შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერამდენე ფურცელი ამოვხიე..


16-07-2020, 21:39
ავტორი Kukrali
ნანახია 858

მერამდე ფურცელი ამოვხიე... მანამ სანამ მხოლოდ ყდა არ შემრჩა ხელში..
მერამდენედ ვერ დავწერე ვერცერთი ასო..
მერამდენედ ვეცადე რომ გადმომეცა..
მერამდენედ უნდა გითხრა....
მერამდენედ გამიცრუვდა იმედი..
უკვე ისიც აღარ ვიცი რა ვთქვა...
ვტირი და მაინც ვიღიმი
არ ვიცი საერთოდ რა დარჩა ჩემგან.
ისიც აღარ ვიცი მელოდება თუ არა ვინმე.
ან კი შეამჩნევენ ჩემს გაქრობას? ჩემს გახრწნას? ფერფლად დარჩენას?
ვამბობ არ მტკივა და თითქოს მეც ვიჯერებ ამას, ღამის მისვლამდე. და მერე ბალიშს ვაბარებ აღსარებას. ისიც მორჩილად მპატიობს ცოდვებს და ვიცი ბოლოს ისიც ვერ დაიტევს ყველაფერს. მოხუცის ხელებივით დამჭკნარია თითქოს გრძნობებიც.
ზაფხულის სიცხეში უწყლოდ დარჩენილი ყვავილივით მეხუთება სულიც.
მთაში გამეფებული არწივის თვალებით დავეძებ ნუგეშს და ისიც მგელ დადევნებული შველივით გამირბის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent