შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წაგებული გრძნობები


16-09-2018, 15:36
ავტორი gogincha
ნანახია 1 387

[justify] აღიარება, რეალობისთვის თვალის გასწორება ყველაზე მტკივნეულია, დიახ მე დავმარცხდი, გრძნობებთან ომში დავმარცხდი, ყველაზე ძვირფასი დავკარგე მთავარი ემოციების გამომწვევი პიროვნება, და შენ ეს ყველაფერი თავიდანვე იცოდი იმდენად თვითდაჯერებული იყავი საკუთარ თავში, რომ ზოგჯერ მწყობილებიდანაც გამოგყავდი. გეწინააღმდეგებოდი, არ ვაღიარებდი მაგრამ ახლა როცა საკუთარ თავთან მარტო ვარ მინდა მოგილოცო, შენ გაიმარჯვე, ჩემს თავს აჯობე და მთლიანად შემცვალე, დამეუფლე.

ვნანობ, საშინლად ვნანობ დროს, რომელიც ფუჭად დავკარგე შენთან ომში, ნეტა შეგეძლოს კიდევ ერთხელ გაღიმება ჩემთვის, დაე თუნდაც იყოს ფარსი და სიზმარი, მთავარია მე ვიგრძნო, რომ ვიღაცას ვჭირდები, არსებობს სამყაროში ადამიანი რომელიც ჩემზე ფიქრობს და ისე განიცდის ისე ეყინება ვენებში სისხლი ჩემს გახსენებაზე, როგორც მე მემართება შენზე ფიქრში, როგორ მინდა შემეძლოს შენთან მოსვლა და იმ გრძნობების ჩვენება რასაც შენდამი განვიცდი.ნეტა შეგეძლოს გარედან დანახვა, ჩემი აჩქარებული სისხლის მიმოქცევა ჩემს, ლურჯ და წვრილ კაპილარებში, როგორი სიჩქარით მიედინება შენს გახსენებაზე, ნეტა არა ზუსტად ვიცი რომ ჩემზე მეტად ვერავინ ვერასდროს შეგიყვარებს, რადგან შენ ხარ ჩემი ათვლის წერტილი, შენით იწყება ჩემი ყველა დილა, ყველა წარმატება მხოლოდ შენთვის არის, ყველა ფიქრის საბოლოო გზა მაინც შენთან მოდის, ტვინის ყველა უჯრედს სჭირდები. მინდა იცოდე რომ ჩემი ღიმილის უკან როგორი უსუსური პატარა გოგონა დგას, შეშინებული თაფლისფერი თვალებით, როგორ ცდილობს რომ შენამდე მოსასვლელი გზა იპოვოს, თუმცა ხვდება რომ უკვე დაიგვიანა და შენი თავი სხვას დაუთმო, იმ სხვამ მიითვისა ის რაც ჩემი უნდა ყოფილიყო, შენი გული, შენი თოვლივით თეთრი და ძლიერი ხელები, რომ იცოდე როგორ სჭირდება ჩემს კანს შენი შეხება, შენი სურნელი, რომელსაც ვერც ერთ სხვა ადამიანში ვერ ვპოულობ. დიახ მე წავაგე გრძნობებთან ომი, დიახ მე დამიმონეს და ეს შენს გამო, შენთვის ყველას და ყველაფერს ავიტან, ოღონდ ვიცოდე რომ შენ კვლავ ჩემს სახელს წარმოთქვამ, შენი წითელი, ღვინისფერი ტუჩებით, რომლიდანაც ჯადოსნურად ისმის ჩემი სახელი.

სწორედ შენ, შენ დაამსხვრიე ყინულის გოგონას სახე, მე ხომ ერთი სიფრიფანა არსება ვიყავი, გარედან თეთრად დაფარული თხელი სიცივის ფენით და თუ მიეკარებოდნენ ყველას სხვას სუსხავდა. თუმცა შიგნიდან რაც მაგრძნობინებდა რომ ჯერ კიდევ არ ვიყავი გადაქცეული აიზბერგად და თურმე ცოცხალი მოძრავი ადამიანი ვარ - ცხელი სითხის, სისხლის მიმოქცევა კაპილარებსა და ვენებში იყო, მაგრამ შენი გამოჩენის შემდეგ ამ ყველაფერს თანდათან ემატებოდა ჩემი აჩქარებული მფეთქავი ორგანო, რომელიც ვერ ჩერდებოდა შენი სახელის ხსენებაზე. საბედნიეროდ მე დამამარცხა გრძნობებმა, მაგრამ ამ სიხარულს ვერ გიზიარებ, ვერ ვბედავ შენთან მოსვლას და ჩემი სახის ჩვენებას, ეს ხომ შენი დამსახურება, შენ შეძელი ჩემთვის დაგეჯერებინა რომ ადამიანი მარტო გრძნობებით არსებობს. შენ ასე დამსაჯე, შემპირდი რომ გაიმარჯვებდი და მაჩვენებდი ნამდვილ სამყაროს და როცა გამარჯვება უნდა გეზეიმა ეხლა სად ხარ? გაუჩინარდა და შენი ბენდეირების წუთები ვის დაუტოვე?

გრძნობებმა გაიმარჯვეს, დამამარცხეს შემომეხვივნენ როგორც სურო და მომიჭირეს სასიამოვნო მარწუხები, მიმათრევენ, მექაჩებიან თავისკენ, თუმცა მეშინია, მეშინია შენს გარეშე მათთან პირისპირ შეხვედრა, დიახ მე დავმარცხდი და შენ მიმატოვე მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი, ისე როგორც ახალ ყლორტს წყალი, შენ მე სხვა სამყარო მაჩვენე, მაგრამ შენ ისევ დამტოვე და შემატოვე გრძნობების ამარა, და ვის, ვის გავუზიარო ჩენში არსებული დაუკოებელი გრძნობები, არა არ გქონდა ამდროს მიტოვების უფლება, ალბათ ბევრს ვითხოვდი, ველოდი მარტო შენგან ყველაფერს და მე ხომ მხოლოდ ვიჯექი, ჩემი დემონური სახით გიყურებდი როგორ ცდილობდი ჩემში არსებული გრძნობების გაცოცხლებას. ისე თითქოს ეს შესაძლებელი ყოფილიყო და შენ ღრმად გჯეროდა რომ ამას შეძლებდი, მინდა მოგილოცო შენ და შენმა ნაბიჯებმა გრძნობები გამიღვივა, მე დავმარცხდი შენთან და შენს გრძნობებთან ომში, მაგრამ ყველაზე მთავარი წავაგე შენი თავი, როდესაც ემოციებმა ჩემში ზრდა დაიწყეს მაშინ დამტოვე, წახვედი და დამიტოვე შენი სურნელი, რომელიც ყოველთვის თან მდევს, დამიტოვე საჩუქრად მარტოობა და გაორებული საკუთარი თავი, რომელიც ერთის მხრივ ცდილობს ძველი სახის დაბრუნებას თუმცა იმდენად ჩემში ხარ გამჯდარი ეს უკვე შეუძლებელი და მიუწვდომელი ხდება, მეორეს მხრივ უბედური ვარ შენს გარეშე, განაცრისფრდა სამყარო, არ მჭირდება საკუთარი თავი გრძნობებით სავსე, ბედნიერების სხივით ჩამდგარი თვალები, რადგან ეს ყველაფერი მარტო შენთვის არსებობს, მარტო შენ შეგეძლო ჩემში არსებული დემონის დამარაცხება და ჩემი უსუსური სახის დანახვა.

დიახ მე წავაგე, წავაგე გრძნობებთან ომი და მე დავმარცხდი, დაგკარგე შენ და საკუთარი თავი, ნელ-ნელა ვქრები და ჩემში იზრდება შენდამი გრძნობები, რაც დრო გადის უფროდაუფრო ღვივდება და შეუძლებელი ხდება თავის დახწევა მისგან, ვერ გთხოვ დაბრუნებას ამის უფლება აღარ მაქვს, ვერც შველას და გადარჩენას გთხოვ, მაგრამ მინდა იცოდე ამ წაგებულ ომს არ ვნანობ, რადგან შენ მუდამ ჩემში გამჯდარი, აუხდენელი, მიუწვდომელი გრძნობა ხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent