როგორ მოვიტაცოთ შეყვარებული !...
-სკოჩი, თოკი, მანქანა და ვიტაცებთ, - სია სამიდან ერთ-ერთის გონებაში დაიწერა. -თოკი რათ გვინდა?-იკითხა მეორემ. -სიმართლე ითქვას და ამის სიყვარული ისეთ ფორმაშია, შეიძლება შიშველი ხელებით ვერ მოვერიოთ, - განმარტა იმან სია რომ შეადგინა. -ხოო, მართალია. ერთი ხელებს დაუჭერს, მეორე თოკს მოახვევს გარშემო და დავაგდებთ რაა... ეგაა და ეგა..., - დაამატა მეორემ. -მორჩით ღადაობას და მითხარით, როგორ მოვიტაცო...,- დაიღრინა პირველმა, თავისი გაჭირვება რომ ჰყოფნიდა, ახლა ამათი ღლაბუცისთვის რომ არ ესმინა. -გეუბნები- სკოჩი, თოკი, მანქანა და ეგაა, - გაუმეორა მესამემ, სია ვინც შეადგინა. -კარგი და თოკი რამდენი მეტრი? - ჩაეკითხა პირველი, ვისთვისაც გეგმავდნენ მსხვერპლის მოტაცებას. -ერთი ოთხი მეტრა გვეყოფა მგონი, - ჩაფიქრებული სახე მიიღო მესამემ და გონებაში ნაყიდი თოკი წარმოსახვით გაზომა. -ხომ მშვიდობით ხარ, ოთხი მეტრი რათ გვინდა. ოჯახის შესაქმნელად მიმყავს, ეზოს სადარაჯოდ კი არ უნდა დავაბა, - გაუწყრა პირველი და ფეხზე წამოდგა, ოთახში ბოლთის ცემას მოყვა. -მომისმინე შენ, - წარბის აწევით გახედა მესამემ, ყველაზე ბრძენი რომ იყო სამ კაციან სამეგობროში, - უყურე ახლა... შენს გულისსწორს რომ მოვიტაცებთ ხომ უნდა ხელებისა და ფეხების დაბმა? -უნდა... -მერე ხომ უნდა ავიყვანოთ მამაშენის სოფელში? -უნდა ავიყვანოთ... -მერე ხომ დაგთანხმდება და შენთან დარჩება? -დამთანხმდება, დარჩება... -მერე ხომ იქნება ქორწილი? -იქნება... -ხოდა ქორწილში დასაკლავი ძროხა რითი უნდა მიიყვანო სასაკლაომდე? - გამომცდელად გახედა მესამემ და პირველს, თავისი გაჭირვება რომ ჰქონდა, მხრებზე ჩამოაწყო ხელები. -თოკით... -რომელი თოკით? -შენ რომ 4 მეტრიანი თოკის ყიდვა შემომთავაზე, იმით... -ზუსტად, - ნიშნის მოგებით წამოიძახა მესამემ და გაშლილი ხელის გულები ერთმანეთს შემოკრა, - ჯერ კიდევ შეგრჩენია აზროვნების უნარი, მაგრამ ცოტა ამუშავება გიჭირს ხოლმე. -ხოო აშკარად ალკოჰოლი დააკლდა ჩემს ორგანიზმს, - საწყლად გახედა მეორეს, ტელეფონი რომ არ გაუგდია ხელიდან მთელი ამ დროის განმავლობაში, - უყურე ახლა ამას,- გაწყრა პირველი, - დააგდე ეგ შენი ტელეფონი და დაასხი, თორე არ ვიცი რას გიზამ. -ვასხამ ხოო, - თავი გადააქნია მეორემ და ბოთლს სტაცა ხელი. -არ უნდა მომეცა შენთვის ვაიფაის პაროლი რაა... -შენი ვაიფაი არ მაქვს, ჩემი ინტერნეტით ვარ მოსული. -მოდით ხალხნო, - სიტუაციის გასანეიტრალებლად ჭიქა ჰაერში ასწია მესამემ და სადღეგრძელოს წარმოთქმა დაიწყო, - ამ ჭიქით, ჩვენ დღევანდელ შეკრებას გაუმარჯოს. -გაუმარჯოს...,-ერთხმად შესძახა პირველმა და მეორემ და მესამეს ჭიქა მიუჭახუნეს. -ღმერთი ჩვენსკენ, - პირჯვარი გადაიწერა მესამემ და ჭიქა მოიყუდა. იმ ღამეს არც ერთს დაუძინია... * * * მეორე დღისით პირველი, მეორე და მესამე მსხვერპლის სამსახურთან იდგნენ ნათხოვარი მანქანით და იცდიდნენ. სკოჩი და თოკი მომზადებული ჰქონდათ, შავი სათვალე და პირბადე ეკეთათ. პირველს ხელები ეოფლებოდა, ნერვიულობდა, ეშინოდა ოპერაცია- ,, როგორ დავქორწინდე შეყვარებულზე ძალით"- არ ჩაშლილიყო. წინა დღისით შეთანხმდნენ, რომ თუ მოსატაცებელი სხვებთან ერთად გამოვიდოდა სამსახურიდან, დაგეგმილი ოპერაცია სხვა დროისთვის გადაიდებოდა. საჭესთან მჯდომი მესამე, რომელსაც მართვის ყალბი მოწმობა ედო ტყავის ქურთუკის ჯიბეში ნერვიულად აკაკუნებდა საჭეზე თითებს და იქაურობას ზვერავდა, საიდანმე პატრული რომ არ გამოჩენილიყო. მეორე პირველის გვერდზე იჯდა და როგორც ყოველთვის ტელეფონი ეჭირა ხელში, პირველმა სულზე მიუსწრო თორემ უკვე დაჩექინებასა და პირველისა და მესამეს დათაგვას აპირებდა ფეისბუქზე. -გაგიჟდი ხო შენ, ბარემ 112 ში დარეკე და შეატყობინე რასაც ვაპირებთ, - შეუბღვირა პირველმა. -რას აკეთებდა, - უკან გადმოწვა მესამე. -ჩექინდებოდა ფეისბუქზე. -მოსატაცებელიც მიათაგე ბარემ, - თავი გააქნია მესამემ და გარემოს თვალიერება განაგრძო. -ნუ ჩამქოლეთ ახლა, - განაწყენდა მეორე და ფანჯრიდან გაიხედა, - ეეე, შეხედე, შენი კნუტი მოდის. -ცოტაღა აკლია კნუტობისა, - მაგრად გაიცინა მესამემ და მანქანა დაქოქა. -მარტოა, - თქვა პირველმა და მანქანიდან გადახტა, - ხელი არსად წაგიცდეს იცოდე, - გადასძახა უკან მომავალ მეორეს და მოსატაცებელს ზურგიდან ეცა, ხელები გაუკავა, თოკი მოახვია და უცებ-უცებ ჩააგდეს მანქანის უკანა სავარძელზე, მეორეს გამოუყენებელი სკოჩი ხელში შერჩა. მესამემ გაზის პედალს მიაჭირა ბათინკიანი ფეხი და უბნიდან გავარდა. -გაგიჟდით თქვეენ? ვინ ხართ, რა გინდათ? - გაჰყვიროდა მსხვერპლი და თავსა და ხელებს აქეთ იქითიქნევდა, - ვინ ხართ მეთქი, ამოიღეთ ხმა, - არ ცხრებოდა მსხვერპლი. -კარგი ხოოო, - მსხვერპლს ქალის ხმის გაგონებაზე თვალები აუვიდა შუბლზე. პირველმა სათვალე და პირბადე მოიხსნა, შავი ჰუდის კაპიუშონი გადაიხსნა და სიცილით წარმოთქვა სიყტვა. -სურპრიზიიი... -ჯანდაბაა, - იყვირა მსხვერპლმა და გულიანად გაიცინა, - მართლა გიჟი ხარ შე ნ ხო? -აჰაამ... გიტაცებ ჩემო საყვარელო, ქმრად უნდა გამომყვე. -აჰ მართლა? და თაიგულს ვინ იჭერს? -მე, - სახე გამოაჩინა მეორემ და სასაცილოდ გაიკრიჭა, - მეტიმც არ მინდა ჩემკენ არ ისროლოთ. -მეჯვარე შენ ხარ? - წინ გადაწვა მოტაცებული და მესამეს შეხედა. -არა, მე თამადა ვარ, - ოთხივემ გულიანად გაიცინა. -ხელები მაინც გამიხსენით, - შეკრული ხელები გაუშვირა პირველს და ისევ მესამეს მიმართა. -შენ პრავა როდის აიღე? -ააამ, არ ამიღია, - მორცხვად გამოსძახა წინიდან და ლამის საჭეს გაუშვა ხელი წინ მომავალი პატრულის მანქანა რომ დინახა. -სულ გადაირიეთ თქვეენ და მეც გადამრევთ მალე, - სიბრაზე გაეპარა ხმაში, - გააჩერე მანქანა, მე დავჯდები. -არ გააჩერო, გაგვექცევა მერე და სად ვდიოთ ამას, - გაიცინა მეორემ და სელფი გადაიღო. -ამას ტელეფონი ვერ მოაშორეთ ხო? - უკმაყოფილოდ გაიქნია თავი მოტაცებულმა. -აუუ, შენ მაინც დამანებე თავი, რააა... მესამემ მანქანა ხელების კანკალით ძლივს გააჩერა, პატრულის დანახვის მერე ერთი წამითაც ვერ დამშვიდდა. მოტაცებული საჭესთან გადაჯდა, პირველი გვერდით სავარძელში დაჯდა და თავის სიყვარულს ბედნიერმა გახედა. -სად წაგიყვანოთ, - ხმა არც ერთს ამოუღია, სამივეს მშობელმა სხვადასხვა ნაირად იცოდნენ თავიანთი შვილების სამყოფელი. პირველის მშობლებს თავისი ქალიშვილი მესამესთან ეგონათ, ასევე მეორეს მშობლებსაც, მესამეს მშობლებს კი თავიანთი ქალიშვილი მეორესთან ეგონათ. ასევე მესამეს მშობლებმა იცოდნენ რომ პირველიც მეორესთან რჩებოდა იმ ღამით და ამიტომ არც ერთს მიესვლებოდა სახლში. მოტაცებული მიხვდა გოგონების ფიქრებს და კითხვა შეატრიალა, - რომ მიტაცებდით სად უნდა წაგეყვანეთ? -მამაჩემის სოფელში... -მამამისის სოფელში..., - ერთხმად შესძახეს და ხმამაღლა გაიცინეს. -მართლა? - წარბები უცნაურად აზიდა, - მე კიდევ მამაშენს გუშინ შენი ხელი ვთხოვე, - ყველას გაოცების ყვირილი აღმოხდა, პირველი ხმას ვერ იღებდა, თვალები უკვე აწყლიანებოდა, - ჩემ თხოვნას დათანხმდა მამაშენი, ხოდა ხვალ ვაპირებდი შენთვის მეთხოვა ხელი. -მართლა? - პირველს უკვე ღვარად ჩანოსდიოდა ცრემლები, სახეზე აიფარა ხელები და ხმამაღლა ატირდა. -კიი მართლა, - თავზე გადაუსვა ხელი და საკოცნელად მოიზიდა, - მაგრამ დამაცადეთ? - უკანა ხედვის სარკეში გახედა გოგონებს. -აუუუ, - ამოიკრუტუნა მეორემ, - ხელს ხომ მაინც თხოვ? გეფიცები, მისი ბრალი არაა, ჩვენ ავტეხეთ. -გეგმა შენ მოიფიქრე? -არა, მე, - საუბარში ჩაერთო მესამე, - არ გვინდოდა, გეფიცები. რომ გვცოდნოდა ხელის თხოვნას აპირებდი, არაფერს დავგეგმავდით. -სამივეს მოფიქრებულია, - ტუჩი გადმოაბრუნა პირველმა. -სამი მუშკეტერი? დარტანიანი სად გყავთ? -თვითონ არ ეცალა და მანქანა გამოგვატანა. პირველის მამის სოფელში ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ძლივს მიაღწიეს, მანამდე გზაში სასმელი და საჭმელი აიღეს. მეორე დღისით პახმელია სიცოცხლის სურვილს უკარგავდა სამ მუშკეტერს. მოტაცებული არსად ჩანდა, ტელეფონს არ იღებდა, აღარც მანქანა იდგა სახლთან და პირველს პანიკა დაეწყო. ეგონა შეყვარებულმა მიატოვა და წავიდა. ლოყებზე უკვე თვალის შავი ფანქარი ჰქონდა ჩამოდღაბნილი, მეირე და მესამე შურისძიების გეგმას აწყობდა, უნდოდათ ფეხებით მოეთრიათ წინა დღისით მოტაცებული და დაქალის ფერხთით დაეგდოთ, მაგრამ გეგმა ჩაეშალათ, კნუტი საკუთარი ფეხით დაბრუნდა სახლში,ხელში პოლიეთილენის პარკებით. -რა იყო, გოგო, ბუხარი გაწმინდე? -არ წასულხარ? - ამოიღნავლა პირველმა და ჩასახუტებლად გაექანა, - ქალაქში არ დაბრუნდი. -არა, სად უნდა დავბრუნებულიყავი, ხალხი რას იტყვის, ვინღა წამიყვანს მერე ერთხელ განატაცები? - ფხუკუნებდა მოტაცებული და მხრებზე ეხვეოდა. დიდ ხნიანი სიჩუმის შემდეგ, მეორესა და მესამეს ჩუმი ბედნიერი ღვიქინის შემდეგ პირველმა გატაცებულს დაუსვა კითხვა, რომელმაც მთელი ოთახი სიცილით მოიცვა. -ცოლად ხომ მომიყვან?... რა გაცინებთ??? (იმედია ის, ერთი ამას არ წაიკითხავს :დდდ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.