შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიდა ოთხისთვის


28-07-2020, 23:58
ავტორი მენტალისტი
ნანახია 747

მარიამი და სალომე ულამაზესი, არისტოკრატული გოგონები იყვნენ. ისეთი მეორე რომ არ დაიარებოდა მათნაირი. მარიამს პატარა და აწეული ცხვირი ჰქონდა, სწორი ფეხები, თხელი, ნაზი სახე, წვრილი წელი, გამოკვეთილი ლამაზი გვერდები, ლამაზი ტუჩები, აწეული თვალები და გადაწეული ტალღოვანი თმა. სალომეს კი გრძელი ფეხები, წვრილი წელი, მოკლედ სამოდელო ტანი, გრძელი, სწორი თმა, მაღალი შუბლი, აწეული ცხვირი, გამოკვეთილი ყბები, და ზუსტად მარიამსინაირი თვალები და ტუჩები. გოგონებს მიმზიდველი ფორმებიც ჰქონდათ. აწეული დუნდულები და საშუალო ზომის აწეული მკერდი. ისეთი კი არა, ძროხასავით დიდები რომ აქვთ, თითქოს რძეა მოსაწველიო, ან კიდევ ისეთი პატარა, ფიცარივით რომაა გადაკრული. ამ ორ გოგოში იდეალიზმს ჰქონდა ადგილი. სალომე და მარიამი მერვე კლასიდან საუკეთესო დაქალები იყვნენ. ახლა ისინი ერთ უნივერსიტეტში სწავლობენ და ორივე ერთ ფაკულტეტზეა.
-მარიამ! მარიაამოო!
-რა ხდება?
-გილოცავ დაბადების დღეს სიყვარულო.
-კნუუტ მადლობა. ეს მე?
-ჰო შენთვისაა მიდი გახსენი.
მარიამმა 16 თებერვალს ზუსტად 00 საათზე, დიდ ვარდისფერ ყუთს თავსახური ახადა, რომელიც თეთრი ზღვის ქაფით იყო სავსე. ყუთში ხელი ჩაყო და ამოიღო ჯერ სუნამო, შემდეგ კოსმეტიკა, შემდეგ ტელეფონი, მარიამს ეგონა ამით დასრულდა საჩუქრები, მაგრამ ბოლოს, ყუთს ძირში ხელი რომ მოუსვა და ქაღალდი აჰყვა, ყვირილი დაიწყო.
-2 კაციანი საგზური პარიზში, 10 დღით. გახარებულმა შესძახა მარიამმა.
-როდის მივდივართ?-ჰკითხა სალომემ.
- 16 თებერვალს, ანუ დღეს დილით, ექვს საათზე. არ არსებობს, 6 საათში პარიზისკენ მიმავალ თვითმფრინავში ვისხდებით.
-კარგი ახლა ეს ლანგარი გამომართვი, საჭმელი შეჭამე და ყავა დალიე. დღეს ცოტა დაიღლები.
დილის 5 საათზე გოგონების ოთახში ყვირილი ატყდა.
-ჩქარა მარიამ! ადექი, გვაგვიანდება!
-5 წუთიც რა...
-პარიზში მივდივართ უნივერსიტეტში კი არა!- ირონიულად უპასუხა სალომემ.
მარიამმა თვალები გაახილა და სიცილით უთხრა-"ბონჟუღ მესიე"
-ადექი! ადექი! ცოტა დრო დარჩა.
-კარგი, კარგი, ვიცვამ ნუ ყვირი!
დილის ექვს საათზე სალომე და მარიამი პარიზისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხდნენ და რამდენიმე საათში, პარიზშიც ჩაფრინდნენ. იქაურობა საოცრად ლამაზი და წვიმიანი იყო, რაც კიდევ უფრო ამშვენებდა ქალაქს. აეროპორტში ტაქსი გააჩერეს და იქიდან პირდაპირ სასტუმროში წავიდნენ. მომსახურე პერსონალმა ბარგი გოგონების ნომერში აიტანა. სალომე და მარიამი კი სასტუმროს რესტორანში კომფორტულად მოკალათებულები რატატუის მიირთმევდნენ.
-აქამდე რატომ არ მქონდა ნანახი ეს ქალაქი?-დამწუხრებულმა უთხრა მარიამმა.
-ერთი დიდი, ბრჭყვიალა ჯართის უნახაობას ასე განიცდი?
-თითქოს შენ არ გინდოდა აქ ჩამოსვლა.-ამაყად და ირონიულად უპასუხა მარიამმა.
-კარგი ვჭამოთ, დავისივენოთ, ამასობაში მოსაღამოვდება და მერე გავისეირნოთ, ვნახოთ ანთებული ეიფელი.
-ნამცხვარი არ გინდა?
-ჰო და ყავაც.
გოგოებმა ორი ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს, შემდეგ შხაპი მიიღეს და ლამაზად ჩაცმულები, ეიფელის კოშკის სანახავად წავიდნენ.
იქ მისულებს, საოცარი სილამაზე დახვდათ. ეიფელის კოშკი იმხელა იყო, თვალს ძლივს აწვდენდნენ. ცოტახანი ისხდნენ, ათვალიერებენ ქაოსურ, მაგრამ მყუდრო გარემოს. შემდეგ ფოტოები გადაიღეს და მალევე მათი ყურადღება ერთმა უცხოელმა გოგომ მიიქცია, რომელიც გზის ცენტრში გამაღიზიანებლად ცანცარებდა.
მარიამმა ჩაიბუტბუტა- პროვინციელი.
-რას ვიზავთ ყველა ჩვენნაირი არისტოკრატი ვერ იქნება დაო.-უთხრა სალომემ.
-ჰო მართალი ხარ. წამოდი ქალაქის ცენტრში, რომ რესტორანია იქ წავიდეთ. აქაური კერძები დავაგემოვნოთ და თან ვიმხიარულოთ.
ტაქსი გააჩერეს და ქალაქის ცენტრში წავიდნენ. რესტორანი მდიდრული, სადა, დახვეწილი და ელეგანტური იყო. უზარმაზარ მინებში ლამაზად იშლებოდა პარიზის ულამაზესი ხედი. რესტორნით მოხიბლულებმა მენიუ მოითხოვეს, მარიამმა ფრანგული კრეპი სუზეტი შეუკვეთა, ხოლო სალომემ კასეროლი. ცხელ-ცხელი კერძები მადისაღვმძვრელად გამოიყურებოდა. უცებ მაგიდასთან ორი სიმპატიური ქართველი ბიჭი მივიდა და უთხრეს, რომ საიდანღაც ეცნობოდნენ. მოულოდნელად ერთ-ერთს მოაგონდა რომ ერთ სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები და ერთი თვითმფრინავით მგზავრობდნენ. გოგონებს თავიაანთ მაგიდასთან გადასხდომა შესთავაზეს. ბევრი უარის მიუხედავად მაინც გადასხდნენ და გაცნობა დაიწყეს. აღმოჩნდა რომ ძმები იყვნენ, კოტე და დაჩი, ორივე სიმპატიური ახალგზარდა იყო, დახვეწილი ნაკვეთებით. რესტორნის უზარმაზარ დინამიკებში, ვალსი ჩაირთო. დაჩიმ მარიამს ცეკვა შესთავაზა, რაზეც სალომემ მარიამს ჩასჩურჩულა, რომ არ იყო საჭირო და დროა სასტუმროში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ დაჩიმ ხელები ჩაავლო და საცეკვაოდ წაიყვანა. კოტემ სალომეს უკეთ გაცნობა დაიწყო... ეუბნებოდა რომ ოთხივე ერთად დაბრუნებულიყვნენ სასტუმროში, რაზეც მკაცრი უარი მიიღო. მარიამი და დაჩი რამდენიმე წუთში მორჩნენ ცეკვას და საბოლოოდ, მაინც ოთხივე ერთად დაბრუნდნენ სასტუმროში. გოგონები თავის ნომერში ავიდნენ და ერთნაირი, ვარდისფერი პიჟამოების ჩაცმა დაიწყეს, თან ახლადგაცნობილებზე ლაპარაკობდნენ.
-სიმპატიურები არიან არაა?-ჰკითხა მარიამმა სალომეს.
-არა! არცერთი მომწონს ხვალვე გადავიდეთ სხვა სასტუმროში!
-რა გჭირს? ხვალ როგორ გადავალთ 10 ღამის უკვე გადახდილია.
-კარგი. იმ შემთხვევაში დავრჩებით საფრანგეთში, თუ იმ ორს დავაიგნორებთ!
-რამე გითხრეს?
-არა, უბრალოდ არ მომწონს მათთან კონტაქტი.
-კარგი, როგორც გინდა.
უცებ მარიამის ტელეფონმა დარეკა. მშობლები ურეკავდნენ. აინტერესებდათ როგორ ვიყავით. გოგონები საწოლში დაწვნენ, ტელევიზორი ჩართეს და მენტალისტის ყურება დაიწყეს. ნომერი საკმაოდ მყუდრო და ლამაზი იყო. ფანჯრიდან პარიზის ვიწრო, განათებული ქუჩები და ეიფელის კოშკი მოჩანდა. დიდი სავსე მთვარე, კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა ხედს. მარიამს ამ სილამაზის ყურებაში, ხოლო სალომეს სერიალის ყურებაში ჩაეძინა. გამთენიისას, დაახლოებით ოთხ საათზე, სალომემ მარიამის გაიღვიძება დაიწყო.
-რა ხდება?
-არ გინდა ფრანგული მაკავონები ვჭამოთ?
-დილის 4 საათზე ამისთვის მაღვიძებ?-სიცილით ჰკითხა მარიამმა
-შენ არ გინდა?
-როგორ არა მიდი შეუკვეთე
-ეხლავე.
მეორე დილით, გოგონებს შუა დღისით გაეღვიძათ. საღამომდე საწოლში იყვნენ, ხოლო საღამოს ლამაზად ჩაიცვეს, მაკიაჟი გაიკეთეს და სასტუმროს პირველ სართულზე რესტორანში, სავახშმოდ ჩავიდნენ. ქვევით დაჩი და კოტე ყოფილან, ამის დანახვაზე სალომემ მარიამს უთხრა, რომ სხვა რესტორანში წასულიყვნენ, მაგრამ ბიჭებმა გოგოები თავიაანთ მაგიდასთან მიიპატიჟეს და უფრო დიდი უხერხულობა რომ აღარ შექმნილიყო, დასხდნენ და ლაპარაკი დაიწყეს, იმაზე რა ნახეს და რისი ნახვა უნდოდათ, როდის მიდიოდნენ და როგორ მოეწონათ აქაურობა. ლაპარაკი მარიამმა დაიწყო, შემდეგ დაჩი აჰყვა და ორმა გადაწყვიტეს რომ ხვალ ოთხივეს ერთად დაეთვალიერებინათ პარიზი. დილით სალომეს ტელეფონის ზარმა გააღვიძა გოგონები. კოტე რეკავდა, აინტერესებდა რამდენ ხანში გაემზადებოდნენ რომ ესადილათ და შემდეგ დასათვალიერებლად წასულიყვნენ. უთხრეს რომ 15 წუთში ქვევით იქნებოდნენ, მაგრამ როგორც ნამდვილ ქალბატონებს შეჰფერით დაიგვიანეს, დაახლოებით ერთი საათი ალოდინეს ბიჭები. ქვევით ჩასულებს, მთელი სასტუმრო მათ უყურებდათ ისეთი ლამაზები იყვნენ.
-მაგიდა ოთხისთვის. - დაიძახა კოტემ და მაგიდასთან მისულ გოგონებს ძმებმა სკამები გამოუცურეს. გემრიელი სადილი გამოუვიდათ. ფრანგული კრუასანებიც გასინჯეს და შემდეგ გარეთ გავიდნენ. პარიზში ციოდა და რადგან გოგონებს თხლად ეცვათ, ძმებმა თავიანთი მანტოები შემოაფარეს და ინგლისურ ენოვან კინოში დაპატიჟეს. საღამოს ნომრებში რომ დაბრუნდნენ, სალომემ და მარიამმა ძმების განხილვა დაიწყეს. გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, მაგრამ ხასიათებით რადიკალურად განხსვავენული პიროვნებები იყვნენ. დაჩი თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, ხოლო კოტე პირიქით, ცივი და უკარება. ერთადერთი რაც საერთო ჰქონიათ მოგზაურობის სიყვარული იყო, ამიტომ ყოველთვის ერთად დადიოდნენ სამოგზაუროდ. საქართველოში თავიანთი ბიზნესები ჰქონიათ, მამისაგან დატოვებული და ამ ბიზნესების ხელმძღვანელები ყოფილან. კოტე 26 წლის მაღალი, დაკუნთული, გამოკვეთილ ყბიანი ბიჭი იყო, სწორი ცხვირით, აწეული თვალებით, საშუალო ზომის, ლამაზი ფორმის ტუჩებით და სერიოზული და ცივი ხასიათებით. ხოლო დაჩი 24 წლის სიმპატიური, ასევე მაღალი, დაკუნთული და თითქმის იგივე გარეგნობის ბიჭი იყო, კარგი და პოზიტიური ხასიათებით. მარიამმა თქვა რომ ძალიან მოსწონდა დაჩი. მისნაირი მეორე არ ენახა დედამიწის ზურგზე. სალომემ მარიამს უთხრა, რომ ისედაც დიდი დრო დაუთმეს და ახლა დრო იყო კლუბში წასულიყვნენ საცეკვაოდ. საღამოს კაბები ჩაიცვეს, თმა დაისწორეს, საღამოს მაკიაჟი გაიკეთეს და სასტუმროდან ახლო მდებარე კლუბში წავიდნენ. დილამდე ცეკვავდნენ და სვავდნენ. კლუბიდან ბოლოები ეს დაქალები გამოვიდნენ და ნომერში მივიდნენ თუ არა, იმავე ლუქით და მაკიაჟით ჩაეძინათ. საღამოს რომ გაიღვიძეს ორივეს საშინლად სტკიოდა თავი, ამიტომ ლიმონიანი შეიკები დალიეს და ისევ ნომრებში დარჩენა არჩიეს. პიჟამოები ჩაიცვეს, მაკიაჟი მოიცილეს, თმა გადაიწიეს, ფილმი ჩართეს, შოკოლადები შეუკვეთეს და ფილმის ყურება დაიწყეს. დაქალები საშინელებათა ფილმს ჩახუტებულები უყურებდნენ. ყველაზე ემოციურ მომენტზე კი კარზე კაკუნის ხმა გაისმა. გოგონები ერთიანად შეხტნენ და კარებთან მისვლა ორივემ ერთად გადაწყვიტეს. კარი გააღეს თუ არა, ორი უზარმაზარი ვარდისფერი ვარდების თაიგული დაინახეს. გვერდით ვარდისფერი ყუთები ელაგა და ვარდებში პატარა კონვერტები იდო. გოგონებმა სასწრაფოდ შიგნით შემოიტანეს და წაიკითხეს, რომ ეს თაიგულები ძმებისგან ყოფილა. ყუთებში კი შანელის ჩანთები იდო. მარიამმა სალომეს უთხრა:
-რა სილამაზეებია, მიდი ორივეს მაგივრად მადლობა მისწერე. დაუნახავები რომ არ ვეგონოთ.
-ოო ხვალ, რომ ვნახავთ მერე ვუთხრათ.
-კარგი მე მივწერ.
-კაი ჰო ვწერ უკვე-წუწუნით მისწერა სალომემ კოტეს
"თქვენი საჩუქრები მივიღეთ მადლობა დიდი????"
-ისიც მისწერე რომ საჭირო არ იყო.
-იყო! ჩვენნაირი ლამაზი და კარგი ხასიათების ვინმე შეგხვედრია?
- არა მაგრამ...
-რაღა მაგრამ ზუსტადაც რომ საჭირო იყო შეხედე რა ლამაზებია. გემოვნება კი ჰქონიათ.
-გემოსი რა გითხრა მაგრამ ვნება ნამდვილად აქვთ...- იხუმრა და საჩუქრები გვერძე გადადო. შემდეგ კი ფილმის ყურება გააგრძელეს.
დილით ისევ დააკაკუნეს კარზე. ისევ ძმებისგან იყო საჩუქრები. ამჯერად 12 ყუთი იდო კარებთან. გოგონებმა სწრაფად შემოზიდეს და საჩუქრების გახსნა დაიწყეს.
ზუსტად ერთნაირი როლექსის საათები, ორი მაგრამ განსხვავებული დიზაინის დიორის კაბა, ბრენდონ მაქსველის 4 ჩანთა და პრადას 4 წყვილი, ქუსლიანი ფეხსაცმელი იყო.
-ვერ ავიღებთ.
-ჰო, ამდენად ლამაზები და კარგი ხასიათების კი ვართ მაგრამ...
- მიდი დაურეკე!
-კოტე, სალომე ვარ. თქვენი საჩუქრები მივიღეთ ისევ და გვინდა გითხრათ რომ ვერ ავიღებთ.
-ეს დასაწყისი და მცირედი იყო. რას ქვია ვერ აიღებთ?
- არა გამორიცხულია უკან უნდა დაგიბრუნოთ.
-უხერხულში ნუ ჩაგვაგდებთ და ისე ნუ გამოგვიყვანთ, თითქოს ფულიანი მანიაკები ვიყოთ. ჩვენი თხოვნა იქნება მიიღოთ ეს მცირედი საჩუქრები.
-უხერხულია.
- არ მოგეწონათ თუ რატო?
-რას ამბობ ყველაფერი ისეთი ლამაზია... უბრალოდ ახლადგაცნობილი ადამიანებისგან ამდენ და ამ ფასიან საჩუქრებს ვერ ავიღებთ.
-ჩვენ უცხოები აღარ ვართ, უკვე საკმაოდ ახლო მეგობრები ვართ. ძვირიც არ ღირდა და უკვე უხერხულში გვაგდებთ მე და დაჩის.
-კარგი, მაშინ დიდი მადლობა.
-დროებით, ქვევით შევხვდებით...
გოგონები სასადილოთ ჩავიდნენ. კოტე შეკვეთას აძლევდა, ოფიციანტმა ფრანგულად დაიძახა "მაგიდა რამდენისთვის?"
"მაგიდა ოთხისთვის"უპასუხა კოტემ. ისადილეს, გადაწყვიტეს ქალაქ გარეთ გასულიყვნენ და დაეთვალიერებინათ აქაურობა. მართლაც რომ სასწაული ადგილი იყო.საღამომდე დადიოდნენ, ყველაფერი ნახეს, მუზეუმებშიც იყვნენ და გვიან ღამით უკვე სასტუმროში ბრუნდებოდნენ, რომ ბარემ მთლიან პარიზსსაც დაარტყეს წრე. ოღონდ ამჯერად ფეხით გადაწყვიტეს შემოვლა. ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხე იყო, თავისი ვიწრო და განათებული ქუჩებით, უამრავი მანქანით, ვინტაჟური სახლებით, რესტორნიდან გამომავალი გემრიელი სუნებით და საჭმელებით. სასტუმროში როგორც მივიდნენ, მაშინვე ნომრებში წავიდნენ და დაიძინეს. შემდეგ დღეს კი დისნეილენდისკენ გაეშურნენ. იმდენად გაერთნენ, რომ წამოსვლა აღარ უნდოდათ. ამიტომ მთელი დღე იქ დარჩნენ. ყოველ დღე დადიოდნენ რესტორნებში გასართობად. ხშირად კლუბებშიც. ათვალიერებდნენ პარიზს და იქაური ცხოვრების სტილზე და რუტინაზე გადადიოდნენ. შემდეგ დღეს, ვერსალის სასახლე, ტრიუმფალური თაღი და ლუვრი დაათვალიერეს. ხოლო მომდევნო დღეს ელისეის მინდვრები და მულენ რუჟი. შუადღისით კი ისევ დისნეილენდს მიაშურეს. საღამოს უკვე დაღლილები, ალექსანდრე მესამის ღირშესანიშნავ ხიდთთან ისხედნენ და ამ სილამაზეს უყურებნენ თან ლაპარაკობდნენ. ასე ბედნიერად გავიდა პარიზში 10 დღე. მეთერთმეტე დილას ბარგი აიღეს, ბოლოჯერ წავდინენ ეიფელთან, ოთხნი აკვირდებოდნენ ამ შესანიშნავ ადგილს. საქართველო კი უკვე მონატრებული ჰქონდათ, მაგრამ საფრანგეთის დატოვება მაინც ენანებოდათ. მოულოდნელად დაჩიმ ფეხზე მარიამი წამოაყენა, ჯიბიდან თეთრი ოქროს ბეჭედი ამოიღო და დაუჩოქა. ხელი სთხოვა რაზეც მარიამი დათანხმდა. მთელი პარიზი მათ უღებდათ ფოტოებს. სალომეს ეგოისტობამ სძლია და ეიფელის კოშკის ქვეშ, საქვეყონოდ ასე ურცხვად, ტირილი დაიწყო. ისტერიკისგან ფეხებს აბარტყუნებდა და იმ დღეზე ფიქრობდა, როცა თვითმფრინავში თავისი ფეხით ჩასვა მარიამი და აქ ჩამოიყვანა. მარიამი მივიდა სალომე დაამშვიდა და ბოლოს უთხრა, რომ თაფლობის თვეშიც წაიყვანდნენ თუ ეხლა აღარ იეგოისტებდა, რაზეც სალომემ დაიყვირა...
შუაში მე ვწვები!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent