შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფერული გრძნობა


15-07-2020, 03:21
ავტორი Natiiaa33
ნანახია 8 924

წერა ჩემთვის სულის ის განუყოფელი ნაწილია, რომელიც შვებას მგვრის და სამყაროს მთელი არსებით მწყვეტს...
წერის დროს შემიძლია მთლიანად დავიცალო, ყველა გრძნობა, ჩემში დაგროვილი, ერთიანად გადმოვიტანო და გავფანტო...
ჩემ თავთან ბრძოლა წავაგე, დავმარცხდი!
აღიარება რომელიც ორმაგ ტკივილს მაყენებს.
ფაქტები რომლებიც მანადგურებს და არაფერი შემიძლია...
საერთოდ არაფერი...
ყველაზე უსუსური ადამიანი ვარ ქვეყნად.
ვერ გადავიყვარე ადამიანი, რომლის შესაყვარებლად არანაირი მიზეზი არ მქონია.
თვითონ ავირჩიე...
თვითონ მინდოდა...
სიახლოვით ტანჯვა ვარჩიე, სიშორით გამოწვეულ ტანჯვას..
მაქსიმალურ ძალას ვიკრებ, ჩემში არსებული ტკივილის შესანიღბად..
გადავიღალე!...
ძალა აღარ მაქვს...
ჩემში არსებული არანაირი იმედი აღარ არსებობს.
შემოვარდნილი ქარიშხალივით მიმოიფანტა გრძნობები და დავრჩი გრძნობებარეული.
გაუფერულებული
იმედების გარეშე.

ყველაზე მეტად მჭირდები..
ნეტავ იცოდე..
ნეტავ გესმოდეს..
ნეტავ შემეძლოს გითხრა ყველაფერი. ნეტავ შემეძლოს წინ დაგიდგე, თვალებში გიყურო და ყველაფერი მოგიყვე.
შევეჩვიე...
ცალმხრივი გრძნობის ტარებას..
ნეტავ შემეძლოს..
მოსვლა და ყველა ჩემი ფიქრის თქმა.
ნეტავ შევძლო..
როგორღაც გაგაუფერულო.
ნეტავ ისეთი მარტივი იყოს, შენი წაშლა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც შენთან გამოსაგზავნი, მეათასედ დაწერილი წერილის წაშლაა...
ალბათ არგჯერა..
ზუსტად ვიცი, ასე ვერავინ ვერ შეგიყვარებს, ვერასდროს..
რატომ არ გამიარე?!
მერამდენე დღეა იცი?
მერამდენე ცრემლიანი ღამეა წარმოდგენა გაქვს?
არა! შენ არაფერი იცი, ვერც ვერასდროს გაიგებ..
შენდა უნებურად იმ ტკივილისთვის გამიმეტე, რომლითაც თავად საკმაოდ დაიტანჯე...
შენდა უნებურად ის ყველა ნათელი სხივი გამიქრე, რომელსაც თვითონ ეძებდი...
შენდა უნებურად, ყველაზე დიდი ტკივილისთვის გამიმეტე..
ყველაზე ახლოს ხარ და ამავდროულად ყველაზე შორს..
გილოცავ!
ვერ გადაგიყვარე..
ისევ შენ გაიმარჯვე..
მე უკვე ძალაც აღარ შემრჩა...
უკვე აღარც გელი..
გავუფერულდი..
ყველა ნათელი სხივი გამიქრე, რომელსაც ბოლო წუთამდე ვებღაუჭებოდი..
შენ დასრულდი...
შენი სახით ტკივილი კი მაინც არ დასრულდა...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგად წერ,,წარმატებები.

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი nancho
ძალიან კარგად წერ,,წარმატებები.

მადლობა <3 ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent