სიცარიელეში გარდასული სითეთრე
იცით რა მაშინებს ყველაზე მეტად? განა ის,რომ ოდესღაც ყველა მიმატოვებს და მარტო დავრჩები.ეს გამორიცხულია,ადრე თუ გვიან მაინც ასე იქნება ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში.მეშინია,იმის,რომ დამივიწყებენ და ჩემზე უარს იტყვიან...მეშინია იმის,რომ აღარავინ მანუგეშებს,გამიღიმებს,ბედნიერ დღეს მისურვებს,არავინ მომიკითხვას,მეტყვის გამარჯობა-ს და არავინ მომეალერსება.დამაკლდება ის სითბო რასაც ადრე ვიღებდი.ზუსტად ეს არ მომწონს,რომ სიცარიელის განცდა მექნება.რადგან ჩემი აზრით,თეთრი ფუღურო მხოლოდ კედელს აქვს და არა ადამიანს.არც კი შეიძლება ეს,რომ დავუშვათ ამისთვის არ უნდა ვიყოთ განწირულნი რაღაცნაირად უნდა შევაჩეროთ,რომ სულმა არ განიცადოს ფუღუროთა რკალი რომელსაც სიცარილეში გარდასული სითეთრე ეწოდება რომელიც შემდეგ უფერული ხდება და ყველაფერი ბუნდოვანია.არ მიყვარს ჩახლართულობა,ტყუილი მირჩევნია,რომ მინა ყოველთვის სუფთა და გაწმენდილი იყოს.მხოლოდ სწორი გზა ჩანდეს და ის მთავარი პერსონაჟები რომლებიც ცხოვრებას მილამაზებენ.მათი სწორი სახე და არაფერი იყოს დამალული,მხოლოდ სიმართლე,მხოლოდ რეალობა,მხოლოდ სიკეთე და მხოლოდ მხნეობა რადგან არ მინდა სიბოროტის ერთმა ნაპერწკალმაც კი შემოაღწიოს ჩემს სამფლობელოში.თუ ნაპერწკალი დანარჩენებს გადაედება და კოცონი გაჩაღდება ცეცხლის ჩაქრობა,მხოლოდ ძალისხმევით რთული იქნება თუ წყალი არ დაიხმარე.რეალურ ცხოვრებაშიც ასეა,ძვირფასო,როცა რაღაც გინდა იმას აუცილებლად გააკეთებ და ცუდს არაფერს დაუშვებ.ხშირია ხოლმე ფრაზები:"არ მინდოდა,რომ ასე მომხდარიყო"" მე,ვერ გავითვალისწინე ეს" "ბოდიში,ასე არ უნდა ყოფილიყო"...კი,მაგრამ თუ არ გინდოდა,შენი ძალისხმევით ხომ შეგეძლო,რომ არ მომხდარიყო ეს რაღაც? კი,არის მომენტები როცა უნებურად ხდება რაღაც სიტუაციები მაგრამ ეს კიდევ სულ სხვა საკითხია.ამ სიტყვებშიც კი არ იმალება ტყუილი,სიმართლეს ამბობენ მაგრამ მათ ჰგონიათ რომ ეს გასასამართლებელი,დამაჯერებელი საბუთია არადა სუფთა სიმართლის დასტურია.ასეთი წრფელია სიმართლე,ყველას ჰყოფს თავის წმინდან თავს და კარგია,რომ არსებობს ამ ქვეყანაზე.სწორედ ასეთი მდგომარეობა არ მსურს,არ მინდა ფუღურო გაჩნდეს სადაც უამრავი კითხვის ნიშანი დაიდებს ადგილს.არ მინდა ბოროტება შემეხოს,მინდა დანარჩენილი ცხოვრება სიკეთით სავსე იყოს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.