შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გაიქცე,გაქცევას მხოლოდ სუსტი ლამობს...


30-07-2020, 18:03
ავტორი სალისალომე
ნანახია 866

შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი, ან არ ვფლობ ზუსტ ინფორმაციას მაგრამ რაც ვიცი ის ნამდვილად კარგად მაქვს შესწავლილი.ერთს გეტყვი მკითხველო, პატარა რჩევას მოგცემ.გთხოვ, არ გაიქცე რადგან გაქცევას მხოლოდ სუსტი ლამობს.ძლიერი ამის ჩამდენი ნამდვილად არ არის, მას არაფერი აშინებს სირთულეებს არ უშინდება, ღობეს ახტება და სწორი მიმართულებით მიდის.უკან აქვს გზა გასაქცევი, შეუძლია, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანს ყველანაირი გზა აქვს მოჭრილი აქედან გამომდინარე თავისუფალი არჩევანის გზა არა აქვს ე.ი ყველა მარტივი გზა მოჭრილია არ არსებობს გამოსავალი...მაგრამ ადამიანის გონება იმდენად გამჭრიახია, რომ შეუძლებელს შეძლებს და გზას მაინც გამონახავს.გზის გამონახვა გაქცევას კი არ ნიშნავს.არა, არამედ სხვა შესაძლებლობის პოვნას და მის განხორციელებას შემდეგ კი შედეგის მიღებას.სიტყვა ``არ შემიძლოა`` არ არსებობს, არ შესაძლებლობა უნდა შევცვალოთ ``მე, შემიძლია``. იჭრება უარყოფითი სიტყვა, რჩება დადებითი.დადებითი მუხტით უნდა შევქმნათ ახალი და მნიშვნელოვანი ახლა რის სადარაჯოზეც ვდგავართ.ეს, მუხტი კი ჯაჭვური რეაქციით ერთგვარი რგოლი უნდა იყოს და ამ რგოლში რაც შეიძლება ბევრი მთავარი ფიგურა იყოს.არ არის მარტივი შექმნა ფიგურა ფანტასტიკურად სწორი სიმრგვალე, რომ ჰქონდეს.რადგან იდეალური ამ ქვეყნად არაფერია.ყველაფერსა და ყველას აქვს თავისებური მინუსები და არასწორად განმსაზღვრელი გზები თუ ქმედებები.სწორედ აქ, ამ ადგილას და მომენტს უნდა დავუკვირდეთ კარგად, რომ შემდეგ სწორი დასკვნები თუ ქმედებები განვახორციელოთ.მთავარი პრინციპი კი არის, შიშის გადალახვა და მისი თავიდან მოშორება.შიშს, რომ მოიშორებ უფრო გაბედული ხდები, კონკრეტულად წყვეტ რა გინდა, რისთვის იბრძვი.იწყებ მიზნისკენ სწრაფვას ნელი ნაბიჯებით მიუყვები გზას.აქვე ვიტყვი, ეს გზა ვარდებით მოფენილი არ გეგონოთ, როგორც ზემოთ ვთქვი, ვახსენე იდეალური არაფერია და ყველა დეტალისგან უნდა ავაგოთ სახლი.აგურს, აგური უნდა დავადოთ ...მხოლოდ აგურზე აგურის დადებაა? არა, ასე ხომ არ იქნება უსაფრთხო, თუ აგურს საყრდენი არ დაუდე ნუთუ ის მყარი იქნება ან არ ჩამოინგრევა? რა თქმა უნდა, ის ვერ გაძლებს დიდხანს დროებით დატკბები მაგრამ მოვა ერთ დღეს ბუნებისგან ბოძებული ქარიშხალი და გაანადგურებს დაუმთავრებელ საქმეს.ასეა, აქედან გამომდინარე არც გზა იქნება სუფთა და წმინდა თუ მას რამე საფუძველი არ ჩაუყარე არ იქნება ფართო, გრძელი და ძლიერი...მისი ასფალტიც აიყრება და რაღა დარჩება მისგან? ზიანის მომტანი საგანი სხვა არაფერი.მაგრამ თუ არ შეუშინდები ეკალს, ფეხები დაგისისხლიანდება, ხელები დაგეკაწრება...წინ უამრავი პრობლემა შეგეჩეხება მათთან გამკლავებას ისწავლი და ბრძოლას ამ დროს, გამარჯვებულად დასახელდები, პრიზი შენს ხელთ იქნება.ამიტომ არ გაექცე სირთულეებს, პრობლემა-შენი მასწავლებელია.გასწავლის იმაზე მეტს რაც აქამდე იცოდი, განვითარების ღრმა გზას გადიხარ.უკვე იცი, რომ მომავალში აღარ დაუშვებ მსგავს შეცდომას, ფრთხილად იქნები და შედეგიც დასაკმაყოფილებელი იქნება.პრობლემა, ყველა ადამიანის ცხოვრებაშია.ჩვენ, მისი მართვა უნდა შეგვეძლოს, მასთან ერთად ცხოვრება.თუ სირთულე იქნება ჩვენთან ახლოს, განა ფარ-ხმალი დავყაროთ არა, პოზიტიურად მივუდგეთ ამ საკითხს.დაისვენე და მიხვდები, რომ ეს ამად ღირდა, რომ მეტი გესწავლა და უკეთესი გამხდარიყავი რეალურად პრობლემა მომავალში გარანტიაა იმისა, რომ უდიდეს წარმატებას მიაღწევ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent