ხარ თუ არა ბედნიერი?
ვარ თუ არა ბედნიერი? ეს, კითხვა საკუთარ თავს ხშირად უნდა დაუსვათ რადგან გაიგოთ რეალურ ცხოვრებაში რა ადგილი გიკავიათ და ბედნიერებასთან ახლოს ხართ თუ არა ან პირიქით, ბედნიერება ახლოს თუ არის თქვენთან.ბედნიერება, ეს ისეთი მცნებაა რომელიც ყველა ადამიანს გამოუცდია ცხოვრების მანძილზე ან თუნდაც მომავალში გამოცდის.შესაძლოა სიხარული იყოს წამიერი, წუთიერი უსასრულოც კი.სადაც ბედნიერებაა იქ წუხილი, ვაება და სევდაც ისადგურებს რადგან ეს ცხოვრებაა და თავისი წესები აქვს.არ შეგიძლია წესების შეცვლა, მხოლოდ დამორჩილებაა შენი ვალი.თვითონვე უნდა შექმნა სიხარულის ნაპერეკალი, ნაპერწკლისგან კი გააჩაღო ბედნიერების კოცონი.საკუთარი თავის გამხარებელი უნდა იყო და გერქვას.პირველყოვლისა საკუთარ თავს ახარებდე, აბედნიერებდე შესაძლებლობებს აძლევდე და შემდეგ სხვა დანარჩენებს მიანიჭო იგივე. დაფიქრებულხარ, მაინც რა ფერი აქვს ბედნიერებას? შესაძლოა თეთრი, მწვანე, იისფერი, წითელი, ყვითელი ეს ფერები, რომ შეურიო რა გამოვა? მე, ცისარტყელას ფერებს ვუწოდებ რადგან როცა იღიმი ყველა ფერადი ფერი სულდგმულობს და მრავალფეროვანი ხარ.მუცელში სიამოვნებისგან პეპლები დაფარფატებენ, სულის კუნჭილში კი ჩიტების საამური ჭიკჭიკი ისმის.ფერთა გამით იქმნება ის უზარმაზარი, უფერადესი, ჰარმონიული სურათი რაც აღწერს ცხოვრებას, ისტორიას შინაგან სამყარის, დედამიწას და მოქმედ პირებს.ბაღში, იმდენი ფერის, ფორმის, ჯიშის ყვავილი უნდა დარგო რომ რაც შეიძლება განსხვავებული, მშვენიერი და ნაირფერი იყოს თუ სულ ერთფეროვნება იქნება რაღა აზრი ექნება მის არსებობას? ხიბლი ხომ დაეკარგება? მეტიც, ბევრი ადამიანი ამას ყურადღებას არც მიაქცევს მაგრამ როცა მრავალფერადოვანი ხარ სულით და ხორცით გარემოსაც მნიშვნელოვანს ხდის შთაბეჭდოლებას ახდენ გარშემომყოფებზე, კარგ ხასიათს, განწყობას გადასდებ მათ და აბედნიერებ ადამიანური ბუნებით.ამაზე მეტი სიხარული არ არსებობს, რომ ამდენი ენერგეტიკა გქონდეს ადამიანს, ასეთი ბუნებრივი იყო, ყველას აფერადებდე ე.ი იმ ბუნების შვილი ხარ, რომელსაც მუდამ ხიბლი აქვს და მარადმწვანეა ადამიანებს არასდროს ბეზრდება და ყოველთვის უხარიათ მისი მონახულება.ყოველი დღე დაიწყე ღიმილით, იმედგაცრუება გაივლის იქნება კიდეც ბევრჯერ ცუდი დღეები, იქნება სევდა და ტკივილი, მოღრუბლული დღეები, მაგრამ თანდათან დათბება, გამოვა მზე იარსებებს მშვენიერი დღეებიც, იქნება ღიმილი, ჩიტების ჭიკჭიკი, სიმღერა, ხემი და სიცილი ბევრი ადამიანთა ბედნიერი სახეები და იმის გაცნობიერება, რომ არ ვიცით ხვალ, ზეგ, მაზეგ საერთოდ მომავალში რა მოხდება.ვიცხოვროთ ყოველი დღით და შევეცადოთ, რომ ყოველი დღე იყოს თითოეული განვლილი დღისგან განსაკუთრებული, ბევრის მომცემი, ადამიანებისთვის დამაფიქრებელი, რაღაცის მომასწავლებელი.ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და ერთად შევძახოთ ბედნიერებას მოდი, ჩემთან ახლოს იყავი.მე, შენ მჭირდები.თუ ჩვენით არ მოვინდომებთ სიცოხლეს და არ მოვიწადინებთ სიცოცხლეს აზრი არ ექნება. ამას სხვა ვერ გაგვიკეთებს იმის თქმა მსურს, რომ გადავრჩებით ან მოვკვდებით.ეს კი შენი არჩევანია, ამიტომაა ბევრი ირჩევს სიცოცხლეს ზოგიც კი სიკვდილს..და შენი არჩევანი როგორია? გირჩევ, იცოცხლო გაიღიმო რადგან ადამიანი წარმავალია..ნუ მიგეჩქარება სადღაც შორს, დარჩი აქ შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაათბე მათი გულები.იყავი, ყველაზე ბედნირი ადამიანი უსასრულოდ თუ ვერა წამიერად მაინც, რადგან წამშია ბედნიერება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.