შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dance with night


23-06-2020, 16:23
ნანახია 871

შორს ადგილ - ადგილ ლამპიონებით განათებული სივრცე და წყვდიადი ერთმანეთს ერწყმოდა და უჩვეულო სანახაონას ქმნიდა, თითქოს აჩრდილთა იდუმალ ცეკვას მალულად ვუმზერდი, სიო ხეებს არხევდა და ფოთლებს მოძრაობას აიძულებდა...

ფოთლებიც, მომაკვდავნი...
უმწეოდ ირხეოდნენ და ზამთრის თეთრ უსასრულობაში ქრებონენ.

მთვარის შუქი ნისლით მოცულ ასფალტზე მოცისფრო, მოლურჯო ლანდებად ირეკლებოდა და წამებში ღამის სიბნელეში ინთქმებოდა...
ეს იმდენად საოცარი სანახავი იყო, რომ ვერც კი შევამჩნიე სიცივისგან გაყინულს როგორ მომხვია მან ხელები, სწორედ იმ წამს ვიგრძენი სიმძიმე სხეულში, თითქოს დაკარგულ სულთა ხელები უმისამართოდ მექაჩებოდნენ.
არც კი ვიცი როგორ ან რატომ მაგრამ სასაფლაოს წინ ვიდექი და ამის გაცნობიერებისთანავე მოულოდნელად ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თითქოს ჩემში ელექტრობამ მსუბუქად გაიარა, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა სხეულიდან ძალა და როგორ გადავდიოდი აჩრდილთა სამყაროში....
წარმოვიდგინე როგორ ვიცეკვებდი ფოთლების შრიალში, წყვდიადთან ვალსს და ფეხები მომეკვეთა, რომ არა ის ალბათ დავეცემოდი თუმცა ასე არ მომხდარა, ხელის მოხერხებული მოძრაობით მის მკლავებში აღმოვჩნდი, მხოლოდ მაშინ შევნიშნე მისი უჩვეულოდ აბურდული თმა და ზღვის ტალღებივით ბობოქარი, ოდესღაც ლურჯი თვალები რომლებსაც მარტოობის კვალი უკვე დამჩნეოდა...
ცოტაც და თვალები თავისით დახურავდნენ ქუთუთოებს და წამწამებს წყვდიადის ნაკოცნი, დაწყევლილი უფლისწულებივით დარაჯად დაუყენებდნენ, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მოვასწარი მისი მაგრად მოკუმული ტუჩების დანახვა, რომელიც რაღაც მოძრაობას ასრულებდნენ, წრიულ ფორმას ხაზავდნენ და ისევ ერთ სწორ ხაზად იკვრებოდნენ, რომელიც მთვარის შუქზე თეთრი ჰორიზონტივით ჩანდა, რადგან ჩემი თვალები დანებებას იწყებდნენ და მეც სამყაროს მის მოკუმულ ტუჩებში ამეტყველებულს ვხედავდი,
არვიცი რატომ მაგრამ თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი, უჩვეულოდ მშვიდადაც კი და მეც თვალები დავხუჭე, უცებ სიომ დაუბერა, ნიავი გრიგალმა ჩაანაცვლა, ფოთლების შრიალი კი ტოტების ლეწვამა და ნგრევამ შეცვალა, თითქოს ბუნებამ დანებების გამო დამსაჯა, გონება რომ არ დამეკარგა ალბათ თვალების გახელა მაინც არ მომინდებოდა, ვერ ვხედავდი თუმცა ვგრძნობდი, რომ აჩრდილებმაც შეწყვიტეს ცეკვა და თავი მიძინებულ მიცვალებულთა საფლავებს შეაფარეს, ამის წარმოდგენაზე შიშმა მომიცვა და საბოლოოდ გავითიშე, სანამ გრძნობელობას ბოლომდე დავკარგავდი მხოლოდ ისღა ვიგრძენი, როგორ აუთრთოლდა მასაც სხეული...
ალბათ მანაც იგრძნო ჩემი შიში ან უბრალოდ ეს ყველაზე მარტივი პასუხი იყო რისი მოძებნაც შემეძლო იმ დროს, რადგან მას შემდეგ მხოლოდ სიბნელეღა მახსოვს, მხოლოდ სიბნელე....
წყვდიადი....
და სხვა აღარაფერი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent