შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილამდე დიდი სიცარიელე


29-07-2020, 01:01
ავტორი Pikn 13
ნანახია 7 974

ცა შავი სუდარით შეიმოსა, ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა ,აქა იქ შორიდან ისმის მატარებლის გუგუნი,თითქოს სხვა დანარჩენი საუკუნოდ მისცემია ძილს და ისღა დარჩენილა ქვეყნად და სამყაროს აღუდგა წინ ,პროტესტისა და დაუმორჩილებლობის ნუშნად .
ქოხის ორივე
შემოღებული კარიდან სიო ულამუნებს ძირს დაფენილ ქვეშაგებზე პირაღმა თავქვე ხელებ ამოდებულ 24-25 ოდე წლის გოგონას .
უსასრულო წყვდიადში მიშტერებია რას თვითონაც არ იცის
უნდა რომ იფიქროს მაგრამ ვერ უყრის ფიქრებს თავს , არ იცის რომელ ერთს გაჰყვეს ,დააპირებს რომელიმეს შეყოლას გადაიფიქრებს ,სხვა დროისთვის გადადებს , ალბათ არც თუ ისე საჩქაროა ამაზე ახლა ფიქრი და ან კიდევ არცაა რა საფიქრალი.
ქოხმახში სიჩუმეზე მეტი სიცარიელეა , ისევე როგორც გოგონას გულში და არა მხოლოდ გულში, არამედ სულშიც , სიცარიელეა ხანდახან ტკივილამდე დიდი სიცარიელეც კი . არ აქვს ემოცია , არა აქვს გრძნობა ,არ აქვს ფიქრი , არ აქვს არაფერი სიცარიელის გარდა . რომელიც ბლომად მოეპოვება ოთახში და მასშიც
სუნთქავს , ისიც მხოლოდ ინსტიქტურად ...
თუ სუნთქავ ე.ი ცოცხალჯ ხარ და თუ ცოცხალი ხარ ე.ი სანერვიულოც არაფერია ....
აქამდე თუ რამე მოგონებები ჰქონდა ისიც წაშლია ნელ ნელა და ხანდახან იმის გახსენება კი უჭირს სად გაჩერდა, რომ სვლა გააგრძელოს . გააგრძელოს არა იმიტომ რომ იბრძვის ,წინ მიიწევს და რამის შეცვლა ან სიახლისკენ სწრაფვა უნდა , არა ! უბრალოდ ეს მექანიკურია ასე შთააგონეს მავრამ ვინ ან რისთვის არ იცის ,მხოლოდ ის იცის რომ ასეა საჭირო !
დრო გადის ,მაგრამ არ იცვლება მასში არაფერი , ისევ ის მხოლოდ ერთ წრეზე ,მოჭადოებულივით დადის და არც რამე პრეტენზია აქვს ან რომც ქონდეს მერე რა ?რამდენიმე წამში ისევ მიეცემა შორეულ მოგონებასავით დავიწყებას და ისევ თავიდან დაიწყება და ასე გაგრძელდება მანამ სანამ ქოხმახზე მეტი სიცარიელე იქნება შიგნით ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent