შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებო


10-08-2020, 22:26
ავტორი სესო
ნანახია 1 213

ბებიაჩემი ძლიერი ქალი იყო...
17წლისამ გააჩინა პირველი შვილი 11წლით დიდი მამაკაცისგან რომელიც კაცად არასდროს ვარგოდა...
ბებიაჩემი გმირი იყო და მეამაყება რომ მისი სახელი მქვია....
ბებიაჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დააწვა კისერზე, ორი შვილი, ქმარი, დედამთილი, მამამთილი და მერე შვილიშვილებიც...
დღეს და ღამეს ვაჭრობაში ატარებდა და ვაჭრობის დედოფლის სახელით იცნობდა ყველა...
ბებიაჩემი პატივსაცემი ქალი იყო მაგრამ არასდროს აფასებდნენ სათანადოდ....
ლამაზი იყო როგორც ზღვაზე მზის ჩასვლა და მთაში მზის ამოსვლა....
თვალები მწვანე ჰქონდა ყავისფერი კოპლებით და ვერავინ შეიმშნოვა ეს სილამაზე....
ბებიაჩემმა სიდუხჭირეს და ქმრის უმოქმედობას რომ ვერ გაუძლო ქვეყნიდან წავიდა და ემიგრანტად იქცა რომ შვილებისთვის და ჩვენთვის, შვილიშვილებისთვის ნორმალური ცხოვრება მოეცა.
ბებიაჩემი ძლიერი ქალი იყო...
მან შთამაგონა მეც სიძლიერე....
სამშობლოსგან 6 წლიანი განშორების შემდეგ კი, თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ტელეფონმა საშინელი ზარი გააჟღერა...
-მამიდა, ნადუში დაიღუპა...
ქალის ტირილის ხმა, საშინელი სიტყვები და საზიზღარი, საშინელი გრძნობა მთელ სხეულში...
თითქოს 54 წლის ასაკში, როცა დედა დაგეღუპა მიხვდი რომ ბავშვი აღარ იყავი...
ბებიაჩემიც მიხვდა, უკვე თავად იყო დედა, ბებია და ძლიერი ქალი...
ცხოვრებას თუ სამართალი აქვს, ეს სამართალი ბებიაჩემს არ შეხებია...
6 წლის უნახავი დედა, აგვისტოს ცხელი დღეების დროს, ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიაზე მიაბარეს მიწას...

ბებიაჩემი ძლიერი ქალია, იყო და ყოველთვის იქნება, ის ჩემი მოსახელეა და მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვის იქნება ჩვენი დედაბოძი...
სამართლის არსებობის ბებიაჩემს იმ დღიდან აღარ სჯერა როცა 18 წლის ასაკში ქმარმა ლამის მანქანა გადაატარა, როცა შვილებმა ქონება გაუნიავეს, როცა მის შვილს ოჯახი დაენგრა...
მე და ბებიაჩემი ერთმანეთის ორეულები უფრო ვართ ვიდრე ბებია და შვილიშვილი...
მე არ მოვითმენ იმას რაც ბებომ ითმინა, იმ პატარა, ტანდაბალმა ქალმა, უსაზღვროდ ლამაზმა და ტანჯულმა...

მის ლამაზ, გრძელ თითებს შრომის კვალი დაეტყო, ნაზ კანს ნაოჭების მაგისტრალები დაეტყო...
ბებიაჩემი კი ისევ ლამაზი, მშვენიერი, დახვეწილი ქალბატონია და ვიცი, ვერც ერთი ტკივილი ვერ იქნება იმხელა რამხელაც თავად ეს ტანდაბალი, ლამაზი და ტანჯული ქალია...


არ ვიცი რატომ, უბრალოდ გაზიარება მომინდა... პირველი ჩანახატია რომელსაც ვაქვეყნებ და უფრო მოკლედ აღწერილი ისტორიის სახე აქვს...
არ ვიცი ვის რამდენად აინტერესებს უცნობი ქალის ისტორია მაგრამ მინდოდა ბებიაჩემის სიძლიერეზე რამე დამეწერა რადგან მთლიანად შთაგონებული ვარ მე ამ ქალით! ♥️



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

მოთხრობას აღარ დებ? <3

 


№2  offline წევრი სესო

სტუმარი სალომე
მოთხრობას აღარ დებ? <3

რთული პერიოდი მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ დავწერო :( იმედია მალე დავდებ♥️

 


№3  offline წევრი _samanta_samanta

ძააან მომეწონა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent