შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟაბო (სრულად)


29-06-2020, 16:13
ავტორი guroo
ნანახია 16 564

მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი კაცი გამოჩნდა. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს სადღაც მიმალულსა და გარინდულს, საიმედო ნავსაყუდელში მიაგნეს და ახლა იქაურობას დაანგრევდნენ, ნაფშხვენებად აქცევდნენ უკლებლივ ყველა აგურს, რომ კედლები კვალავაც არ აშენებულიყო.

უსახური და უხალისო შენობების თითქმის უკაცრიელი მოედანივით იყო ეს ადგილი, სადაც ჟაბოს, რახანია, არავისთვის მოუკრავს თვალი. სტუმრობდა აქაურობას და ეულად ერწყმოდა მის ვეება სივრცეს. სხვების გამოჩენა კი რაღაც ძალიან ახალი, უჩვეულო, დამაბნეველი და ამავდროულად შემაძრწუნებელი აღმოჩნდა მისთვის. აქამდე სიმყუდროვეს შესჩვეოდა და ვერ წამოედგინა, რომ ეგოისტურად მისაკუთრებული ამ ადგილის განაწილება მოუწევდა დედამიწის კიდევ ერთი და ორი, ან უფრო მეტი შვილისთვის.

ავისმომასწავლებლად გამოჩენილებმა კიბე მოიტანეს და კედელს მიაყრდნეს. ოღონდ იმ კედელს არა, რომლის დანგრევის შიშმა სულის სიღრმემდე შეაშფოთა ჟაბო, არამედ იმას, რომელიც ალაგ-ალაგ ბეტონშემოძარცვული იდგა და მაინც მედგრად გადაჭდობილიყო დანარჩენებთან. მრავალჯერ გადაგორებული და ზოგჯერ წიხლნაკრავი მელანქოლიის სურნელი შეპარვოდა პატარა ნასვრეტებში, სევდიანი უფერულობით შენიღბულიყო, ჟაბოს მარტოობის მოზიარე გამხდარიყო და თვლემდა მთელი სიაშკარავით, რომ იქ მყოფთ არაფრის მორიდებოდათ. ყოველმხრივ საიმედო იყო, განსჯის მოძულე და თვალ-ყურდახუფული.

საღებავების ფერადი კვალი აჩნდა აქა-იქ კიბეს. ჟაბო მიხვდა, რომ ტყუილად აღელდა.

- გამარჯობა! - ისე გამბედავი ეჩვენა საკუთარი ხმა, რომ ამჯერად ამის გამო შეცბუნდა. - კედელი უნდა შეღებოთ?
- ჰო, დაგვავალეს. - ძალით ამოთქვა ერთ-ერთმა უცნობმა, თითქოს საათების განმავლობაში თავს აბეზრებდა ჟაბო და ყელში ამოუვიდა მასთან ლაპარაკი.

გამბედაობის ანტონიმს მზე მიადგა და მანაც გაუცინა. თვითონ გამბედაობამ მზეს შეცინებულის ჩრდილში გადაინაცვლა.

საკვირველი ის იყო, რომ უკაცრიელ მოედანზე, მიუხედავად იქ მისულთა საქმიანობისა, სიცოცხლე მაინც არ იგრძნობოდა და დაფარფატებდა ჰაერში მარსის ეფექტი - აგრესიული და ფეთქებადი პლანეტის ჯერ კიდევ გამოუყენებელი სიცოცხლისუნარიაობა.

ჟაბო მღებავებს აკვირდებოდა, მაგრამ ისე უსიამო იყო მათი ყურება, თითქოს სიცარიელე ატყვევებდა მის მზერას, რადგან მუნჯი, უნაპერწკლო, ინერციული ტემპერამენტით ასრულებდნენ ისინი თავიანთ საქმეს. ეგონა, ნაგვიდან ამოქექილ ფილმს უყურებდა, რომელიც თავის დროზე უკვე მოისროლეს საჭირო ადგილას, მან კი სიბინძურეში ამოითხვარა ხედვა. ამიტომ მთლიანად შეერწყა ყურსასმენებიდან გადმოღვრილ მუსიკას და მოუჩრდილა თვალებს ქუთუთოებით, რომ მყუდროდ ეგრძნო თავი და შიგნით, კანს მიღმა ეცეცებინა თაფლისფერით მოწამლული სიმრგვალეები. იქ იყო კინოთეატრი - არა ნაგვით შემოსილი, მოგონებებისა და წამიერი ხილვების დაუსრულებლად მიმდინარე ფილმი - და იყო ბიბლიოთეკაც, რომლის თაროებსა და კედლებზეც კი მტვერდაფენილი ფრაზები იკითხებოდა: ზოგი უხეშად ამოკაწრული და სხვები - ვარდის ფურცლებივით ნაზად მიმობნეული, მინელებული ფარფატით ზედაპირზე ჩამოცვენილი და იქვე არომატული სირბილით მიალერსებული.

კიბე წაიქცა. ზედ აბობღებულილი მღებავი ძირს დაენარცხა და ტკივილის გამომხატველი შორისდებულების მთელი წყება ამოაფრქვია მანამდე მოკუმული, კანაქერცლილი ტუჩებიდან. სიტყვებმაც ბაგესავით დაქუცმაცებულად გაიჟღერა. იფიქრებდით, სიმუნჯეს შესისხლხორცებული ენა უტრიალებსო პირში.

ჟაბო კი კარგახანს გულგამსკდარი ღრიალებდა, ვიდრე არ მიხვდა, რა დაბრახუნდა მის გვერდით ასე ძლიერად.
- ადექი, ნუ ვაი-ვიშობ. დღეს უნდა შევღებოთ ეს კედელი. ხვალ აქ აღარ მოვალთ. ერთი და იგივეს კეთებას ორი დღე არ მოვუნდებით. ადექი-მეთქი! მე ავალ კიბეზე და შენ ის მომაწოდე, რასაც დაგიძახებ.
- მტკივა, მაცადე. ისედაც მოვასწრებთ.
- დიდხანს არ დავიცდი.

ცივი და არაადამიაური ეჩვენა მღებავი ჟაბოს, რომლის გულქვაობამ ყინულოვანი შეხებით დაუარა მთელ სხეულზე. თუმცა, უფრო შორეული, ტრაგიკული და მძიმე მიზეზი უნდა ჰქონოდა დამამსხვრეველი ყინვის შეგრძნებას. აი, ისეთი შემბოჭველი და სუნთქვის შემკვრელი, როგორც წყლის მოლეკულები იბოჭება ყინულად ქცევისას და კვდომას იწყებს მათი ქაოტურობა, სიცოცხლეს ეხლიჩება ნელ-ნელა ყველა.

მიწისძვრა. ნგრევა. კედლები. ნაფშხვენები. კიბე და სიმაღლე. ფერები და სასტიკი მღებავი. დამამსხვრეველი შებოჭილობა...

***
დედამისი ძალიან მაღლა იდგა, ჟაბოს აზრით. კიბის მწვერვალთან იმდენად ახლოს, რომ ორი მტკაველის დათვლა შეიძლებოდა მასა და მწვერვალამდე დარჩენილ მანძილზე. იმ დღეს კიბე შეირყა და ჰაერში გამოკიდებული დარჩა დედამისი. მართალია, კედლის ნაფშხვენებით არ ამოვსებულა მისი საფლავი, მაგრამ მიწის მოზრდილმა და შეყინულმა ბელტებმა ნამდვილად ხმაურიანად დაუკაკუნეს კუბოს ფიცარზე. ალბათ, უკანასკნელი "შეიძლება შემოსვლა?" აღმოხდა მათ ხმაურს, რომელზე პასუხი უკაცრიელ სახლს ძლივს გასაგონადაც არ დასცდენია. მდუმარე იყო და სიკვდილთან გარიგებული სამყაროს მღებავიც. მიწისფერი შეურჩია მგლოვიარე დღეს შესამოსად და აკვირდებოდა ლამის სუნთქვაშეკრულ ჟაბოს, დედამისის კიბის შემარყეველსა და ყველაზე უფრო სასტიკს იქ მყოფთაგან.

ჟაბო მოწყენილი იყო, სევდას შეჩვეული ყოველდღიური განწყობით დამუხტული და არ ეზიზღებოდა ყველაფერი, დამნაშავეს არ ეძებდა არც ახლოს, არც შორეულად და, მითუმეტეს, ღმერთს არ ავსებდა საყვედურებით. დინჯად იტანდა თავსდმტყდარ ტრაგედიას და ხმას არ იღებდა, რადგან იცოდა, ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ მარსის ეფექტს უნდა ჩაბღაუჭებოდა.



№1  offline მოდერი guroo

საათობით დავიცდი. ეს ჩანახატი გამოხმაურების გამო დავწერე და ვერ ავიტან თქვენ სიმუნჯეს.

ვიდრე ვიცდიდი, ალუბლის დაკრეფა მოვასწარი. კურკისგან გამოვათავისუფლე და დავაბლენდერე. სასიამოვნო დასალევი იყო. ლუდის კათხაში ჩამოვასხი და ვფიქრობდი, შეიძლება მართლა დამათროს-მეთქი და ნეტავ ამხდენოდა ეგ ფიქრი. არაფერი სჯობს იმ მდგომარეობას, როცა მთვრალი ზიხარ და ათას სისულელეს წერ. მაგ დროს ყველაფერს ედები.
ალუბალმა ვერ დამათრო. ვერაფერს მოვედები.
მგონი, სამი საათის წინ ავტვირთე "ჟაბო". დროის დათვლა ცუდად გამომდის და მომიტევეთ, თუკი ვიცრუე ორიოდე სიტყვის წინ. ზოგადად, თვლა მეშლება ხოლმე. აი,ფულსაც ვერ ვთვლი.
მაგრამ რა ჯადაბა მოვუხერხო იმას, რომ თქვენი კომენტარების დათვლა არაჩვეულებრივად გამომდის და მიყვარს კიდეც?!
იცოდეთ, ისევ გელით!

 


№2  offline წევრი EllaTriss

კარგია, უფრო მეტიც ერთ-ერთი საუკეთესო იმ ჩანახატებს შორის რაც კი აქამდე წამიკითხავს. ❤ ძალიან კარგად გაქვს გადმოცემული ჟაბოს გრძნობები, განსაკუთრებით დასკვნით ნაწილში. ყველაფერი მომეწონა ❤ წარმატებები! ❤❤

 


№3  offline მოდერი guroo

Maria_
კარგია, უფრო მეტიც ერთ-ერთი საუკეთესო იმ ჩანახატებს შორის რაც კი აქამდე წამიკითხავს. ❤ ძალიან კარგად გაქვს გადმოცემული ჟაბოს გრძნობები, განსაკუთრებით დასკვნით ნაწილში. ყველაფერი მომეწონა ❤ წარმატებები! ❤❤

სუნთქვაშეკრული ველოდი ახალ კომენტარს. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჟაბოს სევდაში. ძალიან გამახარე, მე კიდევ დღემუდამ ბედნიერებას დავეძებ ყველგან და ყველაფერში. გამადლობ, მარია.

 


№4  offline მოდერი guroo

უცნაური მე
პირველად წავიკითხე თქვენი ჩანახატი. არადა დიდი ხანია ვკითხულობ.. მომეწონა.. წერის სტილმა აღმაფრთოვანა. ჟაბომ დამასევდიანა. აუცილებლად გადავხედავ თქვენს ნაწერებს.

თქვენი პროფილი დავათვალიერე. აქტიური მკითხველი ყოფილხართ. მიხარია, რომ ჩემ ნაწერებში შემოგიტყუეთ. დაგელოდებით ხოლმე სხვა დროსაც.

ელპინი
პირველი წინადადება ისეთი იყო, მეგონა, თვითონ "ჟაბოსიანები" აღდგნენ მატერიის შიგნით, თუ. . .?
არ ვიცი - რატომ - ეგრევე ფიროსმანი ამომიტივტივდა გონებაში მიჩქმალულ ნავსაყუდელსა და შემზარავ მარტოობაზე, რომლის მსხვერპლიც - ყველა ვართ ნაწილობრივ, მე ვფიქრობ.
ჟაბოს დედის მსხვრევა ეტკინა, თუ დაუშლელი კედლის ჩამოგრევაზე ფიქრი, შენი აზრით?
რა მოიგონე ეს მკვდარი ფერებით ხატვა? არ მომწონს, ძალიან არ მომწონს, არ შეიძლება ამასთან ამგვარად თამაში. ჩემთვის კატასტროფა იყო, ხომ წარმოგიდგენია? შენ ფიქრობ, რომ ზოგჯერ შეიძლება ფერი იყოს ცივი, როგორც ამას ყველა ხელოვნების მასწავლებელი ასე ასწავლის სკოლაში და მე მგონია, რომ - არა, არანაირად, ვერ. იმიტომ შემოაგდე ისეთი მარსი. სად გინახავს ეგეთი ჩემთან? გავბრაზდი. ვითომ ის იყო, რომ ზოგჯერ უნდათ გაფერადება, მაგრამ ბრახ - "ეს რა საშინელია ფერია, თურმე, არ ვარგა." ვერ წარმომიდგენია ასეთი მხატვრები, რა. მხატვარი ჩემთვის უზენაესია, ვინმე - ღვთაებრივი.

"გამბედაობის ანტონიმს მზე მიადგა და მანაც გაუცინა." - ეს მითხარი.

"ჟაბო კი კარგახანს გულგამსკდარი ღრიალებდა, ვიდრე არ მიხვდა, რა დაბრახუნდა მის გვერდით ასე ძლიერად." - აი, შენი კარტიც, გურამ. ის ჟაბო მოკვდა, რომელიც ასეთი ცივი ფერებით არ იყო მოხატული. ჰოდა, კი უნდა იღრიალო ამ დროს დაუსრულებლად.

და იცოდე, მარსს მხოლოდ ის უნდა ჩაეჭიდოს, ვინც ბედნიერებას ეძებს.

ძალიან ლამაზი სახელია ჟაბო, ძალიან. მე მეზედმეტა ის მუსიკა იმიტომ, რომ მას ეს საერთოდ არ სჭირდებოდა. ფიზიკურად ისეთი აღნაგობისაა, რომ ვერ მივა ყურსასმენი ჟაბომდე ვერანაირად. რა უცნაურია, არა?

რა გიყვარს ეს ბოდიალი წინ და უკან, დახტი კალიასავით და გვეპაზლები. ზოგჯერ ვარდები, ან უბრალოდ - ჩვენი აზრები არ ემთხვევა, რაც აუცილებელი არ არის. თუმცა, ჰო, მაინც ვარდები და ერთი პლუსი გაქვს, როცა შენი კედელი მსხვრევას იწყებს, უცებ რაღაცას "მობოდავ" და სავსებით საკმარისია - კომეტის უკან გასაბრუნებლად. მხოლოდ ჟაბოს გამო მომეწონა. მორჩა.


ჩემმა მასწავლებელმა ხელოვნება არ იცოდა. სოფელში შესაბამისი კომპეტენციის მქონე მასწავლებელი საერთოდ არ გვყავს. მოკლედ, მინდა იცოდე, რომ არავის უსწავლებია ჩემთვის, თითქოს რომელიმე ფერი ცივია. ისეკი, ცივი ფერი არსად მიხსენებია და მიგულისხმია.
“გამბედაობის ანტონიმს მზე მიადგა და მანაც გაუცინა. თვითონ გამბედაობამ მზეს შეცინებულის ჩრდილში გადაინაცვლა” - მგონია, რომ არაფერი იყო აქ შენთვის გაუგებარი. მაგრამ ძალიან ბრაზობ, რომ სიტყვებს ასე ვექცევი, ასე ვთამაშობ და საბოლოოდ მარტო მე ვერთობი. რაღაც უნდა მოგიყვე. ძალიან მოკლედ დავწერ. წინა სამსახურში თითქმის სულ სკამზე მიწევდა ჯდომა. ჩემს თანამშრომლებსაც ასეთივე ბედი ჰქონდათ :დდდ ანუ ბევრი სკამი იყო იქ. ერთხელ ხელი მოვკიდე ერთ-ერთს და იატაკზე გავაცურე. საშინელი ხმები გამოსცა. მე მეამა იმიტომ, რომ ნერვები დაგლეჯაზე მქონდა. თანამშრომელმა მითხრა, რომ ისეთი რამით მეკაიფა, რითიც ისინიც იკაიფებდნენ. ალბათ, სახეზე დამეტყო მაშინ სიამოვნება:დდდ აიი, ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიკაიფო იმით, რაზეც სხვები კაიფობენ. მარტო ის მისწორდება, რაც სხვისთვის მიუღებელია. ანუ მახინჯი დამოკიდებულება მაქვს იმასთან, რითიც ვერთობი და რაც მსიამოვნებს. იმედი მაქვს, მიხვდი რა მჭირს და ყოველჯერზე უფრო უარესს რატომ ვაკეთებ.
აუუ, მუსიკა სულ გადამავიწყდა ბოლოსკენ და მართალი ხარ, ძალიან ზედმეტი გამოჩნდა დასაწყისში.
მარსი ასტროლოგიაში დრაივის პლანეტაა, აგრესია და იმპულსურობა მისი სფეროა. მერწმუნე, მარსს არაფერს ვერჩი და ისიც მესმის, შენ როგორ გეტკინა ჩემი სიტყვების წაკითხვა მასზე. მაპატიე, პინო.
ჟაბო კარგი ვინმეა. მეც მომეწონა.
უზომოდ ბედნიერი ვარ, რაკი ამხელა კომენტარი დამიწერე და თან სიამოვნებისგან კბილები ამიკრაჭუნე. ვგიჟდები მკითხველის შტურმზე, შენსაზე განსაკუთრებით❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ვერაფერი ვერ გავიგე

 


№6  offline მოდერი guroo

ლოდინმა დამღალა

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან კარგია! ჩამოყალიბებულ მწერლებსაც კი შეშურდებოდათ. ყოველთვის აქვს შენს ნამუშევრებს სტილი, რომელიც მუდამ ტოვებს დახვეწილობის შეგრძნებას და რაც მთავარია, შეკრებილ სიტყვებს საინტერესო სათქმელიც მოსდევთ.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline წევრი ნანა73

სიმართლე გითხრა არ ვარ შენი მკითხველი. მგონი მეორე ჩანახატია რაც წავიკითხე.
იმიტომ ვამბობ რომ მინდა იცოდე, გვერდს იმიტომ არ გივლი რომ უინტერესო ხარ.პირიქით, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ხარ ავტორი, რომელსაც "სხვა" მკითხველი სჭირდება...
შენი წაკითხვა იმაზე მეტ დაკვირვებას ითხოვს ვიდრე სხვა დანარჩენის.
არ აქვს მნიშვნელობა სიუჟეტს ან სათქმელის აზრს. ჩანახატებს ისედაც არ ვწყალობ.
თუმცა მნიშვნელობა აქვს წერის მანერას!
მდიდარი ქართული ენით წერ.
საოცარი შედარებები გაქვს. ისე გამოხატავ სათქმელს, ნელა და ყურადღებით მოითხოვ სიტყვებს მიღმა შინაარს ჩავწვდეთ.
არ მეორდება, ახალ-ახალი სიტყვები იძერწერბა, ქართული... ულამაზესი!
შენმა სიტყვებმა მომაჯადოვა...
❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
ძალიან კარგია! ჩამოყალიბებულ მწერლებსაც კი შეშურდებოდათ. ყოველთვის აქვს შენს ნამუშევრებს სტილი, რომელიც მუდამ ტოვებს დახვეწილობის შეგრძნებას და რაც მთავარია, შეკრებილ სიტყვებს საინტერესო სათქმელიც მოსდევთ.

არ ვიცი, რომელი უფრო მეტად გამეხარდა - შენი გამოჩენა თუ კომეტარის შინაარსი. heart_eyes ქეთი, ყოველთვის შეგიძლია დაიჭირო ამბიცია, რომელიც წერის დროს მქონდა და ეს ჭკუიდან მშლის. ძალიან მიყვარს შოკოლადი. მისი ჭამისასაც ასეთივე ნეტარებას ვგრძნობ.
უკვე აღარ ველოდი გამოხმაურებას. როგორც წესი, ჩემ ნაწერებს დადების შემდეგ პირველ და მეორე დღეს უწერენ კომენტარებს და მერე აღარაფერი ხდება. გული ისევ ამიძგერდა სიხარულით. მადლობა heart_eyes

ნანა73
სიმართლე გითხრა არ ვარ შენი მკითხველი. მგონი მეორე ჩანახატია რაც წავიკითხე.
იმიტომ ვამბობ რომ მინდა იცოდე, გვერდს იმიტომ არ გივლი რომ უინტერესო ხარ.პირიქით, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ხარ ავტორი, რომელსაც "სხვა" მკითხველი სჭირდება...
შენი წაკითხვა იმაზე მეტ დაკვირვებას ითხოვს ვიდრე სხვა დანარჩენის.
არ აქვს მნიშვნელობა სიუჟეტს ან სათქმელის აზრს. ჩანახატებს ისედაც არ ვწყალობ.
თუმცა მნიშვნელობა აქვს წერის მანერას!
მდიდარი ქართული ენით წერ.
საოცარი შედარებები გაქვს. ისე გამოხატავ სათქმელს, ნელა და ყურადღებით მოითხოვ სიტყვებს მიღმა შინაარს ჩავწვდეთ.
არ მეორდება, ახალ-ახალი სიტყვები იძერწერბა, ქართული... ულამაზესი!
შენმა სიტყვებმა მომაჯადოვა...
❤️❤️❤️

მახსოვს. რეტსროსპექციის ქვეშ გამოჩნდი პირველად და იმ რამდენიმე სიტყვით კომენტარების ველი, ფაქტობრივად, შენ გახსენი. ლენტის გაჭრას ჰგავდა, იცი? მიხარია, რომ ისევ აქ ხარ, ჩემთან და მიუხედავად ჩანახატებისადმი გულგრილობისა, მაინც წამიკითხე. თან, როგორც მივხვდი, უსიამოვნოდ არ წაგიკითხავს.
რა უნდა გითხრა? შენი კომენტარის ბოლო წინადადებებს სიზმრებშიც გავიგებ ხოლმე, ასე მგონია. ჟაბოს არ ვგავარ, მაგრამ მეც მასავით შიგნით ყურება მიყვარს და სიზმრებზე უფრო ინტიმური, უფრო აშკარა შინაგანი სამყარო მე არსად მეგულება. ჰოდა, შემოვუშვებ შენს სიტყვებს იქ, მე მზად ვარ... ოღონდ არ მომატყუო არსადროს, თორემ სიზმრები ბევრ რამეს დამაჯერებს.

 


№10  offline წევრი ნანა73

მე არასდროს ვიტყუები! ყველაზე გულწრფელი ის ემოციაა რასაც კითხვის დროს ვგრძნობ და შემდეგ ვაკომენტარებ.
არ შემიძლია ემოციის შეკავება და ართქმა თუ ჩემზე მოქმედებს.
გამახარა შენმა სიტყვებმა.
გახსოვარ...
ღიმილით ჩავიკითხე და ისევ შენი ულამაზესი აზრები...
მადლობა
❤️❤️❤️

 


№11  offline მოდერი guroo

ნანა73
მე არასდროს ვიტყუები! ყველაზე გულწრფელი ის ემოციაა რასაც კითხვის დროს ვგრძნობ და შემდეგ ვაკომენტარებ.
არ შემიძლია ემოციის შეკავება და ართქმა თუ ჩემზე მოქმედებს.
გამახარა შენმა სიტყვებმა.
გახსოვარ...
ღიმილით ჩავიკითხე და ისევ შენი ულამაზესი აზრები...
მადლობა
❤️❤️❤️


შემდეგ ისტორიებს ნუ გამოტოვებ, დაგელოდები❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი ჭორიკანა,

რა უნდა ვთქვა)) ჯერ ერთი ის, რომ ისე ლამაზად წერ, აზრი რომც ვერ გაიგო, მაინც საინტერესოდ იკითხება. მიყვები აზრებს და ცდილობ შეისისხლხორცო, იგრძნო ნააზრევი. ყველაზე რთულია ის მომენტი, როდესაც პერსონაჟში საკითარ თავს ამოიცნობ... ამ დროს ემოციებთან ჭიდილში ცდილობ გადახარშო, რომ შენს მსგავსად სხვაც განიცდის რაღაცებს და მარტო არ ხარ შენს ტკივილთან...
მომეწონა.. ყოჩაღ... წარმატებები...

 


№13  offline მოდერი guroo

ჭორიკანა,
რა უნდა ვთქვა)) ჯერ ერთი ის, რომ ისე ლამაზად წერ, აზრი რომც ვერ გაიგო, მაინც საინტერესოდ იკითხება. მიყვები აზრებს და ცდილობ შეისისხლხორცო, იგრძნო ნააზრევი. ყველაზე რთულია ის მომენტი, როდესაც პერსონაჟში საკითარ თავს ამოიცნობ... ამ დროს ემოციებთან ჭიდილში ცდილობ გადახარშო, რომ შენს მსგავსად სხვაც განიცდის რაღაცებს და მარტო არ ხარ შენს ტკივილთან...
მომეწონა.. ყოჩაღ... წარმატებები...

როგორ არ ჰგავხარ ჭორიკანას. თუ ჟაბოს განცდები შენიცაა, მაშინ ვერ იქნები ჭორიკანა! გამორიცხულია.
მადლობა თბილი სიტყვებისთვის heart_eyes

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

ცოტათი მიკვირს კიდეც,
მიკვირს ის, რომ პატარა ჩანახატები, თითქოსდა ერთი ხელის მოსმით რომ იწერება, ეჯახება უდიდეს აზრებს, რომლებიც საკმაოდ ღრმა და ფსიქოლოგიურია.
მიუხედავად იმისა, რომ მიკვირს, ამას როგორ ახერხებ, ასე სრულყოფილად გადმოსცე ცოტათი მიჩქმალული, აი, ისეთი პრობლემები, ბევრ ადამიანს რომ აწუხებს, მაგრამ თავისთვის აწუხებს, არავის უმხელს... ჰო, ასეთი პრობლემები, გაგიკვირდება და, არ მიკვირს, რომ არ ჰყავს საკმარისი მკითხველი.
ვფიქრობ, ბევრად მეტს იმსახურებს.
მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, არ მიკვირს, რადგან ამას ცოტა სხვა პლატფორმა, სხვა 'გაქანება' სჭირდება. ბევრ მოქმედ მწერალს უსწრებ არა მხოლოდ სტილით, არამედ იდეებით, რომლებიც "ამძიმებს" წინადადებებს და ამ სიმძიმეს მკითხველსაც აგრძნობინებს.
ბევრი არ იმძიმებს სულს, რადგან შენ შეგიძლია აიღო ადამიანის სულში არსებული, ნაღმად ქცეული 'აქსიომა' და ერთი წინადადებით, ეს დამტკიცებულ-გაცნობიერებული ამბავი გამოიყენო ამავე ადამიანს სული ასაწეწად. smiley
არ ვიცი, კონკრეტულად საით მიდიხარ,
ან შენს თავს რას ერჩი, ასეთი სიმძიმისთვის რომ იმეტებ,
მაგრამ რასაც ქმნი, უდავოდ ღირებულია.
სხვანაირი აზროვნება გაქვს,
სხვანაირი, ანუ არასტანდარტული და ასეთ არასტანდარტულ თემებსაც ეხები.
რა თქმა უნდა, მომეწონა.
წარმატებები.

 


№15  offline მოდერი guroo

Margo Tokyo
ცოტათი მიკვირს კიდეც,
მიკვირს ის, რომ პატარა ჩანახატები, თითქოსდა ერთი ხელის მოსმით რომ იწერება, ეჯახება უდიდეს აზრებს, რომლებიც საკმაოდ ღრმა და ფსიქოლოგიურია.
მიუხედავად იმისა, რომ მიკვირს, ამას როგორ ახერხებ, ასე სრულყოფილად გადმოსცე ცოტათი მიჩქმალული, აი, ისეთი პრობლემები, ბევრ ადამიანს რომ აწუხებს, მაგრამ თავისთვის აწუხებს, არავის უმხელს... ჰო, ასეთი პრობლემები, გაგიკვირდება და, არ მიკვირს, რომ არ ჰყავს საკმარისი მკითხველი.
ვფიქრობ, ბევრად მეტს იმსახურებს.
მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, არ მიკვირს, რადგან ამას ცოტა სხვა პლატფორმა, სხვა 'გაქანება' სჭირდება. ბევრ მოქმედ მწერალს უსწრებ არა მხოლოდ სტილით, არამედ იდეებით, რომლებიც "ამძიმებს" წინადადებებს და ამ სიმძიმეს მკითხველსაც აგრძნობინებს.
ბევრი არ იმძიმებს სულს, რადგან შენ შეგიძლია აიღო ადამიანის სულში არსებული, ნაღმად ქცეული 'აქსიომა' და ერთი წინადადებით, ეს დამტკიცებულ-გაცნობიერებული ამბავი გამოიყენო ამავე ადამიანს სული ასაწეწად. smiley
არ ვიცი, კონკრეტულად საით მიდიხარ,
ან შენს თავს რას ერჩი, ასეთი სიმძიმისთვის რომ იმეტებ,
მაგრამ რასაც ქმნი, უდავოდ ღირებულია.
სხვანაირი აზროვნება გაქვს,
სხვანაირი, ანუ არასტანდარტული და ასეთ არასტანდარტულ თემებსაც ეხები.
რა თქმა უნდა, მომეწონა.
წარმატებები.

კომპლიმენტების თქმაში დაოსტატების წიგნი გაქვს თუ რა ხდება? საიდან, რანაირად დაამუღამე, რომ ასე ძალიან ასიამოვნო
იმ ადამიანს, ვისაც ესაუბრები?
მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent