შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Sky


15-06-2020, 03:40
ავტორი Tattaa
ნანახია 801

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილადაა დაყოფილი
პირველი - სადაც ვცოცხლობ, მეორე..

ცოტა სასაცილოდ
ორივე ერთდროულად რომ ვინთებით საიტზე.
ჯერ არ ვიმჩნევთ ამას და უსასრულოდ
ვწერთ, ვლაპარაკობთ, ვიცინით, ოღონდ სხვებთან.
ბოლოს ყველა იძინებს და უკვე მერამდენედ:)
ერთმანეთის გარდა არავინ გვრჩება.
დაიმახსოვრე, ეგ დრო - ჩვენია!
ერთმანეთის ფოტოებს ვუყურებთ და რა ხანია, ვერ ვბედავთ მოწერას.
ვუყურებთ და ვფიქრობთ რატომ არ გვძინავს.
და ვიხსენებთ ყველაფერს თავიდან ბოლომდე.
ჯერ ღიმილით, შემდეგ კი იმედგაცრუების უზარმაზარი შეგრძნებით.
გადამეტებულად ვფიქრობთ იმაზე თუ
რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახლა, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავით
ან მე დამეთმო
ან შენ გადმოგედგა კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემსკენ
გავბედავდით მაინც ლაპარაკს და იმ ყველაფრის თქმას, რასაც ახლა გულში ვფიქრობთ, "ნეტავ ესმოდესო".
საბოლოოდ ორივე ვგიჟდებით ერთად რომ გვათენდება და ამას რომ ორივე ვგრძნობთ.
ორივე ვუყურებთ ცას, მაგრამ სხვადასხვა ფანჯრიდან
ცივი ტონიდან დაწყებული ნელ-ნელა რომ იცვლის ფერებს, იმ გარდამავალ წამს ერთმანეთზე ვფიქრობთ და საბოლოოდ დღის წყვიადში ვიკარგებით.
ან მე ვთმობ პოზიციებს ან შენ და გავდივართ.
გავდივართ და თითქოს ამით ერთმანეთს ვუმტკიცებთ რომ მაგრები ვართ..
მაგრამ საბოლოოდ
მაინც ორივეს ცის შემყურე გვეძინება.



№1  offline მოდერი ენქეი

მთელი გრძნობით გაქვს დაწერილი
ერთი ადამიანი გამახსენდა❤️
მადლობა შენ ამ ჩანაწერისთვის heart_eyes

 


№2  offline წევრი Tattaa

ენქეი
მთელი გრძნობით გაქვს დაწერილი
ერთი ადამიანი გამახსენდა❤️
მადლობა შენ ამ ჩანაწერისთვის heart_eyes

კი, ასეა <3 მადლობა შეფასებისთვის <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent