დაცემის შემდეგ წამოდგომას რომ შეძლებო.
-ადამიანი ძლიერი უნდა იყოს -ამბობს ბებიაჩემი
-რატომ ბებია,პირიქით ადამიანი სუსტია -ვეკამათები და თან მინდა რომ გაჯავრდეს.
-ადამიანი ძლიერი უნდა იყოს -ისევ იმეორებს
-რატომ უნდა იყოს ძლიერი,მაშინ მითხარი
-იმიტომ რომ ცხოვრება რთულია,იმდენად რთული რომ ზოგს გაძლება უჭირს,ზოგი ცოცხალია,მაგრამ მკვდარი
-მე არ გამიჭირდება ბებო,მე არ გავიჭირვებ
-ღმერთმა ქნას შვილო,ღმერთმა -აკანკალებული ხელი თავზე გადამისვა ბებიამ.

პალატის ფანჯარაში შემოსულმა მზის სხივმა,თვალი გამისწორა და სიცოცხლე მისურვა. იოცნებეო მითხრა,იოცნებე,იქნებ აგიხდესო.ნელა წამოვიწიე საწოლზე,ამ დროს ექთანი შემოვიდა და თბილი პლედიც შემოიტანა -ავადმყოფობა არ მეყოფოდა,ახლა სიცხითაც უნდა დავიტანჯო -ჩუმად ჩავილაპარაკე, თან უნებურად ფანჯრისკენ მივბრუნდი,-რას ელოდები? -მკითხა ,პასუხს არც კი დალოდებია,ისე გავიდა
-სასწაულს -და თან ჩამეცინა ,სასაცილოა მუდმივად ფანჯარასთან იჯდე და სასწაულს ელოდებოდე,განა მეშინია,ჩემს თავს ვეუბნები,თავს ვიმშვიდებ.შიში ყველაფერი არ არის,არ ღირს შიშს დაემონო.აქამდე ხომ ჩვეულებრივად ვცხოვრობდი,მიყვარდა და ვგიჟდებოდი,სისულელეებს ვაკეთებდი და ვჩერდებოდი,ფეხშიშველი დავრბოდი სანაპიროზე,ბევრ ფოტოს ვიღებდი და მერე ამაზე ვიცინოდი,კოცონთან მუსიკის ფონზე მეძინებოდა,ბედნიერებისგან ვტიროდი.აქ კი ერთფეროვნებაა,თეთრი კედლები,წამლების სუნი და მუდმივი შიში.
განა ყველას უხდება ოცნებები,ამბობენ ოცნებებისთვის ბრძოლაა საჭიროო.ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო.მაგრამ...არ მჯერა.არსებობს სურვილები,რომლებიც არასდროს ასრულდება.შეიძლება იბრძოლო,გაიღო ყველაფერი რაც გაგაჩნია და არ ასრულდეს.სამყარო ასეა მოწყობილი.წვიმდეს მაინც,ჩამორეცხავდა ამ საავადმყოფოს კედლებს ადამიანის ცრემლებს.

პალატის კარების გაღებას ვიღაცა ჩუმად ცდილობდა.
-შემოდი ლიკა დაგინახე-დავუძახე ბავშვს
ლიკამ ჯერ მარჯვენა ფეხი შემოდგა -თავად ვასწავლე,რომ ასე მოქცეულიყო,ხელში ნახატი ეჭირა რომელსაც ზურგ უკან მალავდა.
-ვხედავ რომ რაღაც დაგიხატავს,შეგიძლია მაჩვენო?
-უნდა გამოიცნო ვინ დავხატე
-ჰმმ...მოიცა,არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ ლამაზია -ამის გაგონებაზე ლიკას გაეცინა
-კი ლამაზია,მე შენ დაგხატე-ნახატი შემოაბრუნა,თეთრ ფონზე ჩხირების მსგავსი ფორმები ეხატა -ეს შენ ხარ,ეს კი მე -საკუთარი თავი პატარა ხაზით გამოუხატავს,ავუხსენი რომ საჭირო იყო მათთვის სახისა და ხელების მიხატვა,მაგრამ არ მოეწონა.ბავშვი იყო და გულწრფელად ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა.მხოლოდ გულები მიუხატა,მიყვარხარო დააწერა და მაჩუქა.
ლიკა პატარაა,მაგრამ ვგრძნობ რომ მან ყველაფერი იცის, დღითიდღე უკეთესად ხდება.ერთი კვირის წინ დაბადების დღე იყო,ბევრი ფოტო გადაუღეს. მშობლები არასდროს აკითხავდნენ,შემდეგ გავიგე რომ მანამდე ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.აღმზრდელი მუდამ აქ არის,არასოდეს ტოვებს. პატარა ბავშვი დაუსრულებელი ქიმიოთერაპიისგან დაღლილი ყოველდღე ფანჯრებთან ელოდებოდა მშობლებს,დედა მაინც გამოჩნდესო იქნებ.მაგრამ ის ქალი არ ჩანდა,ალბათ არც ახსოვს ოდესღაც საკუთარი შვილი, რომ გაიმეტა.თუმცა რატომ მიკვირს, ადამიანები სულსაც ჰყიდიან და აგდებენ.თუმცა ამ პატარამ რა დააშავა.
დედამისმა რომ იცოდეს მისი შვილი ისეთი ნიჭიერია,მთელ მსოფლიოს შეშურდება,ალბათ უარს იტყოდა მის დატოვებაზე.დედამისმა რომ იცოდეს მისი შვილი ისეთი კეთილია,სამყაროს მისი სიკეთით გადაარჩენს,ალბათ არც არასდროს მიატოვებდა.
ორი დღის წინ, ლიკამ მითხრა სიზმარი ვნახეო,ზოგადად სიზმრებს ხშირად ნახულობს.მაგრამ ეტყობოდა შეშინებული იყო,არ მითხრა რამ შეაშინა.უბრალოდ მაგრად ჩამეხუტა,როცა მომეკრო მთელი სხეულით კანკალებდა. ბავშვები თბილები არიან, მათ დაცვა სჭირდებათ,ისე არიან როგორც მცენარეები.უნდა უპატრონო,მოუარო ,გაზარდო.მათ სიყვარული სჭირდებათ,სხვაგვარად , გაიზრდებიან და სარეველებად იქცევიან. მაგრამ ყველას როდი ეძლევა გაზრდის შანსი,ზოგი პატარაობაშივე ხმება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent