შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი პაპა


10-07-2020, 12:30
ავტორი სალისალომე
ნანახია 838

ხშირად ამბობენ სიყვარულს მნიშვნელობა არა აქვსო.სიყვარული, სიყვარულია-ო არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, შენი ოჯახის წევრი თუ ვინმე ახლობელი.მაგრამ ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებს რადგან ყველა ცოცხალ თუ უსულო ადამიანს თუ არსებას თავისებური სიყვარული გააჩნია.აქედან გამომდინარე საჭიროა, რომ ადამიანმა ყველანაირი სიყვარული გამოცადოს.რადგან ეს ცხოვრების მართვაში დაეხმარება სწორედაც, რომ სიყვარულია გემის მმართველი კაპიტანი.თუ ის არ იქნება, ვერ მიხვდებით სწორ მიმართულებასა და გეზს.ყველაფერი კაპიტნით იწყება და მგზავრებით სრულდება, ყველა მგზავრს კი სიყვარულის განსხვავებული ისტორია აქვს და წარმოიდგინეთ სამყაროში რამდენგვარი სიყვარული არსებობს.თავს სიამოვნება, რომ გეხვევა და ამ დიდებულ გრძნობას განიცდი ამას რა ჯობს?ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებით ადამიანები, ასეც არის გვიყვარს ისინი ვისაც ვუყვარვართ.სიყვარული ბუმერანგივით გვიბრუნდება თითოეულ ჩვენთაგანს და ეს რა გასაოცარი რამაა...სანახაობა კიდევ უხილავი, ამას მხოლოდ გრძნობები გადმოსცემს.საქმე საქმეზე, რომ მიდგება მაშინ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბრალოდ ვერ გამოვცადეთ კაპიტნის ბედი.კაპიტანმა ვერ გაგვაცნო სიყვარულის მიმართულება, გზა აგვებნა, დავიკარგეთ ახლა კი უგზო უკვლოდ დავიარებით.არც არავინ არ არის ჩვენი დამხმარე.სად გაქრა ის თბილი, ტკბილი პაპების სიყვარული როდესაც შვილიშვილებს ეალერსებოდნენ?მათზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ.სად გაქრა ის ახალი და არომატული შეგრძნებები როცა პაპებს შვილიშვილებისთვის ჯიბეში ჩადებული ტკბილეული მიჰქონდათ?ალბათ იყო სადღაც ღრმა ბავშვობაში მაგრამ ახლა არ არის, არ მახსოვს ყველა დეტალი მაგრამ იყო ის რაღაც იმდენად სურნელოვანი და დასამახსოვრებელი, რომ დღემდე ღიმილით მახსენდება.სამსახურიდან სახლისკენ მომავალი პაპა ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით. ხელის ნელი მოძრაობით, როცა ჯიბეს აწვალებდა მახვედრებდა ამ ჟესტით, რომ ჩემთვის პატარა სუპრიზი ჰქონდა.ჯიბეში ჩადებული "პლიტკით" (შავი შოკოლადით)იწონებდა ხოლმე ჩემთან მიმართებაში თავს, რომ ჩავხუტებოდი.მაგრამ უფრო ხშირად "შოკოლადის კვერცხებით" მანებივრებდა.დიახ, დიახ კვერცხის ფორმიან შოკოლადს "ქინდერს"ვუწოდებდი.მაშინ იყო ტკბილი ბავშვობა მიხაროდა, ვიღიმოდი, ვჭამდი და ვტკბებოდი.ახლა კი აღარ შემიძლია ასე ძველებურად დავტკბე.პაპას დავუძახო ან მან მითხრას "პაა, აქ ვარ..."განა იმიტომ კი არა, რომ გავიზარდე არა ეს არც არავინ იფიქროს.ადამიანი რაც უფრო იზრდები და ასაკი გემატება მით უფრო ტკბილია ამ დროს პაპა.ახლა მასთან დროის გატარება არ შემიძლია რადგან უბრალოდ აღარ არის ჩემს გვერდით.ამიტომ არ მიგვრძნია მე, ის სითბო რასაც პაპა ჰქვია მაგრამ...სხვა სიყვარულიც დიდად არ განმიცდია პაპაზე ტკბილი ის, სხვა და ჩემთვის ძვირფასი რომელმაც ნაადრევად დატოვა ეს ქვეყანა.არასდროს მიგვრძნია პაპიებისგან მიღებული ის დიადი თავისუფლება და სიტკბო რომელიც ამ ურთიერთობას თან ახლავს.არც სხვა ფრაზები მაგ: "პა, რაც გინდა ხელი დაადე იმას გიყიდი".პაპები მოვლენილი ანგელოზები არიან ამიტომ გაუფრთხილდით მათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent