შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე- ჩვეულებრივ...


27-12-2017, 05:54
ავტორი Anna)))
ნანახია 1 446

მე - წლების წინათ დახატული გამქრქალი ტილო
დასასრულებლად ჩემს მხატვარს რომ ფერი არ ეყო
ჩემს შემოფარგვლავს ჩარჩოებით ასე რომ ცდილობ
იქნებ აჯობებს სულ სხვა გმირის ხატვა დაგეწყო.

მე- ვერ შემდგარი მასხარა ვარ ცირკის სცენაზე
გამოსვლის ბოლოს ჩემი თოკი გაწყდა შუაზე,
ამდენ დასაცინს ასე რომ გსურს ჩემში ხედავდე
იქნებ გეცადა ჩაგეღწია შენს მძორ სულამდე.

მე- შუა გზაში გაწყვეტილი მთვარის სონატა
დასასრულებლად ჩემს ავტორს რომ წლები ვერ ეყო
სანამ მალულად დისონანსებს ჩემში მონახავ
იქნებ გეცადა მტვრიან სულზე "ხელი შეგეხო".

მე - არეული რითმებისგან შექმნილი ლექსი
ჩემმა პოეტმა ჩვეულებრივ მიმაგდო სადღაც
სანამ რითმებს ან რიტმულობას "დააწყობ" ჩემში
იქნებ მიხვდე რომ ასე ყოფნის სურვილი დამრჩა

მე - შეუმდგარი მსახიობი ნამდვილ სცენაზე
რეალურ სახეს ვერ მოვარგე რადგან ნიღაბი
ვიდრე იფიქრებ დებიუტის მარცხით შეცვლაზე
იქნებ დაფიქრდე ან გამიცნო მე ვინ ვიყავი

მე- ჩვეულებრივ მოკვდავი და დაღლილი ვიღაც
ოთხი ფიცრის და ორი მეტრი მიწის მფლობელი
იქნებ დაფიქრდე იმის თქმამდე რომ ღმერთი მიცავს
რით ვერ შემცირდა ჩემი დარდი რაც მე მოვედი.

(მე - წლების წინათ დახატული გამქრქალი ტილო
დასასრულებლად ჩემს მხატვარს რომ ფერი არ ეყო
ჩემს შემოფარგვლავს ჩარჩოებით ასე რომ ცდილობ
იქნებ აჯობებს სულ სხვა გმირის ხატვა დაგეწყო.)
ანნა ზეიკიძე



№1 სტუმარი Nini

Sheni mudmivi mkitxveli var da vgjidebi shen yvela namushevarzeee da esec ert erti kargi im marvaltagan romelsac shen qmni warmatebebi

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ამიტაცა და ჩავიკითხე როგორ, ვერ მივხვდი,
თუმცა ზერელედ შევუდექი თავდაპირველად,
და ის ის იყო გულისტკივილს როცა მიგიხვდი,
ლამაზი ლექსი გააფუჭა მძორმა პირველად..

რომ დაფიქრდები შენი ნიჭი რაზე დახარჯე,
ჰო რაზე რადგან მძორს ვინ უკვე აწი არ ეთქმის,
მაშინ მიხვდები სე სტროფები რისთვის დავფხაჭნე,
და სული შენი სირცხვილისგან მიწას განერთხმის..

მოგეღრიცება სახე ისე, თითქოს განიცდი,
და ირონიას დანამღერებს გასცემ ანდაზად,
რომ გაიხრწნება მალე მძორი, შენ არ დაგიცდის,
და გამოჩნდება დანახულ გზის ბოლოს ანდაზა..

გვამო უსულო, უსხეულო ოდეს იყავი...
მინდა ჩაბჟირდე სიმწრისაგან წრფელი კისკისით,
რაც არ ყოფილა, რა იქნება გასარიყავი,
ჰოდა წადი და დაიმგზავრე პარად ივლისი...

აღტაცებით,
მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე

 


№3  offline წევრი Anna)))

Nini
Sheni mudmivi mkitxveli var da vgjidebi shen yvela namushevarzeee da esec ert erti kargi im marvaltagan romelsac shen qmni warmatebebi

უღრმესი მადლობა ♡
ძალიან მიხარია ამის მოსმენა ♡

ლაზარე 13
ამიტაცა და ჩავიკითხე როგორ, ვერ მივხვდი,
თუმცა ზერელედ შევუდექი თავდაპირველად,
და ის ის იყო გულისტკივილს როცა მიგიხვდი,
ლამაზი ლექსი გააფუჭა მძორმა პირველად..

რომ დაფიქრდები შენი ნიჭი რაზე დახარჯე,
ჰო რაზე რადგან მძორს ვინ უკვე აწი არ ეთქმის,
მაშინ მიხვდები სე სტროფები რისთვის დავფხაჭნე,
და სული შენი სირცხვილისგან მიწას განერთხმის..

მოგეღრიცება სახე ისე, თითქოს განიცდი,
და ირონიას დანამღერებს გასცემ ანდაზად,
რომ გაიხრწნება მალე მძორი, შენ არ დაგიცდის,
და გამოჩნდება დანახულ გზის ბოლოს ანდაზა..

გვამო უსულო, უსხეულო ოდეს იყავი...
მინდა ჩაბჟირდე სიმწრისაგან წრფელი კისკისით,
რაც არ ყოფილა, რა იქნება გასარიყავი,
ჰოდა წადი და დაიმგზავრე პარად ივლისი...

აღტაცებით,
მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე

ლაზარე. ♡♡♡
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№4  offline წევრი Deucex

გაოცებული ვარ გენიალური ნამუშევარია ანა <3333333

 


№5  offline წევრი Anna)))

Deucex
გაოცებული ვარ გენიალური ნამუშევარია ანა <3333333

დიდი მადლობა ♡♡
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent