ინტერვიუ მასტერშეფის მესამე სეზონის მონაწილე-ნინიკო ღამბაშიძესთან
დღეს, ჩემი ბლოგის სტუმარია ყველასათვის საყვარელი და ამავდროულად მაშტაბური პროექტის მასტერშეფის მესამე სეზონის მონაწილე ნინიკო ღამბაშიძე, ის შვიდეულიდან ერთ-ერთია რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის.ახლა კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს ნინიკო ღამბაშიძესთან.ვფიქრობ, რომ ყველას დაგაინტერესებთ თუ რას ფიქრობს ის და სამომავლოდ რა ჩანაფიქრი თუ მიზნები აქვს. -თქვენი ბავშვობის ოცნება ჩემი ბავშვობის ოცნება ყოველთვის კულინარიასთან იყო კავშირში.ძალიან ბევრი ოცნება მქონდა :)ჯერ ვოცნებობდი საკუთარი გადაცემა მქონოდა რადიოში ან ტელევზიაში.ვოცნებობდი პროდუქტების პატარა მაღაზია მქონოდა, სადაც პროდუქტებს ლამაზად შევფუთავდი და ისე გავიდდი.მერე შეფის დამხმარე ვყოფილიყავი სუ შეფი.უკვე მოზარდი ვიყავი, როდესაც პატარა ვინტაჟურ კაფეზე ვოცნებობდი და დღემდე ამაზე ვფიქრობ.იმედი მაქვს მალე ეს რეალობად იქცევა. -როგორ წარმოგიდგენიათ კულინარია, რომელიც თქვენი პატარა სამყაროა, რომ არა ის სხვა რა მსგავსი საქმიანობით დაკავდებოდით? უკვე 13 წელია რაც ვმუშაობ საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სოს ბავშვთა სოფელში სპონსორული მუშაობის მენეჯრად.ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ალტერნატიული ზრუნვის მიწოდება მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის.სწორედ აქ ვიმუშავებდი სადაც ახლა ვარ.მთელი ჩემი გულით მიყვარს ეს საქმე და მიხარია, რომ ასეთ კეთილ საქმეს ვემსახურები. -რა იყო თქვენი ბავშვობის საყვარელი გემო? ჩემი ბავშვობის საყვარელი გემო იყო ბებიკოს ბლინები შაქარ მოყრილი რომელიც დღემდე მენატრება. -რასთან ასოცირდება თქვენთვის ის მრავალფეროვნება რასაც კულინარია ჰქვია? ჩემთვის კულინარია ასოცირდება ხელოვნებასთან.შეიძლება ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა.პრიმიტიულმა სამზარეულომ, ისეთმა, როგორიც პირველყოფილ ადამიანებს ჰქონდათ, გაიარა თავისი განვითარების საკმაოდ გრძელი და რთული გზა, სანამ საბოლოოდ არ გადაიქცა ნატიფ კულინარიულ ხელოვნებად.სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას, როდესაც განსაკუთრებულ რეცეპტს ან ინგრედიენტს აღმოვაჩენ ძალიან ბედნიერი ვარ. -საყვარელი კერძი, რომელიც მასტერშეფის განვლილ ტურებზე მოგიმზადებიათ? ჩემი საყვარელი კერძი რომელიც მასტერშეფის განვლილ ტურებაზე მოვამზადე არის მესხური ატრია, ფშაური დამბალხაჭოს სოუსით და მეგრული ფუჩხოლიათი. ასევე ძველი მეგრული ხაჭაპური "ღანდამ". -რას ნიშნავს თქვენთვის იყო ისეთი მაშტაბური პროექტის, ღირსეული მონაწილე როგორიც მასტერშეფია? (მე, ასე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ღირსეული მონაწილე სწორედაც, რომ თქვენ ხართ) ჩემთვის ეს დიდი მიღწევაა, რომ ასეთი მაშტაბური პროექტის მასტერშეფის თორეტეულის ძირითადი მონაწილე გავხდი.ჩემს ცხოვრებაში ეს მოულოდნელად მოხდა გლობალური პანდემიის დროს.ისეთი ბედნიერი ვარ ამას სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესანიშნავი პროექტის ავტორებს, რომ მომცეს შანსი ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეცადა. -თქვენი პოზიტივი, სითბო ტელეეკრანებზეც ფართოდ ჩანს და მაყურებელს სასიამოვნო შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს უტოვებს მაგრამ რეალურად დიდ შფოთვასთან, ნერვიულობასთან და პასუხისმგებლობასთანაა ეს ყოველივე დაკავშირებული რას გვეტყვით ამის შესახებ? ძალიან მახარებს ასეთი თბილი სიტყვები დიდი მადლობა.ასეთ მაშტაბურ პროექტში ძალიან რთული და სტრესულია მონაწილეობა, ამავე დროს საპასუხისმგებლოც.მაგრამ ისეთი აზარტია მასტერშეფში ყოფნა, რომ ყველანაირ ნერვიულობას ფარავს.მიხარია რომ ეკრანიდანაც ჩანს ჩემი კეთილგანწყობა ყველას მიმართ.მინდა, რომ ყველამ გაიგოს როგორი ბედნიერი დღეები მაჩუქა ამ პროექტმა. -წინა ორი სეზონიდან რომელს მონაწილეებს გამოარჩევდით? სამწუხაროდ არ მყოლია ფავორიტი. -არსებობს ისეთი მიზანი რომლის განხორციელებაც გსურთ ახლო მომავალში? ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება დღესაც ოცნებად რჩება.პატარა ვინტაჟური კაფე, ძველი თბილისის უბანში.სამზარეულო ქართული თანამედროვე ინტერპრეტაციით და ქართული ქვევრის ღვინის დიდი არჩევნით. -მადლობა, ინტერვიუსთვის.წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ ცხოვრების მანძილზე! დიდი მადლობა.ძალიან სასიამოვნო ინტერვიუ იყო.წარმატებებს გისურვებთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.