შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილის ტყვეობაში


9-08-2020, 14:55
ავტორი ამორძალი
ნანახია 894

ჩრდილის ტყვეობაში
ვინ ვარ მე ? ვინ არის ადამი, ვინ არის ევა, ვინ არიან ადამიანები ან ვინ წყვეტს ვინ - ვინ იყოს, სად არის დასაწყისი ან დასასრული, სად ჩნდება ბნელი ან ნათელი.
უსასრულოდ დასმული კითხვები, მიუწვდომელი პასუხები, გაურკვევლობაში დაკარგულები. მთავარი ამოცანა კი ამოუხსნელია, ვინ შობა ჩრდილი? სად იზრდება ჩრდილი? რას ხედავს ჩრდილი? რა ესმის ჩრდილს? რას გრძნობს ჩრდილი? რას განიცდის ჩდრდილი? რისი თქმა უნდა ჩრდილს?
ჩრდილი, ზოგ შემთხვევაში ყველასგან უარყოფილი და სევდიანია, მარტოსული ჩრდილი, რომელიც მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში ახსენდებათ.
ჩრდილი, მხოლოდ მზის სხივებისგან გაქცეული ხის ქვეშ მყოფი არ არის.
ცოცხალი არსებები, ჩრდილში არიან მოქცეულები, მეტ-წილად ჩრდილის სხეულად იქცნენ, არავის ესმის მათი, ისე ჩუმად ბუტბუტებენ ჩრდილიდან, ვერავინ ამჩნევს, იმდენად ჩაბნელდნენ ბნელში. დაუსრულებლად წვიმს მათ ჩრდილში და ამ სისველეს ვერ შეაშრობს ხანგრძლივი ბნელი.
ჩვეულებრივსამებრ მოევლინა სამყაროს ერთ-ერთი პატარა ჩრდილი, წლები გადიოდა, ჩრდილის ცხოვრება კი ნელ-ნელა ჩვეულებრივი ჩრდილის ცხოვრებას ემსგავსებოდა, ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც უნდა მომხდარიყო. ყურადღების ეპიცენტრში ნაკლებად ხდებოდა, მისი სიტყვები ადრესატამდე არასდროს აღწევდა, გაურკვევლობაში მყოფ ჩრდილს ისღა დარჩენოდა საკუთარი თავისთვის დაეწყო საუბარი, ზოგჯერ ყელში ბურთი იმდენად გაეჩხირებოდა ხრჩობამდე ცოტაღა აკლდა. დრომ ჩრდილს მუჯლუგუნი ჰკრა, ნელ-ნელა ჩაიკაარგა უღრან ტყეში, საიდანაც მის გამოყვანას არავინ ცდილობს, არავის ანაღვლებს მისი ბედი.
მხოლოდ ის არის ამ ბნელში მოქცეული, უძლური და უმოქმედო, არ ძალუძს რამე იღონოს და ბოლო მოუღოს ამ გაურკვევლობას. ყველაზე მტანჯველი და მტკივნეული გარშემო მყოფები არიან, რომლებიც ასე სვავებივით გლეჯენ ხორცს და მარილს აყრიან ჭრილობაზე.
ჩრდილები მათხოვრები არიან, რომლებიც ყურადღებას ითხოვენ, მხოლოდ ის უნდათ რომ ვინმემ შეამჩნიოს, ვინმემ ერთი სიტყვა მაინც გადაუგდოს ან უბრალოდ გაუღიმოს, ჩახუტებაზე არც აქვთ პრეტენზია.
ლტოლვა მზის მოელვარე სხივებისადმი ნატვრად ქცეული. მობეზრდა მისი დუმილი და ჩრდილში ცხოვრება, სიცივე რომელმაც სხეული გაუყინა, ხედავს მზის სხივებს, მაგრამ მათ ვერ წვდება, ისინი მიუწვდომლები არიან ჩრდილისთვის, ერთმანეთისთვის ორი რადიკალურად შეუსაბამო წყვილი, ვერცერთი ვერ გაძლებს ერთად. ჩდილი კი ემზადება გასაქცევად, მაგრამ რთულია, ტალახად ქცეული მიწა, გაირბინო მთელი სისწრაფით, შესაძლოა ერთი ნაბიჯი გადადგა და ჩაეფლო შენს მიერ შექმნილ ტალახში, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ წახვალ, შემდეგ მეორე ნაბიჯს გადადგამ და ყოველი ახალი ნაბიჯები სიაახლეებისკე გადადგმული იქნება.
ერთ დღეს ჩრდილი საკლასო ოთახის ბოლო მერხზე იჯდა, მარტო, მეწყვილის გარეშე, თავში კი ასეთმა აზრმა გაუელვა, გულის რევის ინსცენიერება მოეწყო და ამით კლასის ყურადღება მიექცია, გაკვეთილის მიმდინარეობისას, ჩრდილი იწყებს გეგმის განხორციელებას, ხელს წევს მაღლა, მასწავლებელი ვერც ამჩნევს, მეორედ ისევ ხელს წევს და იძახის მასწავლებელო, ცუდად ვარ, ყველა შემობრუნდა ჩრდილისკენ, ისეთი საამო იყო ეს, ყველას მზერა ჩრდილისკეენ...
ჩრდილის ცხოვრებაში, ეს პირველი ცდა იყო, რაც წარმატებით დასრულდა, მოიხიბლა მისი ნამოქმედარით, ძილის წინ სულ ამაზე ფიქრობდა, კითხვებსაც სვამდა და პასუხებსაც თავად სცემდა, ანუ ცუდად თუ გავხდები ყურადღებას მომაქცევენ, შემდეგში რა შეიძლება გავაკეთო? ამაზე ფიქრებმა შეიპყრეს ჩრდილი.
სპორტის გაკვეთილზე ბურთი მოხვდა მუცელში, სუნთქვა უჭირდა, მაგრამ უფრო გააზვიადა, ტირილი დაიწყო, ჩაიკეცა, თვალები რომ გაახილა, მის თავზე ბრბო იდგა, უნიავებდნენ და წყალს ასხურებდნენ, უუფ რა ბედნიერი იყო, ამ დროს გრძნობდა რომ არსებობდა.
ჩრდილის არსებობა ზოგს აღიზიანებდა, ერთხელ ერთმა ბავშვმა ნებით თუ უნებლიეთ სკამის ფეხი თავში ჩაარტყა, ჩრდილი განწირული ტიროდა, ყვიროდა, მაგრამ არავინ მივიდა მისაშველებლად, ერთი-ორმა ჩაიარა მაგრამ ჩრდილისთვის არც კი მიუქცევით ყურადღება.
ჩრდილი იმ დღეებში სულ უფრო დაბნეული იყო, რა მოხდა, ნუთუ არარსებობს, რატომ ვერ ამჩნევენ, რატო არ ესმით მისი, ბავშური სიბრიყვე და მეამიტობა აშტერებდა, სიზმრების რეალობისგან გარჩევა უჭირდა, უცნაურად იჩქმეტდა მკლავზე, სიზმარში ხომ არ ვარო ან იქნებ ხანგრძლივი სიზმარია სადაც სხვა ცხოვრებაში ვარ, ვერც ვერავის უმხელდა იმას რაც ტანჯავდა და არ აძინებდა ღამე.
ზაფხული დაიწყო, ცხელმაა დღეებმა ჩრდილი აზარტში შეიყვანა, სკოლის ექსკურსიაზე წავიდა, იმ განწყობით რომ ლამაზ ადგილებს ნახავდა და ისიამოვნებდა. ისე მოხდა რომ იმაზე მეტი დღე ჩატარდა ექსკურსია ვიდრე იყო გაწერილი, ჩრდილი დაიღალა, რამდენიმე დღეა ენა დაუბლაგვდა, სრულად გაეყინა სხეული, სახლი ენატრებოდა, ის ადამიანები ვინც მის სიჩრდილეს მზის სხივით ანათებდნენ.
ავტობუსის ფანჯარასთან ზის, ფიქრები მელანქოლიური, გული უჩქარდება, სხეული უთრთოლდება, ყელში ბურთი ეჩხირება, საადაცაა დაიხრჩობა, თვალები გაყინული მზერით, ზედა და ქვედა კიდურების კანკალი, ცრემლები ნაპერწკლებივით გადმოცვივდნენ, მთელი ხმით ლუღლუღებს, სადღაც ავტობუსის სიღრმეში ბავშვები თამაშობენ ნამიოკობანას, ჩრდილი მშობლების კუთხეში ზის, მაგრამ მათაც არ ესმით ჯერ, ნერვული შეტევა განუვითარდა თავს ვეღარ იწყნარებს, ერთ-ერთ მშობელს გამოეღვიძა მისკენ შემობრუნდა, წყალი შეასხა პირდაპირი გაგებით, წამლები მისცეს და სიმშვიდეც მოიპოვა მალევე, თუმცა როგორც გაირკვა დაცინვის ობიექტად იქეცა ისევ, ეგონათ სიზმარი
ნახა ან მსგავსი რამ და ამან გამოიწვია ჩრდილის რეაქცია.
ჩრდილისთვის დღეები სულ უფრო უაზროდ გადიოდა, ერთ დღეს კი მოხდა გარდატეხა მასში, რაც მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა. ქუჩაში მილასლასებდა ჩრდილი, მცხუნვარე მზე იყო, ქარიც ქროდა, სახლამდე გასავლელად სულ რაღაც ორი კილომეტრიღა იყო, ჩრდილი დაქანცული და მწყრვალე მივიდა სახლში, უილაჯოდ მყოფმა საწოლს მიაშურა, თავს შეუძლოდ გრძნობდა, მალევე მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა, დილით კი მაღალმა ტემპერატურამ გონების დაკარგვამდე მიიყვანა, ერთი დღის უგონოდ გდებამ, ჩრდილის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ცხადად იხილა ნათელი, სითეთრე და შორს მიგდებული ბნელი,
საპყრობილეში მყოფი ჩრდილი, ოთხ კედელში გამომწყვდეულა, ხან რომელ კედელს მიენარცხება, ხან რომელს. თავში უამრავი აზრი დასეირნობს, ხმები ჩაესმის როგორ ბუტბუტებენ, ვიღაც დასცინის, ჩრდილოო... ჩრდ.... ჩრ... ჩ...ჩ...ჩ, ვინ ხარ? რა გინდა? სად ხარ?
ჰმ, ჰაჰაჰაჰ, ცინიკური სიცილი, მოესმა.
ო ღმერთო, თმები მუჭებში ბღუჯად მოიქცია და გიჟივით კივის, კედლებს ენარცხება.
ჩრდილო, ჩვენ აქ ვართ, შენში.
ჩრდილმა, ჩაიხედა და რას ხედავს, ვიღაც მუტრუკები წამოსკუპებულან, საუბრობენ ერთმანეთში, ზოგი ცეკვავს, ზოგი ჭამს, ჩრდილი კი გაოგნებული სიტყვას ვერ ამბობს. სააბოლოდ კი ამოხეთქა დაჟანგებული პირიდან, ვინ ხართ?
- ჩვენ შენ ვართ? ჩვენ ჩრდილი ვართ, მაგრამ უკვე გვიანია, სჯობს გამოფხიზლდე, დავიღალეთ აქ ჯდომით.
თვალებს ელვა შეხსნა და ფართოდ გაახილა, სამყარო ფერადი და ნათელი გახდა, ისიც ამ სიფერადის ნაწილი იყო, გარშემო მიხედ-მოიხედა, ეძებდა რამეს რაც ირეკლავს, სარკე რომ ჩაეხედა, მაგრამ ჩრდილს ვეღარ ხედავდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent